მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > საფუძველი დროის ნიშთა გაგებისათვის - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

საფუძველი დროის ნიშთა გაგებისათვის - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


16-10-2015, 00:13

 

   პირველ ყოვლისა, თუკი ჩვენ გვსურს სწორად განვმარტოთ, მართე-ბულად გავიგოთ დროის ნიშები, უნდა გვქონდეს შეძენილი ის, რაც შეიძლება იწოდოს მართლმადიდებლობის ცოდნის საფუძვლებად. ეს არის საღმრთო წერილის ცოდნა-ძველი აღთქმისაც და ახალი აღთქმისაც (და არამხოლოდ თვით ტექსტისა, არამედ საეკლესიო განმარტებებისაც); ეს არის წმიდა მამათა ნაწერების ცოდნა, ეკლესიის ისტორიისა და სხვადასხვა შეცთომილებებისა და მწვალებლობების ცოდნა, რომლებითაც ცდილობდნენ დაემახინჯებინათ ეკლესიის სწავლების მართებული გაგება, განსაკუთრებით ბოლო ხანებში. თუკი ჩვენ არ გვექნება ამგვარი საფუძველი, მოუმზადებელნი აღმოვჩ-ნდებით და თავგზა აგვებნევა. ასეთი ცოდნის შეძენა სწორედ ისაა, რისკენაც ჩვენ უფალი მოგვიწოდებს - მოვემზადოთ, „განმზა-დებულნი" ვიყოთ. სანამ ჩვენ ეს ძირითადი ცოდნა არა გვაქვს, არცა ვართ განმზადებულნი და ვერ შევძლებთ მართებულად განვმარტოთ დროის ნიშები.

  რამდენიმე წლის წინათ ინგლისურ ენაზე გამოვიდა წიგნი, რომე-ლიც რელიგიურ ბესტსელერად გადაიქცა - ამერიკაში მისი ათ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს არის ჰელ ლინდეის - ტეხასელი ევანგელისტი პროტესტანტის წიგნი: „უკანასკნელი დიადი პლანეტა - დედამიწა". მასში იგი იძლევა დროის ნიშების საკუთარ, საკმაოდ ზედაპირულ განმარტებებს. იგი ვარაუდობს, რომ ჩვენ უკვე ქვეყნის დასასრულის წინ ვცხოვრობთ. მას სჯერა, რომ ჩვენს გარშემო ყოველგნით ახლა ის „სასწაულნი ჟამთანი" - დროის ნიშები აღესრულება, რომელთა შესახებაც ჩვენი უფალი ამბობდა. თუკი თქვენ წაიკითხავთ ამ წიგნს, აღმოაჩენთ, რომ ზოგჯერ მისი გაგება მეტ-ნაკლებად თანხვდება მართებულ, მართლმადიდებლურ გაგებას, ზოგჯერ იგი აბსოლუტურად არასწორ, მცდარ შეხედულებებს გამო-თქვამს, ხანაც რაღაცაში მართალია, რაღაცაში კი ცდება. ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, რომ იგი უბრალოდ მარჩიელობს, რადგანაც საღმრთო წერილს ისე კითხულობს, რომ მის გაგებას საკუთარ მიხვედრის უნარს უსადაგებს. მას არა აქვს მართლმა-დიდებელი ქრისტიანის ძირითადი, მართებული ცოდნა, არა აქვს საფუძველი საღმრთო წერილისა და წმიდა მამების ნაწერთა ჭეშმარიტი ცოდნის სახით. ამიტომ, თუკი თქვენ სერიოზულად შეუდგებით ამ წიგნის კითხვას, აღმოაჩენთ, რომ სრულიად დაგბნევიათ გზა-კვალი, და აღარ იცით, რა ირწმუნოთ, რა დაიჯეროთ. მაგალითად, იგი ლაპარაკობს ათასი წლის შესახებ, რომელმაც სავარაუდოდ, უნდა განვლოს ქვეყნის დასასრულამდე; იგი ლაპა-რაკობს ცად ზეაღტაცების შესახებ, როცა, მისი ვარაუდით, ქრისტიანებს ქვეყნის დასასრულის წინ ცათა შინა შეჰკრებენ, საიდანაც ისინი თვალს ადევნებენ, თუ როგორ დაიტანჯებიან ქვემოთ, ქვეყანასა ზედა, ადამიანები. იგი ისე ლაპარაკობს იერუსალიმის ტაძრის მშენებლობის შესახებ, თითქოსდა ეს კარგი იყოს და თითქოსდა ეს მომზადება იყოს ქრისტეს მეორედ მოსვლისათვის, მის შესაგებებლად.

   თუკი თქვენ ამგვარ წიგნებს წაიკითხავთ ხოლმე (რამეთუ ბევრი სხვა წიგნიც არსებობს, ამისი მსგავსი, მაგრამ სწორედ ეს გახდა ბესტსელერი, იმიტომ, რომ ავტორმა მოახერხა გარკვეული დროით დაუფლებოდა ადამიანთა წარმოსახვას) და დაუჯერებთ მათ, მაშინ აღმოჩნდება, რომ ქრისტეს შეცნობის ნაცვლად, რომლის გულის-თვისაც ჩვენ უნდა გულისხმა-ვჰყოთ, გავიგოთ დროის ნიშები, თქვენ ანტიქრისტეს მიიღებთ.

   ავიღოთ, მაგალითად, თავად საკითხი იერუსალიმის ტაძრის შესახ-ებ. სწორია, რომ მართლმადიდებლური წინასწარმეტყველებების თანახმად ტაძარი იერუსალიმში აღდგენილ იქნება. ჰელ ლინდსეის, ანდა თვით ფუნდამენტალისტ კარლ მაკ-ინტაირის მსგავსი ადამიანები ასევე ამბობენ ტაძრის მშენებლობის შესახებ, მაგრამ ისინი იმას გულისხმობენ, რომ ტაძარი ქრისტესთვის შენდება, რომელიც ამქვეყნად უნდა დაბრუნდეს და ათასი წელი განმგებლობდეს მსოფლიოში. ამდენად, ისინი ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ ლაპა-რაკობენ. ეს ათასწლეული, რომელიც პროტესტანტული განმარტების თანახმად, არის ქრისტეს განმგებლობის განსაკუთრებული ათასი წელი ქვეყნის დასასრულის წინ, სინამდვილეში წარმოადგენს ანტიქრისტეს ძალზე ხანმოკლე განმგებლობას. მართლაც, ისტორიაში ხომ უკვე იყნვნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდიოდნენ და თავიანთი ათასწლოვანი მმართველობის შესახებ აცხადებდნენ, რომელიც, თითქოს, დროთა გასულამდე უნდა გაგრძელებულიყო. ესევითართაგან უკანასკნელი ადოლფ ჰიტლერი იყო. ეს ყოველივე ეფუძნებოდა ასეთსავე ჰილიასტურ იდეას - ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების განმარტებას, გაგებას საერო მნიშვნელობით, ქვეყნიური აზრით. აპოკალიპსის ნამდვილი ათასწლეული კი - არის ქრისტეს ეკლესიის ცხოვრება, რომელიც ამჟამად მიედინება, ანუ ცხოვრება საღმრთო მადლში, და ყველა, ვინც კი ამ ცხოვრებით ჰგიებს ამქვეყნად, ხედავს, რომ გარეგან ადამიანებთან შედარებით ეს მართლაც ცა არის ამქვეყნად. მაგრამ ეს არ არის დასასრული - ეს არის მომზადება ღმერთის ჭეშმარიტი მეუფებისათვის, რომელსაც არა აქვს დასასრული.

   ახლა ხელმისაწვდომია მრავალი წიგნი, რომლებიც ადამიანს მართ-ლმადიდებლური ცოდნის საფუძველს აძლევენ. იმათ, ვინც სერიოზულად შეუდგება დროის ნიშების შესწავლას, თავიდან საფუძვლიანად უნდა გაეცნონ ზოგიერთს ამ წიგნთაგან - საჭიროა მათი წაკითხვა, სერიოზული შესწავლა, ისე, რომ ისინი არსებით აუცილებლობად იქცნენ თქვენთვის.

   საუკეთესო წიგნებია ძირითადი სულიერი სახელმძღვანელოები. პი-რველ ყოვლისა არსებობს მართლმადიდებლური დოგმატური წიგ-ნები, სხვადასხვა კატეხიზმოები. ერთ-ერთი საუკეთესო წიგნთაგანია - ღირსი მამის იოანე დამასკელის (VIII ს.) „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", რომელიც კატეხიზმატურ განმარ-ტებებს შეიცავს. კიდევ უფრო ადრინდელი შრომაა მღვდელმთავარ კირილე იერუსალიმელის თვრამეტი სწავლა-დარიგება კათაკმეველ-თათვის, იმათთვის, ვინც წმიდა ნათლისღებისათვის ემზადება. იგი დაწვრილებით განიხილავს მთელს სარწმუნოებრივ სწავლებას და იმას გვასწავლის, თუ რა სწამს და როგორ სწამს ეკლესიას. არსებობს კატეხიზმატური წიგნები ძველი დროისაც და უფრო თანამედროვეც. შედარებით მცირე ხნის წინათ გამოჩნდა უფრო მოკლე და უბრალო, მარტივი კატეხიზმოები რუსულ ენაზე: მიტროპოლიტ პლატონისა და მიტროპოლიტ ფილარეტისა.

   არსებობს სხვა წიგნებიც - საღმრთო წერილის განმარტებები. თანა-მედროვეთაგან ძალზე კარგია მთავარეპისკოპოს ამბერკის წიგნები.

  კვალად, გარდა ამ, ორი სახეობის წიგნებისა - კატეხიზმატურთა და საღმრთო წერილის განმარტებებისა, არსებობს კიდევ მრავალი წიგნი მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ. დავასახელოთ „ლავსაიკი" (რომელიც იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ მოსაგ-რეობდნენ სულიერ ღვაწლში, ბრძოლაში ეგვიპტელი ბერები), „დიალოგი იტალიელ მამათა ცხოვრების შესახებ" მღვდელმთავარ გრიგოლ დიოლოღოსისა, რომის პაპისა; წმიდანთა ცხოვრებანი, „კიბის აღწერა" ღირსი მამის იოანესი, საუბრები, სწავლა-დარიგებანი და ეპისტოლენი ღირსი მამის მაკარი დიდისა, ეგვიპტელისა; ღირსი მამის იოანე კასიანეს წიგნები; (კრებული) „სათნოთმოყვარეობა" („ფილოკალია"); „უხილავი ბრძოლა" ღირსი მამის ნიკოდიმოს წმიდამთელისა; „ჩემი ცხოვრება ქრისტესმიერ" წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელისა. ეს წიგნები განიხილავენ სულიერი მართლამადი-დებლური ცხოვრების, სულიერი ღვაწლის, ბრძოლის ძირითად საკითხებს, გვასწავლიან როგორ გამოვიცნოთ ეშმაკის მზაკვრული მანქანებანი, რათა არ მოვექცეთ მათი ზემოქმედების ქვეშ. ყველა ეს გვაძლევს საფუძვლიან მომზადებას, რომლის მიღების შემდეგ ადამიანს შეეძლება შეიმეცნოს და გულისხმა-ჰყოს დროის ნიშები.

   არსებობს თანამედროვე ავტორთა შრომებიც, თავიანთი სულით მო-ნათესავენი ძველი დროის წმიდა მამათა ნაწერებისა. მთავარ ნიმუშთაგან შეიძლება დასახელდეს XIX საუკუნის ორი დიდი რუსი (საეკლესიო) მწერალი - მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული და მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი). ამ ორი მოღვაწის შრომები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მათ თანამედროვე მკითხველებამდე მოაქვთ წმიდა მამათა სწავლება. მათ მრავალ კითხვას გასცეს პასუხი, წმიდა მამათა ნააზრევის გაგებას რომ შეეხებიან. მაგალითად, ჟურნალში - „The Orthodox Word” („მართლამადიდებლური სიტყვა") ჩვენ გამოვაქვეყნეთ მღვდელმთავარ ეგნატეს შრომა საზვერეთა შესახებ, რომლებიც სულს მოელის სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ, წმიდა მამების შრომების წაკითხვისას, ადამიანებს კითხვები ებადებათ, მათ არ იციან, როგორ უნდა გაიგონ ის, რასაც ძველი მამები ამბობდნენ, და ეს, უფრო თანამედროვე მამები, უხსნიან, განუც-ხადებენ მათ გაუგებარ ტექსტებს.

   გარდა ამისა, არსებობს ეკლესიის ისტორია, რომელიც მოგვითხრობს უფლის გამოცხადების შესახებ ადამიანებისადმი, იმაზე, თუ როგორ ვლინდება ადამიანთა ცხოვრებაში საღმრთო მოქმედებანი. ძალზე სამოძღვრებოა ძველი აღთქმის მოვლენების წაკითხვა, მათი განმარტებებისა, რამდენადაც ისინი წინა-სახენი, მომასწავებელნი არიან ახალი აღთქმის მოვლენებისა. ახალ აღთქმასთან ერთად ჯერ-არს ვკითხულობდეთ ახალი აღთქმის ეკლესიის ისტორიასაც. მაგალითად, არსებობს ევსევის (IV ს.) "ეკლესიის ისტორია" რომელიც საეკლესიო ისტორიას მოიხილავს პირველი სამი საუკუნის განმავ-ლობაში; მასში არის შეხედულება ისტორიაზე მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალსაზრისით. ძალზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა იყო და ვინ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიის ისტორიაში ძველი ეკლესიის მწერალთა აზრით-მოციქულები, წმიდა მოწამენი და ა.შ.

   ამრიგად, ყველა ეს მრავალგვარი თხზულება გვეხმარება ძირითადი ქრისტიანული ცოდნის მისაღებად - კატეხიზმო, საღმრთო წერილის განმარტებანი, წიგნები სულიერი ცხოვრების შესახებ, უფრო გვიან-დელი წმიდა მამების შრომები, დაწერილნი იმავე სულისკვეთებით, და ეკლესიის ისტორია. და ვიდრე იმის შესახებ წიგნების კითხვა გაგვიტაცებდეს, თუ კერძოდ რას აღნიშნავენ დროის ნიშები, ჩვენ უნდა გვქონდეს საფუძვლიანი მომზადება ყველა ამ სახეობის წიგნებში. ყველა ისინი შეგვამზადებენ დროის ნიშნითა შესაცნობად. თუკი ადამიანი ამგვარად დაიწყებს ცოდნის წვდომას, მაშინ მისთვის ბიბლიის ფრაგმენტების ანდა სხვა რაიმე სწორი განმარტება - ეს უბრალოდ სულ ახალ-ახალი ცოდნის მიმატება როდი იქნება და არც უნარი იმისა, რომ ზეპირად იმეოროს სულ ახალ-ახალი ფრაზები, არამედ - უფრო მეტი რამ.

 

 

 მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი  

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"  

 



უკან დაბრუნება