მთავარი > სექტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > "იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი II)
"იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი II)11-10-2015, 00:05 |
ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებში ბიბლიის მკვლევარების ხე-ლშესაწყობად 1911 წელს ლონდონში (ინგლისი) დაარსდა "ბიბლიის მკვლევრების საერთაშორისო საზოგადოება" (7, 9). მაშასადამე, სამი კორპორაციიდან შეიქმნა სისტემა, რომელშიც მთავარი პენსილვანიის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება" იყო. ეს, უპირველეს ყოვლისა, მასზე ნიუ-იორკისა და ლონდონის საზო-გადოებების ფინანსური დამოკიდებულებით გამოიხატება (16, 226). "ბიბლიის მკვლევრები" მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მუდმივად ატარებდნენ პროპაგანდისტულ კამპანიას, ჩ.ტ. რასელის ქადაგებები "... ზოგჯერ ერთდროულად ორი ათასი გაზეთის ფურ-ცლებზე იბეჭდებოდა, რომელსაც 15 მილიონი მკითხველი კითხუ-ლობდა" (სკ, 1, 05. 1994, გვ. 15). მაგრამ სარეკლამო აჟიოტაჟს, რომელიც "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" მიმართ ყურადღების მისაქცევად იყო გამიზნული, დიდი დივიდენდები არ მოუტანია. "1870 წლიდან 1914 წლამდე ბიბლიის მკვლევარების რიცხვი შედარებით უმნი-შვნელო იყო. 1914 წლისათვის სრულიად სახალხო ქადაგებაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 5100 კაცმა" (სკ, 1. 05. 1994, გვ. 15). მაშ, რატომ არ გაამართლა რასელისა და მისი თანამოაზრეების უდიდესმა ფინანსურმა დანახარჯებმა? ასი ათასობით მიმდევრის ნაცვლად რატომ იყო მხოლოდ ხუთი ათასზე ოდნავ მეტი? საქადაგებელმა მოგზაურობებმა და პუბლიკაციების მილიონიანმა ტირაჟებმა რატომ არ გამოიღო მოსალოდნელი შედეგი? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ის, რომ თვით ჩ.ტ. რასელი და ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა ხმაურიანი სკანდალების სერიაში გაერივნენ, სადაც გამოჩნდა "ბიბლიის მკვლევრების" ხელმძღვანელის მორალური სიბინძურე და მისი მტკიცებების უსაფუძვლობა. როგორც ჩანს, რასელის რეპუტაციაზე ყველაზე სერიოზული დარტყმა მისმა მეუღლემ - მერიმ მოახდინა. ქმრის იდეების ერთგულმა მიმდევარმა 1897 წელს გაწყვიტა მასთან ურთიერთობა, რადგანაც იგი მას სხვა "ბიბლიის მკვლევარ" ქალებთან ღალატობდა. იმის გამო, რომ ჩარლზის მისიონერული მუშაობისათვის ხელი არ შეეშალა, მერიმ ოჯახური კონფლიქტი სააშკარაოზე არ გამოიტანა. ჩ. რასელი, თავის მხრივ, მას მუდმივ მატერიალურ ანაზღაურებას შეჰპირდა. მიუ-ხედავად იმისა, რომ გაყრის ოფიციალური პროცედურა არ ჩატარებულა, ცოლ-ქმრის ცალკე ცხოვრებამ ადგილობრივ პრესაში სხვადასხვაგვარი ჭორები გამოიწვია. 1903 წლიდან ჩ. რასელმა მეუღლის მიმართ შეწყვიტა ფინანსური ვალდებულებების შესრუ-ლება. მერი სამი წლის შემდეგ იძულებული გახდა განქორწი-ნებისათვის აღეძრა საქმე, რათა კუთვნილი ქონების წილი მიეღო. ყოფილი ქმრისადმი პატივისცემის დაკარგვის შემდეგ, მერიმ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ გაყრას მეუღლის ღალატის გამო ითხოვდა. გაყრა "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" პრეზი-დენტისათვის არ იყო ისე საშიში, როგორც მისი მოტივირება. ჩ. რასელს "იცავდა" ოთხი ადვოკატისაგან შემდგარი გუნდი, მისი მომავალი მემკვიდრის ჯ. ფ. რუტერფორდის ხელმძღვანელობით. მათი ხრიკებისა და აპელაციების მიუხედავად (საქმე განიხილებოდა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში), რასელი მოღალატე მეუ-ღლედ აღიარეს და ამის საფუძველზე მერიმ განქორწინება მიიღო. საქმე ეხებოდა არა მხოლოდ რასელის ადვოკატების სუსტ მომზადებას, არამედ იმას, რომ მის ცოლს დოკუმენტური მასალა ჰქონდა, რომელიც მის მიმდევარ ქალებთან ჩარლზის "რომანს" ამტკიცებდა. ამ სასამართლო პროცესმა რასელის ავტორიტეტს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა გამოიწვია (15, 45; 16, 227). მიუხედავად იმისა, რომ ქალებთან მოძღვარ რასელის ურთიერთობა იმ ჟურნალისტების მიერ, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ სასამართლო პროცესს, დახა-სიათებული იყო, როგორც "სექსუალური გარყვნილება" (Cook CH. C. About One Russel. Philadelphia, n. d., P. 5 ციტ. 15, 45), საზოგადოების უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ხერხმა, რომლითაც რასელმა ქონება გაუყო თავის ცოლს. რასელმა გაყრის აუცილებლობიდან გამომდინარე, თავისი ადვოკატების რჩევით, მზა ტანსაცმლის მაღაზიების ქსელის გაყიდვით მიღებული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი "შესწირა" საზოგადოებას, რომელსაც თვითონ ხელმძღვა-ნელობდა. სასამართლომ, როდესაც ქონების გაყოფის ვერდიქტი გამოიტანა უკვე გასაყოფი აღარაფერი იყო. მერიმ მცირეოდენი მიიღო. რასელმა მიიღო მორალური დარტყმა, მაგრამ სახსრები ხელუ-ხლებლად შეინარჩუნა. ეს, როგორც ჩანს, მისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე ყოფილი მეუღლის წინაშე ზნეობრივი და იურიდიული ვალდებულებები (15, 45). 1903 წელს ჩ.ტ. რასელმა მეთოდისტ პრესვიტერ ე.ლ. იტონთან საჯარო დებატებში მიიღო მონაწილეობა. ექვსი დისპუტის შემდეგ ორივე მხარემ თავისი გამარჯვების შესახებ განაცხადა. დისპუტების მეორე სერია 1908 წელს გაიმართა, ამჯერად სექტა "ქრისტეს მოწაფეების" წარმომადგენელ ლ.ს. უაიტთან, რომელიც იმავე შედეგით დამთავრდა. "საგუშაგო კოშკის საზო-გადოება" რასელის გამარჯვებას უკეთებდა რეკლამას, ხოლო "ქრისტეს მოწაფეები" ამით სამართლიანად იყვნენ აღშფოთებულნი, რადგანაც მათი ოპონენტი რიგ დისკუსიებზე საერთოდ არ გამოცხადდა (15, 44-45). ჩ.ტ. რასელმა უფრო სკანდალურად გაითქვა სახელი "საოცარი ხორბლის" საქმის შემდეგ, რომელიც 1913 წელს მოხდა. საზოგადოების სალაროს შევსების მიზნით ჩ.ტ. რასელმა თავისი ჟურნალის ფურცლებიდან რეკლამა გაუკეთა "საოცარ ხორბალს", რომლის მოსავლიანობა, ღვთის განსაკუთრებული კურთხევით, ჩვეულებრივ ხორბალზე ვითომცდა ხუთჯერ მეტი იყო. ცხადია, შესაბამისად ამ ხორბლის თესლის ფასიც მნიშვნელოვნად მაღალი იყო. სანდომიანი ფერმერები მოძღვრის ანკესზე წამოეგნენ და თესლი შეიძინეს, მაგრამ მოსავალი ჩვეულებრივი აიღეს. გაზეთმა "ბრუკლინ დეილი იგლმა" ამის შესახებ ჩ. რასელის კარიკატურით სტატია გამოაქვეყნა, რაზედაც მან გაზეთს, მორალური ზარალისა-თვის ასი ათასი დოლარის კონპენსაციის მოთხოვნით, სასამართლოში უჩივლა. გაზეთის ადვოკატებმა მოწმეებად დაზარალებული ფერმერები გამოიყვანეს. სასამართლო პროცესის მსვლელობისას "საოცარი ხორბლის" შესახებ ფაქტები დამტკიცდა. რასელის სარჩელი აცილებულ იქნა, ხოლო თვითონ რასელი იძულებული გახდა თაღლითობისათვის დიდი ჯარიმა გადაეხადა და დაზარალებული ფერმერებისათვის ტყუილით მითვისებული ფული დაებრუნებინა. მოგვიანებით "ბრუკლინ დეილი იგლმა" სტატიების ციკლი გამოაქვეყნა, რომელიც "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" საეჭვო ფინანსურ მოღვაწეობას ეხებოდა, მაგრამ ჩ. რასელმა გაზეთს სასამართლოში აღარ უჩივლა. როგორც ჩანს, ინფორმაცია უტყუარი იყო (15, 45), 1912 წლის ივნისში ბაპტისტური საზოგადოების მოძღვარმა ჯ. როსიმ (ქ. ჰამილტონი, შტატი ონტარიო, კანადა) გამოაქვეყნა ბროშურა - "ფაქტები და კიდევ ფაქტები თვითმარქვია მოძღვარ ჩ.ტ. რასელზე" (Ross J. J. Some Facts and More Facts About Self - Styled "Pastor" Ch. T. Russel. Philadelphia. n. d.), რომელშიც წარმოადგინა მასალები მის მოღვაწეობაზე. ამ ბროშურაში განსა-კუთრებით განიხილებოდა რასელის, როგორც წმინდა წერილის მთარგმნელისა და კომენტატორის კომპეტენტურობის საკითხი. საქმე ის არის, რომ მთავარი "ბიბლიის მკვლევარი" თავის დოქტრინებს იმით განაზოგადებდა, რომ თითქოს მშვენივრად ფლობდა ბერძნულ და ძველ ებრაულ ენებს, რის გამოც შეეძლო უფრო ღრმად და ნათლად გაეგო ბიბლიური წიგნების აზრი. თავისი მიმდევრების წინაშე ღირსების დასაცავად რასელმა ისევ სასამართლოში იჩივლა. 1913 წლის მარტში საქმე იხილებოდა შტატ ონტარიოს უმაღლეს სასამართლოში. ჯ. როსის დამცველმა - ადვოკატმა სტაუტონმა ჩ. რასელს ჰკითხა, იცის თუ არა მან ბერძნული ენა (უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენებებს ბიბლიაზე ფიცის დადებით იძლეოდნენ). რასელმა დადებითად უპასუხა. მაშინ ადვოკატმა ამიოღო ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე და რასელს შესთავაზა ხმამაღლა წაეკითხა რომელიმე ტექსტი. რასელი დაიბნა. ბოლო აღმოჩნდა, რომ "ძველი ხელნაწერების მცოდნეს" არ სცოდნია ბერძნული ანბანის არცერთი ასო. ამავე სასამართლო სხდომაზე გადაწყვიტეს გაერკვიათ, რის საფუძველზე უწოდებდა ჩ. რასელი თავის თავს მოძღვარს. ადვოკატმა სტაუტონმა სრულიად კონკრეტულად ჩამოაყალიბა შეკითხვა: "საერთო კრების, ან ხალხის მიერ, როდის იყავით თქვენ ნაკურთხი ეპისკოპოსად, მღვდლად, პრესვიტერად?" რასელი, რომელიც ბერძნული ენის ექსპერიმენტის შემდეგ ტყუილი ჩვენებების მიცემაზე პასუხისმ-გებლობის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული, დიდხანს დუმდა. შემდეგ უპასუხა: "არასოდეს" (15, 48; 16, 227-228). 1914 წელი ახლოვდებოდა, რომელსაც "ბიბლიის მკვლევრები" ძალიან ელო-დებოდნენ. ჩ. რასელმა ფირფიტაზე ტექსტის სინქრონული ჩაწერით გადაიღო კინოფილმი "ქმნილების ფოტოდრამა". თუმცა ფილმს რეკლამაში "არასარწმუნოებრივს" უწოდებდნენ, იმ ზუსტად რასელის სწავლებას უწევდა პროპაგანდას. ფილმის სცენარი მაშინვე ცალკე წიგნად გამოიცა. ჩ. რასელის გამოთვლების თანახმად აი, უკვე საცაა საბრძოლველად უნდა შეკრებილიყვნენ ყოვლისმპყრობელი ღმერთის სამსჯავროზე (16, 14), რომლის ფინალი 1914 წლის ოქტომბერში "თანამედროვე მიწიერი ხელმძღვანელობის სრულ დამხობასა" და დედამიწაზე ღვთის ათასწლეული მეუფების დამყარებას გამოიწვევდა (Russel Ch. T. Studies in the Scriptures. Vol. II 1891 - P. 101. ციტ. 13, 73). 1914 წლის აგვისტოში ევროპაში დაიწყო I მსოფლიო ომი. რასელის მიმდევართა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ როდესაც შეპირებული ვადები გავიდა და ნათელი გახდა, რომ წინასწარმეტყველება არ გამართლდა, დაიწყო "საგუშაგო კოშკის საზოგადოებიდან" წევრების გასვლა. ხალხი დარწმუნდა, რომ რასელი არის ერთ-ერთი ცრუწინას-წარმეტყველი (მათე, 24, 24). 1914 წლის 1 ნოემბერს "საგუშაგო კოშკში" რასელი წერდა: "გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის - ეს არის გამოცდის დრო... თუ რაიმე მიზეზი ღვთისა და მისი ჭეშმარიტების უარყოფამდე მიგვიყვანს და ადამიანი შეწყვეტს ღვთიური საქმისათვის მსხვერპლის მიტანას, მაშინ ღვთისადმი ინტერესი გამოწვეული ყოფილა არა უბრალოდ ღვთის სიყვარულით, არამედ კიდევ სხვა რაღაცით" (სკ, 1. 05. 1994, გვ. 24-25). რასელის ზრუნვა მსხვერპლზე გასაგებია. საზოგადოებიდან მიმდევრების გასვლასთან ერთად "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" ფინანსური საქმეები მნიშვნელოვნად შეირყა. დადგა 1915 წელი. რასელი ამერიკაში ხეტიალობდა, რათა მისი შექმნილი ორგანიზაციის ნგრევა შეეჩერებინა. ის ამტკიცებდა, რომ მსოფლიოს დასასრულამდე სულ რამდენიმე წელი დარჩა და თავის ქადაგებებში ლაპარაკობდა 1918 წელზე, როგორც მეორედ მოსვლის თარიღზე. ჩარლზ ტეიზ რასელი ამ თარიღს ვერ მოესწრო. ის გარდაიცვალა 1916 წლის 32 ოქტომბერს, როდესაც ლოს-ანჯელესიდან საზოგადოების ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში ბრუნდებოდა. მენტა სტურგენმა, რომელიც მას მოგზაურობაში ახლდა, ვაგონის გამცი-ლებლებს დაუძახა, რათა მათ "დიდი ადამიანის სიკვდილი" ენახათ. კუპეში შესვლისას მათ ნახეს რასელის გვამი, რომელიც ზეწარში იყო გახვეული. მათი სიტყვით "მისი სახე ღამეზე შავი იყო" (15, 50). როგორ აფასებდნენ ჩ.ტ. რასელის მოღვაწეობას მისი თანამედროვე მიმდე-ვრები? ძალიან გადაჭარბებულად. ისინი წერდნენ: "... არ შეიძლება რაიმე ეჭვი გვქონდეს, რომ ძმა რასელისა და მისი თანამშრომლების მცდელობას ხელძღვანელობდა იეღოვას წმინდა სული" (სკ. 15. 05. 1995, გვ. 17). თუ ჩ.ტ. რასელის ცხოვრება განსაზღვრული იყო იეღოვას სულით, მაშინ, როგორც ჩანს, ამ სახელის უკან ნამდვილად იმალებოდა რომელიღაც სხვა სული და არამც და არამც წმინდა. (გაგრძელება იქნება...)
მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი
(1) ამჟამად ეს ქალაქი აღარ არსებობს, პიტსბურგს შეუერთდა, რო-მლის გარეუბანიც იყო. (2) პრესვიტერიანობა - კალვინიზმის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმაა, პრესვიტარიანელები უარყოფენ ჯვრის გამოსახულებას, ლიტურგიას, კითხულობენ მხოლოდ საკუთარ ლოცვებს. პრესვიტერს საზო-გადოების წევრები ირჩევენ. ადგილობრივი საზოგადოებები გა-ერთიანებულია საოლქო და სახელმწიფო კავშირებში. (3) კონგრეგაციონალიზმი - კალვინიზმის ერთ-ერთი ფორმაა. მისი თავისებურება ის არის, რომ სარწმუნოების საკითხებში ცალკეული კონგრეგაცია (საზოგადოება) აღიარებს მხოლოდ თავის ავტორიტეტს. (4) ახალგაზრდა ქრისტიანული ასოციაცია (YMKA). (5) ადვენტისტების სექტა დაარსდა 1833 წელს აშშ-ში უ. მილერის მიერ, რომელიც 1943 წლისათვის სამყაროს დასასრულს ქადაგებდა. როდესაც წინასწარმეტყველება არ ასრულდა, გამოცხადდა, რომ მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღია 1944 წელი. მორიგი მარცხის შემდეგ სექტა რამდენიმე ჯგუფად გაიყო, რომელთაგან ზოგიერთმა "ბიბლიური გამოთვლები" შეწყვიტა, სხვები კი "აზუსტებდნენ", რომ სამყაროს დასასრული 1874 წელს მოხდებოდა. (6) როგორც ჩანს, "მეორე ადვენტისტები" - "ადვენტისტების მეშვიდე დღის" ერთ-ერთი ჯგუფის ადგილობრივი დასახელებაა, რომელიც უარყოფს წმინდა სამებას, საიქიო ცხოვრებას, სულის არსებობას და ა.შ. (7) წინასწარი განსაზღვრა (ბედისწერა, დანიშნულება) - კალვინიზმის ერთ-ერთი ძირითადი დოქტრინაა, რომლის მიხედვით ხალხის ერთი ნაწილი თავიდანვე გადარჩენისათვის არის განსაზღვრული, მეორე ნაწილი კი - მუდმივი ტანჯვისათვის. (8) როგორც ჩანს, ნ. ბარბოუერი განეკუთვნება ადვენტისტების და-ჯგუფებას, რომელმაც ქვეყნის დასასრული 1844 წლიდან გადასწია 1874 წლისათვის, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ის "უხილავად" მოხდა. (9) 1909 წელს ჟურნალის დასახელებიდან ამოიღეს სიტყვა "სიონის". 1939 წელს სიტყვები "ქრისტეს დასწრება" შეცვალეს სიტყვებით "ქრისტეს მეუფება", ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალმა მიიღო ახლანდელი სახელწოდება "საგუშაგო კოშკი იუწყება იეღოვას მეუფებას". იხ. Jehova's Witnesses in the Divine Purpose, Brooklyn WTB&TS 1959 - P. 22 note "m" (16, 225). (10) ინფორმაცია ჯ. რუტერფორდის ოჯახის წევრების შესახებ პრა-ქტიკულად არ არსებობს. 1960 წლის 30 ნოემბრის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" წერილში აღნიშნულია შემდეგი: "ძმა რუტერფორდს ჰყავდა მეუღლე, თუმცა ის ინვალიდი იყო და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. ამ მიზეზით ბი-ოგრაფიულ მასალებში მასზე ინფორმაცია არ არის. ძმა რუტერფორდი ძირითადად ცხოვრობდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეუღლეს სჯეროდა ჭეშმარიტებისა, მის ვაჟს კი - არა" (15, 53). (11) ჯ. რუტერფორდმა, როგორც ჩანს, გვერდი აუარა იესოს სიტყვებს "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10, 18) და წინასწარმეტყველ ესაიას მტკიცებას "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა!" (იხ. 14, 12). ბიბლიის მიხედვით ეს ადამიანის შეცოდებამდე მოხდა (შესაქმე 3). (12) არმაგედონი არის იმ ადგილის დასახელება, სადაც მოხდება ღმერთთან ანტიქრისტეს და მიწიერი მეფეების საბოლოო ესქა-ტოლოგიური ბრძოლა (გამოცხ. 16, 16). იეღოვას მოწმეებისათვის ეს სიტყვა ნიშნავს თვითონ ბრძოლას და მოვლენებს, რომლებსაც მოჰყვება მიცვალებულთა აღდგომა და ღვთის სამსჯავრო. (13) კალვინისტების მთავარი ჯგუფის ოფიციალური დასახელება. (14) იეღოვას მოწმეების წარმოდგენით კაცობრიობას დედამიწაზე არ-სებობისათვის მიცემული აქვს 6000 წელი, რის შემდეგაც დადგება არმაგედონი. ამიტომ "ბიბლიის მკვლევრები" ცდილობდნენ დაედ-გინათ ადამის შექმნის თარიღი. ამ თარიღიდან გამომდინარე შემდგომში ასახელებდნენ არმაგედონის წელს. (15) წიგნის გამოცემის თარიღი წინასწარ იყო განსაზღვრული კონ-გრესის მესამე დღეს, რის საფუძველზედაც შეიტანეს ცხრილში. (16) აქ იგულისხმება "სულიერი ისრაელი", ე.ი. "საგუშაგო კოშკის საზოგადოება" და მისი წევრები. (17) ვ. შნელი გერმანიაში დაიბადა. 1921 წელს ბიბლიის მკვლევრე-ბთან ერთად მოინათლა. აქტიური მუშაობისათვის იგი ბრუკლინში მიიწვიეს, სადაც 1927 წლიდან 1954 წლამდე პასუხსაგებ თანამდე-ბობაზე იმყოფებოდა. ხანგრძლივი სულიერი ძიებების შედეგად შემდგომში დატოვა საზოგადოება და 1959 წელს გამოსცა ავტო-ბიოგრაფიული წიგნი - "13 წელი - საგუშაგო კოშკის მონობაში" (იხ. 12, 32). (18) 2014 წელს იეღოვას მოწმეების წარმოდგენით სრულდება 100 წელი "ქრისტეს უხილავი მოსვლის" მომენტიდან. ასევე მხედვე-ლობაში უნდა მივიღოთ "სულით ცხებულთა" შემცირების ტემპები (თუ ფალსიფიცირებული არ არის). თუ ჩავთვლით, რომ 10 წლის განმავლობაში კვდება 1000 "ცხებული" (იხ. ცხრილი "ნარჩენი"), მაშინ ამჟამინდელი მათი რაოდენობა - 8681 შემცირდება და 10-15 წლის შემდეგ რამდენიმე ათეული უხუცესი დარჩება. (19) იგულისხმება რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა, შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. მაგრამ ამ სვეტის მაჩვენებლების უმეტესი ნაწილი, ჩემი აზრით, პირველ სამ სახელმწიფოზე ვრცელდება. (20) ანგარიშში არის ეს ციფრი. შესაძლებელია, აქ "საგუშაგო კოშკის შეცდომა იყოს".
უკან დაბრუნება |