მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №10 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №10 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


4-10-2015, 00:02

 

 

   მივიღე თქვენი წერილი და მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც გაგიღოთ გულის ყური საუკუნო ცხოვრების სიტყვების მისაღებად, იმ სიტყვებისა, სული წმიდამ რომ გადმოგვცა თავის რჩეულ ჭურთა - წმ. მამათა მეშვეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი რჩევის გზა, რომელსაც წმ. მონაზვნები ადგენენ, და ჯერ ვნებებისაგან განწმენდას აღწევდნენ, მერე კი მადლისმიერი ნიჭების ღირსნიც ხდებოდნენ. „ხოლო ვაი მას, ვინც მარტოა," თქვა წმ. იოანე ოქროპირმა (თავის მხრივ, იგი ეკლესიასტეს დაესესხა). ბეთსაიდელი განრღვე-ული, თუმცა სხვა მრავალ ავადმყოფს შორის იწვა, მაინც თავის მარტოობას უჩიოდა - „კაცი არა მყავსო." ამ კაცის მდგომარეობას ჰგავს იმ ბერმონაზონთა ყოფაც, ხალხმრავალ მონასტრებში რომ ცხოვრობენ, მაგრამ სულიერი განსაცდელების ჟამს ვერავისთვის მიუმართავთ რჩევის საკითხავად. რჩევის მიცემა კი მხოლოდ მას ძალუძს, ვისაც თვითონ ჰქონია ურთიერთობა გამოცდილ მამასთან და სულიერ სალმობათა კურნება მიუღია. ამას ამბობს ღირსი კასიანე რომაელი, რომელმაც ეს დიდი ეგვიპტელი მამებისგან ისწავლა. ამიტომ კარგი იქნება ამბა დოროთეს დარიგებებს ჩაუღრმავდეთ - მან შესანიშნავად აღწერა ეს გზა და დაამტკიცა, რომ ყველა წმ. მამა ამ გზით მიდიოდა, და რომ სხვაგვარად სულის ცხონება ძალიან გაჭირდება. კითხვას თან დაურთეთ შინაგანი ლოცვა უფალ იესო ქრისტეს მიმართ, რათა სიცრუის გზას აგარიდოთ და გიჩვენოთ გზა, რომლითაც უნდა იაროთ. კარგად რომ გაეცნობით ამ წიგნს და მის სულს ჩასწვდებით (ვინც კარზე აკაკუნებს და ითხოვს, იმას ღმერთი აძლევს გულ-ისხმისყოფას), მერე კარგი იქნება აქაც ჩამოხვიდეთ. როდესაც ღმერთი ინებებს და ჩამოხვალთ, მაშინ ის მცირედი, რაც რამდენიმე სიტყვით გადმოგეცით, უფრო დაწვრილებითაც შეიძლება აგიხსნათ. თუ ღმერთი ჩემი ცოდვილი სიტყვის მორჩილებას გადებთ გულზე, მაშინ მეც, ღმერთისავე იმედით, რომელიც განაბრძნობს ჩვილებს, არ ვიტყვი უარს ამ სამსახურზე, მით უმეტეს, რომ მევალება კიდეც იგი. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 



უკან დაბრუნება