მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №8 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №8 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


28-09-2015, 00:03

 

 

   ღმერთმა ანუგეშოს თქვენი მწუხარე სული! ვიდრე გზაში ვართ, ვი-დრე უცვალებელი მარადისობის ნავსაყუდელისთვის არ მიგვიღწევია, საკუთარ თავსა და ცხოვრებისეულ გარემოებებში ცვლილებებსა და გარდატეხებს, ჩვეულებრივსა თუ უჩვეულო მწუხარებებს უნდა მოველოდეთ. ერთმა ღირსმა მამამ თქვა: „ყოველივესთვის მადლობა ღმერთს - თვით ჩვენი უძლურებებისთვისაც კი. რამეთუ უმჯობესია ცოდვილები ვიყოთ და ცოდვილებად ვხედავდეთ თავს, ვიდრე გარეგნულად უცოდველები ვიყოთ და მართლაც უცოდველი გვეგონოს თავი." წმ. მამის ეს სიტყვები მეტად სანუგეშოა ჩვენთვის, უძლურთა და ცოდვილთათვის, ჩვენი დროისა და მოდგმისათვის, მხოლოდ საკუთარი უძლურებებით რომ შეუძლია თავის ქება. ისინი ნებსითი ცოდვის საბაბს კი არ გვაძლევენ, არამედ ნუგეშს სცემენ მას, ვინც, საკუთარი თავისადმი თუნდაც სულ მცირე ყურადღების შემთხვევაში, აღმოაჩენს, რომ მისი სული ცოდვის უნებლიე ტყვეო-ბაში იმყოფება.

   როდესაც ამაზე დაფიქრდებით და დაინახავთ, რომ სარწმუნოების საქმეები არ გაგაჩნიათ, მეზვერის სიმდაბლე მოიპოვეთ - ის „გული შემუსვრილი და დამდაბლებული," რომელსაც უფალი არა შეურაც-ხყოფს. თქვენს უძლურებებს ვერავის დააბრალებთ, თვით იმ გარემოებებსა და მოუცლელობასაც კი, რომლებშიც თქვენ იმყოფებით. ერთადერთს - საკუთარ თავს აყვედრეთ. დავით მეფე, წმ. წინას-წარმეტყველი და ღმრთის მხილველი მოსე, წმ. წინასწარმეტყველი დანიელი ათასგვარი საქმეების, ყოველნაირი მოუცლელობის პირო-ბებში სათნო-ეყვნენ ღმერთს. ეგვიპტის მონასტერში მცხოვრები ღირსი მამები, რომლებსაც იოანე სინელი აღწერდა, ეუბნებოდნენ მას: „ამაოების შუაგულში მოიპოვე დაყუდებული გონება, რაც დიდი ნიჭია." აყვედრეთ თავს, აყვედრეთ თქვენს უძლურ ნებისყოფას, რამეთუ ნებისყოფის ძალა უძლურებშიც კი სასწაულებს ახდენს. თავის ყვედრებაში ჰპოვებთ ნუგეშს. აყვედრეთ და განსაჯეთ თავი, ღმერთი კი გაგამართლებთ და შეგიწყალებთ. როდესაც თეოფილე, ალექსანდრიის პატრიარქი, ნიტრიის მთაზე მივიდა, ჰკითხა იღუმენს, რომლის ხელმძღვანელობითაც ათიათასამდე ბერი მოღვაწეობდა: „მამაო, რა ჰპოვე ყველაზე მთავარი მონაზვნურ ცხოვრებაში?" „სა-კუთარი თავის განუწყვეტელი განსჯა და ყვედრება." მიუგო ბერმა. „ასეა, - თქვა პატრიარქმა, - სხვა გზა ცხონებისა არ არსებობს." თქვენც შეითვისეთ ეს ადვილი საქმე, რადგან მას ძალუძს სულში სიმდაბლის, მასთან ერთად კი ნუგშინისცემისა და ქრისტესმიერი მშვიდობის დამკვიდრება, რომელშიც ჰპოვებს განსვენებას სულიერი ღვაწლისაგან ყოველი დამაშვრალი. მშვიდობას, სულიერ ნუგეშინისცემასა და ცხონებას გისურვებთ. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

წიგნიდან ”კრებული” 

 



უკან დაბრუნება