მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №7 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №7 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


27-09-2015, 00:03

 

   თქვენ პარიზში ხართ! ცხოვრების ზღვამ სხვადასხვა მხარეს გაგვყ-არა. მე ვოლგის განმარტოებულ ნაპირას დავრჩი, თქვენ კი პარიზში გადაგაგდეს - მოდის, ამსოფლიური სწავლულობისა და, შეიძლება ითქვას, ბნელეთისა და ცოდვის დედაქალაქში. მაშ, ამ ცოდვისა და ბნელეთის დედაქალაქში ერიდეთ დაბნელებას, ერიდეთ ცოდვას. სადაც მეტია საშიშროება, იქ მეტი სიფრთხილეცაა საჭირო. აუც-ილებელ გარემოებათა გამო რომ ისეთ ქალაქში მოგიხდათ ყოფნა, სადაც შავი ჭირი ან სხვა რამ გადამდები სნეულებაა გავრცელებული, ხომ ეცდებით, რაც შეიძლება დროზე მოილიოთ საქმეები და იქაურობას გაეცალოთ? მით უმეტეს გმართებთ ასე მოქცევა იმ ადგილას, ცოდვის დედაქალაქად რომ არის ცნობილი. ვინ იცის, ვაითუ უბოროტესმა ცოდვამ კლანჭი გაგკრათ? ვინ იცის, როგორი იყოს ეს ჭრილობა - იქნებ სასიკვდილო და უკურნებელიც კი?

   როგორც კი საქმეს მოითავებთ, მაშინვე შინ დაბრუნდით. აქ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გელოდებათ - საკუთარ სულზე ზრუნვა. გაფრთხილდით, სული არ წააგოთ, ეს კი შეიძლება მოხდეს, და განა ცოტას დამართნია? გაიხსენეთ, რომ თქვენც მოგიწევთ ამა სოფლით განსვლა კუბოს კარით, და წარდგომა ღვთის სმსჯავროზე, სამს-ჯავროზე, რომელიც საშინელია თვით წმინდანთათვის, მთელი ცხოვრება ღმრთის წინაშე სათნო-ყოფას რომ ცდილობდნენ. იქ განისჯება არა მარტო ცოდვები კაცთა, არამედ მათი სიმართლეც. იქ ბევრი მათი სიმართლე ყოვლად სრული სიმართლის (იესო ქრისტეს) მიერ გამტყუნდება. ეს თვით მაცხოვარმა დაგვიმოწმა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისე-ველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მთ. 5,20),

   მოწყალე ღმერთმა მომმადლოს თქვენი და ჩემი ცხონების სიხარუ-ლის განცდა ამ და მომავალ სოფელში! დღეს თქვენი ანგელოზის დღეა: დაე წმინდა ანგელოზმა, თქვენმა მფარველმა, დაგიცვათ უვ-ნებლად ყოველი განსაცდელისაგან! (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

წიგნიდან ”კრებული” 

 



უკან დაბრუნება