მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №18 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №18 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


18-10-2015, 00:02

 

   სადაც არ უნდა ვიყო, განმარტოებით თუ კაცთა შორის, ქრისტეს ჯვარიდან ჩემს სულს სინათლე და ნუგეშინისცემა ეფინება.

  მთელ ჩემს არსებაში გამჯდარი ცოდვა განუყვეტლივ ჩამძახის: „ჩამოხედ ჯვარიდან!"

  მეც ჩამოვდივარ, ჯვარის გარეშე ვლამობ ცხოვრებას და მყისვე სულიერი ქარტეხილები მატყდება თავს - შფოთის მორევი მითრევს. ჯვარიდან ჩამოსული ქრისტეს გარეშე ვრჩები.

   როგორ ვუშველო თავს? ქრისტეს ვევედრები კვლავ ჯვარზე დაბრ-უნებას. ვევედრები და თვითონაც ვცდილობ ჯვარს ვეცვა, რადგანაც გამოცდილებით დავრწმუნდი: ვინც ჯვარს არ ცმულა, ის ქრისტესი არ არის. ჯვარზე სარწმუნოებას ავყავართ, იქიდან კი ურწმუნოებით სავსე ცრუ გონებას ჩამოვყავართ.

  როგორც მე თვითონ ვიქცევი, იმასვე ვურჩევ ჩემს ძმებსაც.

   კიდევ რა გითხრათ? „ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განს-აცდელსა" (ისაკ. 1,12), „რამეთუ რომელმან - იგი ივნო და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად" (2,18). მინდა, რომ წმ. წერილის ეს სიტყვები თქვენზე ახდეს. თქვენ კი დამშვიდდით. ნუ შეგაშფოთებთ ის ამბავი, რომ მტერმა გძლიათ: ეს სულიერ გამოცდად, ანუ გამოცდილებად გამოგადგებათ და სიმდაბლეს შეგძენთ. მშვიდობა თქვენთანა. იმასაც დავუმატებ, რომ მოღვაწეთა საერთო გზა ესაა - კაცთა შორის ცხოვრების დროს მოთმინებით უწამლონ გრძნობების უძლურებას, ღმრთის განგება შეიცნონ და შინაგანი ლოცვა მოიპოვონ. მავანი, ღმრთის განსა-კუთრებული განგებულებით, სხვა გზით მიდის, ჩვენ კი ყველასათვის საერთო გზას უნდა დავადგეთ. ამის თაობაზე წაიკითხეთ წმ. ისააკ ასურის 55-ე სიტყვა ღირსი სვიმეონ საკვირველმოქმედის მიმართ. ზოგი ფიქრობს, რომ განმარტოება უმოკლესი გზაა სულიერი წარმატებისკენ, სხვანი ამბობენ, ამ წარმატებას მოყვასის სიყვარული იძლევაო. მე უფრო ეს მეორე გზა მომწონს, რადგანაც მოყვასის სიყვარული ყველა ჩვენგანის უცილობელი ვალია, მდუმარების ღვაწლის აღება კი ცოტას თუ ძალუძს. (გაგრძელება იქნება...) 

 

 

წიგნიდან "კრებული"  


უკან დაბრუნება