მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №12 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №12 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)8-10-2015, 00:03 |
ჩვენ, საღმრთო მადლით განათლებულნი ვაღიარებთ, რომ წარმა-ვალი მწუხარებები ღმრთის დიდი ნიჭია, რომელიც ეძლევა უფლის რჩეულ მონებს, საკუთარი ნეტარებისათვის გამზადებულებს. ამიტომ საკუთარ თავსაც და იმათაც, ვისთანაც ქრისტესმიერი სიყვარული გვაკავშირებს, თავსდატეხილი მწუხარებების ჟამს მოციქულის სიტყვებით ვამხნევებთ: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა <სხვადასხვა>” (იაკ. 1,2). ღირსი მარკოზ მოღვაწე გვირჩევს, რომ მწუხარებების შემოტევისას ის კი არ ვეძებოთ, საიდან და ვისგან მოგვევლინა მწუხარება, არამედ ვეცადოთ მადლობით დავითმინოთ იგი. წმ. იოანე სინელი წერს: „ვინც უარყოფს რაიმე აკრძალვას, სწორია იგი თუ არასწორი, ის საკუთარ ცხონებას უარყოფს.” წმ. მამები კიდევ ამასაც ამბობენ: ის, ვისაც სწამს, რომ თითოეული კაცის ცხოვრება ღმერთის განგების ხელშია, ყოველ განსაცდელს თავისად მიიღებს, რადგან ღმერთის განგება შეუძლებელია იყოს მცდარი ან უსამართლო. კარგად დაუკვირდი შენს თავს და მიხვდები, რა გაშფოთებს: კაცობრივი და უფრო ეშმაკისაგან მომავალი თავისმართლება, რომელიც ცდილობს საკუთარი ჯვარის უარყოფა ჩაგაგონოს. შენ კი უთხარი ამ თავის-მართლებას: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა” (მთ. 16,33). ქრისტეს მივდევ ჯვარის გზაზე და ყველა ცილისწამებას, დაცინვას, საერთოდ, ყოველივე მძიმესა და უსიამოვნოს ვღებულობ, როგორც საკუთარს, როგორც ნიჭს ღმრთისას, რომელსაც იგი თავისი მოწყალებისაებრ მომივლენს. ამინ. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული"
უკან დაბრუნება |