მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა არის ეკუმენური* და არა ეკუმენისტური - წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)
მართლმადიდებლობა არის ეკუმენური* და არა ეკუმენისტური - წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)30-06-2015, 00:08 |
კითხვა: ბევრი თეოლოგი ხაზს უსვამს მართლმადიდებლობის ეკუ-მენურობას. თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენს ეპოქაში დადგა მართლმადიდებლობის გათიშულობიდან გამოსვლის დრო? პასუხი: მართლმადიდებელი ეკლესია ურყევად არის ეკუმენური. თუმცა სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს „ეკუმენური" და „ეკუმენისტური". მართლმადიდებელი ეკლესია არის ეკუმენური იმიტომ, რომ არ არ-ის ეკუმენისტური, და რჩება ეკუმენურად, რამდენადაც არ დგამს არასწორ ნაბიჯს ეკუმენისტურ განსაცდელში. ეკუმენიზმი წარმოად-გენს სულიერი მერყეობისა და მიუსაფარობის გამოხატულებას, რომელიც საერთო სიბრტყეში ეძებს საყრდენს. ეკლესიის ეკუმენუ-რობა მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსეს გულისხმობს, გამო-რიცხავს დანაწევრებასა და დაყოფასთან შეგუების შესაძლებლობას. მაშასადამე, ვინაიდან ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმე-ნურია ანუ მსოფლიო და საყოველთაო, მთელ მსოფლიოს ჭირდება, რომ მან შეინრჩუნოს ეს საყოველთაობა. იგი მოვალეა იყოს ეკუმენური და არ გადაუხვიოს ეკუმენიზმისკენ, რათა დაიცვას თავისი უტყუარობა და ამით დაეხმაროს მთელ მსოფლიოს. კითხვა: თქვენი აზრით, როგორ ვლინდება ეკუმენიზმი და სხვა მსგავსი მოვლენები ეკლესიაში? პასუხი: დასანანია, მაგრამ ასეთი შემთხვევები ბევრია როგორც ეკ-ლესიაში, ასევე სხვა რელიგიურ მიმდინარეობებში. დღეს, რა თქმა უნდა, საინფორმაციო საშუალებების ფართო გამოყენებით ასეთი შემთხვევები წინ უსწრებენ მსოფლიო განხეთქილებას და აახლოვებენ ამ პროცესებთან ყველაზე შორეულ რაიონებში მცხოვრებთაც კი. კეთილსინდისიერ მართლმადიდებლებში, რომლებიც ერთგულნი არიან „ერთ გზის მოცემულისა მისთვის წმიდათა სარწმუნოებისა" (იუდა 1,3), ეს გამოვლინებები აღშფოთებასა და მწუხარებას იწვევს; და ვინაიდან ეკლესია თავის წიაღში ნებას რთავს და იტანს ასეთი გამოვლინებების არსებობას, მათში ჭეშმარიტი ეკლესიიდან გასვლის სურვილი ჩნდება. შედეგად, იზრდება სხვადასხვა ზილოტ-ურ1 დაჯგუფებათა რიცხვი, რის გამოც უფრო მეტად იშლება ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. მათში, ვისაც მხოლოდ ქვია ქრისტიანი, მათი დოგმატური სინდისის შემდგომ მოდუნებას იწვევს; ისინი უფრო გულგრილი ხდებიან მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ცხოვრების მიმართ, თუკი ყველა რელიგია ერთია. ასევე აქეზებს მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის მართლმადიდებლური სარწმუნოება, სულიერ ძიებაში იმყოფება და პასუხს სხვადასხვა ერესებსა და რელიგიებში ეძებს. ცნობილია, რომ დღეს საბერძნეთში არსებობს 500-ზე მეტი ასეთი მიმდინარეობა და რომ მათი წევრი გახდა მრავალი მართლმადიდებელი. აღარაფერს ვიტყვი აღმოსავლური ტიპის რელი-გიურ დაჯგუფებაზე და მხოლოდ ელადის ორმოცდაათიანელების შესახებ მოგახსენებთ. ათენში ორმოცდაათიანელების ერთ-ერთი ჯგუფის დარბაზში იკრიბება 500-600 მართლმადიდებელი ან ყოფილი მართლმადიდებელი, მათ ლოცვებსა და ფსევდოთერაპიაში მონაწი-ლეობის მისაღებად. როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა მოძღვრებმა ამ შეცდენილ მართლმადიდებლებს, როცა მართლმა-დიდებელი იერარქები თავად მონაწილეობენ ლოცვებში არა მარტო სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებთან, არამედ ყველა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთადაც კი. იმას, რომ არსებობს სერიოზული სამოძღვრო პრობლემა, ამტკიცებს ათენის სასულიერო სკოლის ცნობილი პროფესორის პუბლიკაცია გაზეთში „ელევთეროტიპია" (თავისუფალი პრესა, 25.10.1995) სათაუ-რით „ეკუმენური ახალი საღმრთო ლიტურგია", რომელიც ჩატარდა სირიის კათოლიკეთა მიტროპოლიაში. ამ „ლიტურგიის" დროს გალობდნენ მართლმადიდებლები, ასამაღლებლებს ამბობდნენ კათო-ლიკეები, მწირველი იყო სირიის კათოლიკე ეპისკოპოსი. მისი ხელიდან ეზიარნენ მართლმადიდებლებიც და პროტესტანტებიც. ჩვენს თემასთან დაკავშირებით ერთი საყურადღებო ნაწყვეტი მინდა წაგიკითხოთ: „მოწიწებით გაიარეს ტინოს ღვთისმშობლის ხატის წინ. ბევრმა აან-თო სანთლები: მართლმადიდებლებმა, კათოლიკეებმა, პროტესტან-ტებმა, მუსულმანებმა, ბუდისტებმა, სინტოისტებმა, აშკარა ათეის-ტებმაც კი. მკრეხელური ცნობისმოყვარეობის გამო თვალებით მოვიძიე ჩვენი თანამოძმეები თურქეთიდან. ისინი იდგნენ კრძალვით საკურთხევლის წინ. სინანული, რომელიც სუფევდა ტაძარში, იყო „ხიდი წიაღმყუანებელი ქუეყანისათა ცად მიმართ", მიუხედავად იმისა, რომ ერთი უყურებს ქრისტეს, მეორე - მუჰამედს, მის გვერდით მდგომი - ბუდას და ა.შ. წმიდა ტაძარი საზღვრებისა და წინასწარშექმნილი აღმსარებლობათა შეუწყნარებლობის გარეშე იქცა თითოეულისთვის საკუთარ ღმერთ-თან ურთიერთობის ადგილად. ასეთივე გრძნობა დამეუფლა სამი წლის წინ ღვთაება კანონის შთა-მბეჭდავი, მოოქროვილი ქანდაკების წინაშე მდგომს, კიოტოს ამავე სახელწოდების მქონე ბუდისტურ ტაძარში. არავინ იყო გაოცებული იმით, თუ როგორ იდგნენ კანონის ქანდაკების წინ არამარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც. ვაკმევდით იმ საკმეველს, რომელიც იკმევა დასავლეთის ქრისტიანულ ტაძრებში. ყველას გვენთო ერთნაირი სანთლები და ამ წმიდა ადგილზე ყველას ჰქონდა ნაპოვნი საკუთარ ღმერთთან მისაახლოებელი ხიდი". ჩემი პასუხის დასასრულს მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მსგავსი გამოვლინებებით სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს ვუტოვებთ იმის შეგრძნებას, რომ არა აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა ქრისტიანი და რომ ცხონების შესაძლებლობას ყველა რელიგია იძლევა. ამის შემდეგ როგორღა დაიწყებს ქრისტეში ხსნის ძებნას სხვა რელიგიის მიმდევარი ან რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ქრის-ტიანული, მართლმადიდებლური ეკლესიის სამოციქულო ტრადი-ციას მისთვის?
*ეკუმენური (ბერძ.) - საყოველთაო, მსოფლიო - მთარგ. 1ზილოტი (ბერძ.) - მოშურნე. ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფ პირთა ჯგუფები, რომელთაც გადაუხვიეს „სამეუფო გზიდან" და თავს ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად თვლიან. - მთარგ.
წიგნიდან „ეკუმენიზმი და ეკუმენური მართლმადიდებლობა" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |