მთავარი > ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > რა არის ეკუმენიზმი - წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)

რა არის ეკუმენიზმი - წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)


7-10-2015, 00:03

 

 


 

 

  

   კითხვა: შეგიძლიათ დაგვიდგინოთ ეკუმენიზმის საზღვრები? ვინა-იდან ხშირად ამბობენ, რომ ვინც მონაწილეობას იღებს დიალოგში, არის ეკუმენისტი.

   პასუხი: ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუ-მენურ (მსოფლიო, საყოველთაო - მთარგ.) ხასიათზე და „ეკუ-მენიზმზე", რომელიც დღეს წარმოადგენს მართლმადიდებლობის ეკუმენური სულის გამოხატულების ერთ მცდარ გზას. ასე შეიძლება განმარტონ ეკუმენისტებმა თავიანთი აქტიური თანამონაწილეობა ამ სახის ეკუმენიზმში ანუ ისეთ ეკუმენიზმში, რომელიც წარიმართება სინკრეტული (შემრიგებლური) სულით, სარწმუნეობრივ საკითხებში დათმობით, უმცირესი დოგმატური შეთანხმების (დოგმატური მინიმალიზმის) დაშვებით, რასაც მოჰყვება დოგმატების შეჯერება იქ, სადაც შეუძლებელია არსებობდეს საერთო რწმენა და თანხმობა; არაპირდაპირი და პირდაპირი უარყოფა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა, რომელსაც სდევს ხანდახან ლიტურგიკული ხასიათის და, საუბედუროდ, დროდადრო საერთო რელიგიური ხასიათის თანალოცვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედება წმიდა კანონებითაა აკრძალული და ისჯება ეპიტიმიით.

  ეს „ეკუმენიზმი" აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას.

   ამრიგად, ეკუმენიზმი და დიალოგები, რომლებიც ესწრაფიან საე-რთო თანხმობას ორმხრივი დათმობებით და კომპრომისებით, არ შეიძლება იქნას შეწყნარებული.

   ნეტარმა მამა პაისიმ ერთხელ მომწერა: „დოგმატები ვერ ეტევა ემს-ში". აქვე მინდოდა შემეხსენებინა ნეტარი მამა გიორგი ფლოროვსკის სიტყვები: „როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრსა და მღვდელს მწამს, რომ ეკლესია, რომლის წიაღშიც მოვინათლე და აღვიზარდე, არის ეკლესია, ჭეშმარიტი ეკლესია, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია და ეს მწამს მრავალი მიზეზის გამო: პირადი რწმენისა და სულის შინაგანი მტკიცების გამო, რომელიც სუნთქავს ეკლესიის საიდუმლოებებში; მწამს იმდენად, რამდენადაც შესა-ძლებელია შევიცნო წმიდა წერილიდან და ეკლესიის საერთო გადმოცემიდან. ამრიგად, მე იძულებული ვარ განვიხილო ყველა სხვა ქრისტიანული ეკლესია, როგორც ნაკლული და აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია განვსაზღვრო სხვა ეკლესიების ეს ნაკლუ-ლოვანება. სწორედ ამის გამო, ჩემთვის ქრისტიანთა გაერთიანება ნიშნავს მართლმადიდებლობაში საყოველთაო დაბრუნებას. აბსოლუ-ტურად არა მაქვს რაიმე აღმსარებლობითი დაჯერებულობა, ჩემი დაჯერებულობა ეკუთვნის მხოლოდ Una Sancta-ს1 („მართლმა-დიდებლური ღვთისმეტყველების თემები," ათენი, 1973, გვ. 219). მხოლოდ ამ სულით შეიძლება იყოს გამართლებული მართლ-მადიდებელთა თანამონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში. (გაგრძ-ელება იქნება...)

 

 

1Una Sancta (ლათ.) – „ერთი წმიდა" - მთარგ.

 

 

 

 

წიგნიდან „ეკუმენიზმი და ეკუმენური მართლმადიდებლობა"  



უკან დაბრუნება