მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №15 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №15 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)13-10-2015, 00:01 |
ამბობთ, რომ შეუძლებელია მაგ მონასტერში დარჩენა, რადგან ში-ნაგანი ბრძოლა ისე გაძლიერდა, მისი მოთმენა თქვენს ძალებს აღემატება. რაკი ასეა, დაე უფალმა, რომლის გულისთვისაც დარჩენას გირჩევდით, აკურთხოს თქვენი გამოსვლა ამ მონასტრიდან და შესვლა სხვაში, სადაც სულიერი მშვიდობისა და მაცხოვნებელი მიმარ-თულების მოპოვებას შეძლებთ. მაგრამ დაე ეს გამოსვლა იყოს უფლისაგან, იგი კი ასეთი მაშინ იქნება, თუ თავს დაიმდაბლებთ და მის მიზეზად მხოლოდ საკუთარ უძლურებას შერაცხავთ; თანაც თავს აყვედრეთ, რომ ვერ შესძელით ისე მოქცევა, როგორც წმ. მამები მიიჩნევენ უმჯობესად, ანუ სულიერი ბრძოლის იმ ადგილას დათმენა, სადაც ცხოვრობთ. მაშინ თქვენი შესვლა სხვა მონასტერში შეიძლება სათნო-ეყოს უფალს, რადგანაც „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკ. 4,6). მამა ესაია ამჟამად ჩვენთან არის სტუმრად და მე დიდ ნუგეშს ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, თუ რა უხვად აქვს მას მინიჭებული სული წმიდის მადლი. მართლა, ტვერისკენ ხომ არ გასწვედით? იქაური იღუმენია კეთილგონიერია და სულიერი ცოდნაც აქვს. თან იქ კლიმატიც უკეთესია, კლიმატს კი, წმ. მამების აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განმარტოებით ცხოვრობს. და კვლავ ღმერთმა აკურთხოს თქვენი განზრახვა, თუ იგი მშვიდობიანად და სიმდაბლით შესრულდება! ხოლო თუ ჩემი ცოდვილი ლოცვა-კურთხევის მიღება გნებავთ, შორიდან გაკურთ-ხევთ უფლისმიერი ლოცვა-კურთხევით, რომლისგანაც არის ყოველი სიკეთე. თქვენს წმინდა ლოცვას ვითხოვ მე უღირსი. (გაგრძელება იქნება...)
უკან დაბრუნება |