მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №11 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №11 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


6-10-2015, 00:00

 

 

   უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც თავის რჩეულებს მისი მოძღვ-რებიდან გამომავალი წმინდა მშვიდობით ასაზრდოებს და ამ მშვიდობის წყალობით ამა სოფლის ყველა ჭირზე მაღლა აყენებს, დაე მიმადლოს თავის ასულს წმინდა მშვიდობა, განმამტკიცებელი და განმანათლებელი. ამას გისურვებ და მალე მიაღწევ კიდეც, თუკი შენს თავს მთლიანად ღმრთის ნებას მიანდობ. რაც შეეხება ხორციელ საზრდელს, მთელი გულით ამაზე ფიქრს ნუ მიეცემი, რამეთუ ამგვარმა ზრუნვამ შესაძლოა ღმერთი დაგავიწყოს. თუმცა არც ამ უძლურების უყურადღებოდ დატოვება ივარგებს. წმ. კასიანე რო-მაელი თავის სიტყვაში „განსჯისათვის" ამბობს: „ერთნაირად მავნეა ორივე უკიდურესობა: მეტისმეტი მარხვაცა და მუცელღორობაც, უზომო მღვიძარებაცა და ძილით გაძღომაც, და საერთოდ, ყო-ველგვარი გადაჭარბება. ისეთებიც მინახავს, ნაყოვანებამ რომ ვერაფერი დააკლო და მეტისმეტმა მარხვამ კი დასცა." წმ. მამების ამგვარი მსჯელობის საფუძველზე გირჩევ, მიხედო კუჭის ავადმ-ყოფობას. თევზის წვნიანიც ჭამე, რძეც დალიე და სხვაც ყველაფერი, რაც საჭიროა, ოღონდ ეს საშუალებები მიიღე, როგორც წამალი და არა როგორც რაღაც პირის ჩასატკბარუნებელი. „ვნების მოკვლა გვისწა-ვლია და არა ხორცისა," უთხრა პიმენ დიდმა ერთ-ერთ ძმას, რომელმაც დაინახა, რომ ღმრთის ეს დიდი სათნომყოფელი ფეხს იბანდა. კურთხევა ღმრთისა იყოს შენზედა. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 



უკან დაბრუნება