მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სასწაულები, რომლებიც ჩვენ ქრისტემ მოგვცა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
სასწაულები, რომლებიც ჩვენ ქრისტემ მოგვცა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი12-10-2015, 00:03 |
ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უკვე შევიცნეთ, ვაღიარეთ და მივიღეთ სასწაულები - ნიშები ქრისტეს პირველი მოვლინების შესახებ. თვით ფაქტი, რომ ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, აღნიშნავს, ცხადად ღაღადებს, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ვიცით, რას აღნიშნავენ ეს ნიშები, მაგალითად - სასწაული იონა წინასწარმეტყველისა, დანიელის ოთხასოთხმოცდაათი წელი და მრავალი სხვა, რაც უფალმა ჩვენმა აღასრულა. ჩვენი მართლმა-დიდებლური ღვთისმსახურებანი აღსავსეა ძველი აღთქმის წინას-წარმეტყველებებით, რომლებიც ქრისტეს მოსვლით აღსრულდა. ყოველივე ამას ჩვენ ვხედავთ და ვაღიარებთ, ყოველივე ეს ცხადზე უცხადესია. მაგრამ ახლა ჩვენ სხვა ნიშები, სხვა სასწაულები უნდა ვეძიოთ - ქრისტეს მეორედ მოსვლის ნიშები. მთელი სწავლება ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მისი წინამსწრობელი ნიშების შესახებ მოთავსებულია სახარების რამდენიმე ადგილას, და განსაკუთრებით წმიდა მათეს სახარების 24-ე თავში. ამის შესახებ თავები არის აგრეთვე წმიდა მარკოზთანაც და წმიდა ლუკასთან. წმიდა მათეს სახარების ეს თავი მოგვითხრობს, თუ როგორ მოდიო-და უფალი ჩვენი ტაძრიდან: და მოუხდნენ მას მისი მოწაფენი, რათა ტაძრის შენებულობა ეჩვენებინათ. ცხადია, იმ დღეებში ტაძარი სათაყვანებელი ადგილი იყო. ყოველ იუდეველს პასექის დღესას-წაულზე მაინც უნდა მოენახულებინა ტაძარი, რადგან იერუსალიმის ტაძარი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერდა ღმერთის თაყ-ვანისცემა. უფალმა ჩვენმა უთხრა თავის მოწაფეებს: „არა ჰხედავთა ამას ყოვ-ელსა? ამინ გეტყვი თქვენ; არა დაშთეს აქა ქვაი ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს" (მათე 24, 2). იმ დროს ამის თქმა მორწმუნე იუდ-ეველისათვის, რომ მთელი ტაძარი დაინგრევა და მისგან აღარაფერი დარჩება, ნიშნავდა იმის თქმას, რომ ქვეყნის დასასრული დგება, რამეთუ ტაძარი - ეს ის ადგილია, სადაც ჯერ-არს ღმერთის თაყვანისცემა. და როგორ არის შესაძლებელი ღმერთის თაყვანისცემა ტაძრის გარეშე? ამრიგად, მაცხოვრის ეს სიტყვები იმად აღძრავენ მოწაფეებს, რომ ქვეყნის დასასრულზე იფიქრონ. ისინი მოუხდნენ მას და ჰკითხეს; „მითხარ ჩვენ, ოდეს იყოს ესე, და რაი არს სასწაული იგი შენისა მის მოსვლისაი და აღსასრული ამის სოფლისაი?" (მათე 24, 3). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მაშინ უკვე უწყოდნენ, რომ იგი კვლავ მოვა და რომ ეს დაკავშირებული იქნება ქვეყნის დასა-სრულთან. იმ დროს უფალი რამდენიმე ნიშს ასახელებს, რომლებიც უნდ იყოს მისი მეორედ მოსვლის წინ. პირველ ყოვლისა უფალი ეუბნება მოწაფეებს: „ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქვენ! რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდნენ" (მუხლები 4-5). ანუ მრავალრიცხოვანი ცრუ-ქრისტეები - ქრისტემტყუვრები მოვლენო. ჩვენ ამას ეკლესიის ისტორიის მთელს მანძილზე ვხედავთ - იმათ, ვინც ქრისტეს ეკლესიას აღუდგებოდა წინ, თავს ღმერთად ხმობდა და ქრისტე ვარო, ამტკიცებდა. შემდეგ უფალი ამბობს: „და გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძო-ლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არა არს აღსასრული" (მუხლი 6). რა თქმა უნდა, ქრისტიანული ერის დასაწყისიდანვე იყო „ბრძოლანი" - ომები და „ამბავნი ბრძოლათანი" ანუ ცნობები, ამბები ომების შესახებ, ხოლო ჩვენს დროში - მით უმეტეს. „რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაი მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილდ-ადგილდ" (მუხლი 7), ანუ კვალაც - ომები, შიმშილი, მიწისძვრები, ადამიანთა მასობრივი დაღუპვანი. და თქვა უფალმა: „ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაი არს" (მუხლი 8). შემდეგ უფალი ლაპარაკობს სხვა ნიშის - ქრისტიანთა დევნის შესა-ხებ: „მაშინ მიგცნენ თქვენ ჭირსა და მოგწყვიდნენ თქვენ, და იყვნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის" (მუხლი 9). ამრიგად, თავიდან იქნებიან თვითმარქვიები - ქრისტეს სახელის მიმთვისებელნი, ცრუ-ქრისტენი, მერმე - ომები, ამბები ომების შესახებ, შიმშილი, მიწისძვრები, ადამიანთა მასობრივი დაღუპვანი, ქრისტიანთა დევნულებანი, ხოლო შემდეგ ამათ მოსდევს ჩვენი დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალზე დამა-ხასიათებელი ნიში - სიყვარულის განგრილება, განხმობა: „და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთაი" (მუხლი 12). ეს ყველაზე საშინელი ნიშია ყველა სხვათაგან, იმიტომ, რომ, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი გვეუბნება, ქრისტიანთა გამორჩეული, ყველა სხვა ადამიანთაგან განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა ურთიერთსიყვარული (იოანე 13, 35). როცა ეს სიყვარული განხმება, განგრილდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ქრის-ტიანები კარგავენ ქრისტიანობას. შემდეგ კიდევ ერთი ნიშია: „და იქადაგოს სახარებაი ესე სასუფევე-ლისაი ყოველსა სოფელსა საწამებლად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული" (მათე 24, 14). ეს ნიში იმის შესახებაა, რომ სახარება ყველა ხალხს ექადაგება, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. თავად სახარება ახლა ასობით ენაზე გამოიცემა დედამიწის თითქმის ყველა ტომთათვის, და მართლმადიდებელი ქრისტიანობა მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანაში იქადაგება. არსებობს დიდი მისიები აფრიკაში - უგანდაში, კენიაში, ტანზანიაში, კონგოში, საიდანაც ქრისტიანობა კიდევ უფრო შორს, სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. შემდეგ უფრო ძნელი ადგილია: უფალი ლაპარაკობს წმიდა ადგი-ლას მდგომარე მოოხრების სისაძაგლის შესახებ, რაც წინასწარ-მეტყველ დანიელის მეშვეობით იყო გამოთქმული. „რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქმული იგი დანიელ წინასწარ-მეტყველისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმო-იკითხვიდეს გულისხმა-ყავნ" (მუხლი 15). ანუ ივარაუდება, რომ რაღაცა სხვა დაგეხმარებათ თქვენ ამის გაგებაში. ეს კიდევ ერთი ნიშია. იგი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იერუსალიმის ტაძართან და მის შებილწვასთან. შემდეგ, 21-ე მუხლში, არის ნიში დიდი ჭირის-უაღრესი მწუხარების შესახებ: „რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამომდე, არცაღა ყოფად არს". ანუ ეს იქნება ყველაზე ცუდი, ტანჯვათა ყველაზე მძიმე დრო კაცო-ბრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ისტორიული წიგნები და ნახოთ, რომ მსოფლიოს ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა უდიდეს ტანჯვათა დრო. თქვენ თუ წაიკითხავთ, რა ბედი ეწიათ ებრაელებს ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის შემდეგ, როცა რომაელებმა იერუსალიმი აიღეს, ნახავთ, რომ მაშინდელი ტანჯვა ძალზე საზარელი იყო. სხვა ადგილებშიც თითქმის ასეთივე მძაფრი სატანჯველებით ევნებებოდნენ. და მაინც უდიდესი სატანჯველნი ქვეყნის დასასრულის უშუალოდ წინ გაცილებით უარესი, მძიმე იქნება. ეს სატანჯველნი, რა თქმა უნდა, მთელს მსოფლიოში იქნება და თითოეულს შეეხება, ყოველ ხალხს, ყოველ ერს შეეხება, და არა ოდენ - ერთს, და ამ სატანჯველთ უაღრესად გადამეტებული ხასიათი ექნებათ. ეს ისეთი მწუხარება, ისეთი ჭირი იქნება, „რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამომდე". მაშინვე ამის შემდეგ დაიწყება რაღაც კიდევ უფრო ცუდი. 29-ე მუ-ხლში ვკითხულობთ: „ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაისა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი, და ვარსკვლავნი დამოცვივნენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ" (მათ 24, 29). ამგვარი რამ, რა თქმა უნდა, არასდროს არ მომხდარა, და ეს, ცხადია, განეკუთვნება ქვეყნის დასასრულის დროს, როცა ყოველივე განადგურდება, რათა შემდეგ აღორძინდეს, ხელახლა იშვას. დაბოლოს, მომდევნო მუხლში ნათქვამია: „და მაშინ გამოჩნდეს სა-სწაული ძისა კაცისაი ცათა შინა", ანუ ჯვარის ნიში, ჯვარის გამოსახულება, „და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისაი, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (მათე 24, 30). ანუ ცათა შინა გამოჩენილი ჯვარის ნიში აღნიშნავს თავად ქრისტეს მეორედ მოსვლას და ქვეყნის დასასრულს. უთხრა რა ეს ყოველივე თავის მოწაფეებს ქვეყნის დასასრულის ნი-შთა შესახებ, უფალი უკანასკნელ დარიგებას აძლევს მათ და ეუბნება: „იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს" (მათე 24, 42). და „ამისთვის თქვენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაი მოვიდეს" (მუხლი 44). ყოველივე ეს მოცემულია მათეს სახარების 24-ე თავში. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო კითხვებს ჰბადებს იმ ადამიანში, ვინც ძალზე ღრმად არ იცნობს საღმრთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს, ვიდრე რაიმეს უხსნიდეს და განუცხადებდეს მას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, უნდა გულისხმა-ვჰყოთ, თუ რას ნიშნავს ყველა ეს წინასწარმეტყველება. როგორ შეგვიძლია ჩვენ შევიტყოთ, თუ სინამდვილეში როდის დაიწყება მათი აღსრულება? და როგორ ავიცილოთ თავიდან ცრუ განმარტებანი. აკი ესოდენ ბევრია ცრუ ღმერთები, ცრუ წინასწარმეტყველნი, ცრუ წინასწარმეტყველებანი, ცრუ განმარტებანი. საიდან ვიცით ჩვენ, თუ რომელია ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება და როგორია დროის ჭეშმარიტი ნიშები? არსებობს მრავალი წიგნი აპოკალიპსის (იოანეს გამოცხადების წიგნის) განმარტებებითურთ, წიგნები, რომლებიც შეიცავენ განმარტებებს ქვეყნის მომავალი დასასრულის შესახებ. მართლაც, მრავალი არა-მართლმადიდებელი ქრისტიანი ძალზე მკაფიოდ, ცხოვლად გრძნობს, რომ მოახლოებულია ქვეყნის, ჟამთა დასასრული, მაგრამ ისინი საკუთარი გაგებით განმარტავენ ყოველივე ამას.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ"
უკან დაბრუნება |