მთავარი > ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > რომის მიერ წარმოებული საერთორელიგიური ლოცვით პაპი თავისი გეგმის წინ წამოწევას ცდილობს (შეხვედრა მამა გიორგისთან)

რომის მიერ წარმოებული საერთორელიგიური ლოცვით პაპი თავისი გეგმის წინ წამოწევას ცდილობს (შეხვედრა მამა გიორგისთან)


16-09-2015, 10:57

რომის მიერ წარმოებული საერთორელიგიური ლოცვით პაპი თავისი გეგმის წინ წამოწევას ცდილობს (შეხვედრა მამა გიორგისთან)

 

 

   გვაშფოთებს საკითხი ჩვენი მართლმადიდებლობის უცთომელობი-სა. მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილის ქცევა მართლმადიდე-ბელი ეკლესიის პოზიციის გამოხატულებაა, თუ ამახინჯებს მას? პასუხი ამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე ვეძიეთ ცნობილ საეკლესიო პირებთან ელადის სივრცეში. ახლა კი გთავაზობთ შეხვედრას ღირს ათონელ იღუმენთან, წმიდა გრიგოლის მონასტრის1 წინამძღვართან არქიმანდრიტ გიორგი კაფსანთან.

   მამა გიორგი არის ღირსეული და ანგარიშგასაწევი ღვთისმეტყველი, ფლობს მდიდარ სამოძღვრო გამოცდილებას, აცნობიერებს ეკლესიურ პასუხისმგებლობას, პირადად იცნობს დასავლურ ქრისტიანობას, ვინაიდან თვითონ სწავლობდა ამერიკაში. გარდა ამისა, მას შეუძლია გადმოგვცეს მთაწმინდელთა2 ავტორიტეტული აზრი ამ თემის შესა-ხებ.

   კითხვა: წმიდა იღუმენო, როგორია თქვენი აზრი იმ მოძრაობის შესა-ხებ, რომელიც მიზნად რელიგიათა დაახლოვებასა და ამ მოძრაობაში მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლობასა და თანამონა-წილეობის მიღწევას ისახავს?

  პასუხი: თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს მოძრაობა რომის კათოლ-იკეთა მიერ წარიმართებოდა. იგი სათავეს იღებს ასიზში და მთავრდება რომში. როგორც ჩანს, პაპის მცდელობაა თავი არა მხოლოდ ყველა ქრისტიანთა, არამედ ყველა რელიგიათა ბელადად წარმოადგინოს. ამ ვარაუდს ამტკიცებს ვატიკანის სხვა მცდელობებიც წარმოაჩინოს პაპის უპირატესი ადგილი როგორც ვატიკანის ქვეშევრდომ ქრისტიანთა მოლაპარაკებებში, ასევე ქრისტიანთა იმ მოლაპარაკებებში, რომლებიც იმართება ისრაელთან წმიდა ადგილებში დამყარებული წესის შესახებ. ნათელია, რომ პაპი ცდილობს საკუთარ თავზე აიღოს გაერთიანებული ევროპის სულიერი ხელმძღვანელობა. ამასთან არ ესწრაფვის ყველა ქრისტიანულ „ეკლესიათა და აღმსარებლობათა" თავისი ეკლესიური იურისდიქ-ციისთვის დაქვემდებარებას (რაც შეუძლებელია მოხდეს დღეს), თუმცა კი ცდილობს დაიმკვიდროს პირველი მამის ადგილი რელიგიურად ერთიან, პლურალურ ევროპაში.

   ამ მხრივ საყურადღებოა განცხადებები, რომლებიც გააკეთეს გაერ-თიანებული ევროპის ლიდერებმა ჟაკ სანტერმა და რომანო პროდიმ, სადაც ლაპარაკია „მოქალაქეთა საზოგადოებისა და რელიგიათა თანამშრომლობის საერთო გეგმისა" და ახალი ევროპის იდეალების ხორცშესხმის შესახებ „როგორც პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ მიმართულებებში".

   ვატიკანი ცდილობს ყოველი შემთხვევა თავის სასარგებლოდ გამო-იყენოს: უნია - გაერთიანება მართლმადიდებელ და სხვა აღმოსავლელ ქრისტიანებთან (არაქალკედონიტ3 მონოფიზიტებთან); დიალოგი მართლმადიდებლებთან, რომლის დროსაც ეცდება მართლმადი-დებლების მხრიდან მოხდეს რომის კათოლიკური ეკლესიის აღიარება ძმურ ეკლესიად, რომელსაც ჭეშმარიტი საიდუმლო, სამოციქულო აღმსარებლობა და მემკვიდრეობა აქვს. საბოლოოდ, ვატიკანი რელიგიათაშორის შეკრებებზე მშვიდობის ნიღბით სულიერ ლიდე-რობას, მამობრივ ბატონობასა და საერთორელიგიურ სივრცეში საკუთარი თავის წინ წამოწევას ცდილობს. რომი თვლის, რომ დასავლეთ ევროპის ქრისტიანობის პოპულარიზაციით რომის კათოლიციზმს შეუძლია ეკლესიური ჩარჩოების გარღვევა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება იდეოლოგიის საერთორელიგიური ტიპი ქრისტიანული ელფერით. იგი იღწვის გაუსწროს მოვლენებს და იქცეს ევროპის ახალ პოლიტიკურ-რელიგიურ სათავედ. ეს მდგომარეობა ეთანხმება ვატიკანის თეოლოგიურ შეხედულებას, რომლის მიხე-დვითაც „თუკი რაიმე კარგი არსებობს რომის კათოლიკური ეკლეესიის გარეთ", ძალას მისგან იღებს.

   კითხვა: ხომ არ თვლით, რომ ამ მოძრაობაში მართლმადიდებლების მონაწილეობა იმისთვისაა წინასწარ განზრახული, რომ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მოვლენების განვითარების მონოპოლიზაცია ვერ მოახერხოს?

   პასუხი: ზოგადად ეკლესია, განსაკუთრებით კი ჩვენი მართლმადი-დებელი ეკლესია, არ არის პოლიტიკური ან იდეოლოგიური სისტემა. მას არასოდეს შეიწყვეტია იმის მტკიცება, რომ წარმოადგენს ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას - გადარჩენის ერთადერთ საიმედო გზას. ამრიგად, მსგავსი ზრახვები ყოვლად გაუგებარია. ჩვენი უმწიკვლო სარწმუნოება იბღალება, როდესაც ცდილობენ მის ამგვარი მიზნებით გამოყენებას. მართლმადიდებელმა წინამძღოლებმა იქ ყოფნით მათ მხარი არ უნდა დაუჭირონ.

  კითხვა: თქვენ, როგორც მართლმადიდებელი მღვდელმსახური და ეკლესიური სიმართლის მცოდნე, როგორ უყურებთ თანალოცვას სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად? სჯულის კანონისა და ჩვენი ეკლესიის გარდამოცემის მიერ დაშვებულია ეს?

  პასუხი: ის, რასაც თქვენ თანალოცვას უწოდებთ, არ არის თანა-ლოცვა იმ მნიშვნელობით, როგორიცაა ყველას მონაწილეობა ერთობ-ლივ ლოცვაში, ვინაიდან თითოეული რელიგიის წარმომადგენელი რიგრიგობით ლოცულობს თავისი ღმერთის მიმართ. თანალოცვაა, როდესაც მართლმადიდებელი იერარქი ლოცულობს რომის კათო-ლიკეებსა და სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს თანალოცვა აკრძალულია სჯულის კანონის მიერ სერიოზული ეკლესიოლოგიური მიზეზით. მაგრამ ერთსა და იმავე ადგილზე ერთი და იმავე მიზნით სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლების მიერ თანმიმდევრული ლოცვაც არ შეიძლება იყოს მოწონებული და მიღებული მართლმადიდებლური ქრისტიანუ-ლი სინდისის მიერ მრავალი მიზეზის გამო:

   ვინაიდან ღმერთები, რომელთა მიმართაც ლოცულობენ სხვა რელი-გიების წარმომადგენლები, არიან ცრუღმერთები. დავით წინასწარ-მეტყველი ამბობს: „რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფს. 95.5), და კვლავ: „ყურ ასხენ და არა ესმის" (ფს. 113.13). მაგალითად, ინდიუსტებს წამთ მრავალღმერთიანობა. სინტოისტებს წამთ წინაპართა სულების და შემოქმედზე მეტად ქმნილებებს სცემენ თაყვანს (მზეს, მთვარეს და ა.შ.). ბუდისტებს წამთ უპიროვნო ღმერთი. იუდეველები და მუსულმანები ერთპიროვან ღმერთს ეთაყვანებიან და ღვთისგმობად მიიჩნევენ სამპიროვანი ღმერთის თაყვანისცემასა და ქრისტეს ღვთაებრიობის აღიარებას.

   როგორ შეგვიძლია ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს თანამო-ნაწილეობა ისეთ ლოცვებში, სადაც არ ეძლევა მნიშვნელობა ვის მიმართ ლოცულობ, საკმარისია ილოცო რომელიმე ღმერთის მიმართ? ასეთი გამოვლინებები გვახსენებს „ახალ ეპოქას", სინკრეტულ,მასონურ სულს და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სჯულის კანონს, არამედ ძველ და ახალ აღთქმასაც.

   ილია წინასწარმეტყველი ან რომელიმე სხვა წინასწარმეტყველი და-უშვებდა თანამონაწილეობას მსგავს გამოვლინებებში? ცნობილია, რომ წინასწარმეტყველებმა იქადაგეს შეუპოვარი ბრძოლა ყველა სახის რელიგიურ სინკრეტიზმთან, რის გამოც მათი უმრავლესობა იდევ-ნებოდა და აღესრულა კიდეც ამ ბრძოლაში. დაუშვებდნენ წმიდა მოციქულები და ჩვენი სარწმუნოებისთვის წამებულნი მსგავს თანამონაწილეობას? ჩვენ როგორღა ვბედავთ ვიმოქმედოთ წინას-წარმეტყველთა, მოციქულთა, მოწამეთა და წმიდა მამათა საწი-ნააღმდეგოდ? (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

1მონასტერი დაარსებულია ათონის მთაზე XIV საუკუნეში. მისი და-მაარსებელი მონასტერში დაცული მანუსკრიპტის მიხედვით ღირსი მამა გრიგოლ სინელია (1345 წ.) - მთარგ.

2მთაწმინდელებში ყოველთვის იგულისხმება ათონის წმიდა მთის ბერ-მონაზვნობა. - მთარგ.

3არაქალკედონიტები - 451 წელს შედგა IV მსოფლიო საეკლესიო კრება. მან დაგმო ევტიქის მწვალებლობა, რომლის მიხედვითაც კაცობრივი ბუნება იესო ქრისტეში სრულად იქნა შთანთქმული ღვთაებრივის მიერ და ამიტომ იესო ქრისტეში უნდა ვაღიარებდეთ მხოლოდ ერთ - ღვთაებრივ ბუნებას. არაქალკედონიტებად იწოდებიან ისინი, ვინც არ აღიარებს ქალკედონის მსოფლიო კრების დადგენილებას - სწავლებას ორი (ღვთაებრივი და ადამიანური) ბუნების შესახებ.

   არაქალკედონურია შემდეგი ეკლესიები: კოპტური, სომხური, სირიულ-იაკობიტური, ეთიოპიური, ... მართლმადიდებლური ტრადიციით მათ მონოფიზიტები ეწოდებათ. - მთარგმ.

4სინკრიტიზმი - მტრულად განწყობილი მხარეების შერიგება საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. - მთარგმ.

 

 

 

 

წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)

წიგნიდან „ეკუმენიზმი და ეკუმენური მართლმადიდებლობა"  


 


უკან დაბრუნება