მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > საერთორელიგიური ლოცვა რომში
საერთორელიგიური ლოცვა რომში19-07-2016, 00:08 |
ასეთი სურათი მივიღეთ რომშიც „ადამიანების და რელიგიების საე-რთაშორისო შეხვედრაზე" (1996 წ. 7-10 ოქტომბერი), სადაც შედგა საერთორელიგიური ლოცვა მშვიდობისთვის. შეხვედრის თემა იყო „ღმერთის სახელი არის მშვიდობა". ამ შეხვედრაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმოადგენდა შვეიცარიის მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი დამასკინოსი. რომის შეხვედრა ხასიათდებოდა მკვეთრი სადღესასწაულო ფერებ-ით, ვინაიდან იმართებოდა ასიზის შეხვედრიდან ათი წლის თავზე და ამრიგად იყო საიუბილეო.1 შეხვედრის საზეიმო გახსნა შედგა 7 ოქტომბერს, საღამოს, რომის სენატის შენობის დიდ დარბაზში, ევა-მარია ბაუერ აგსტერის (ევანგელიტური ეკლესია, ვიურტემბერგი) თავჯდომარეობით და მაღალყოვლადუსამღვდელოესი დამასკინოსის თანათავჯდომარეობით. შეხვედრას სხვა ეკლესიების წარმომადგენ-ლებიც ესწრებოდნენ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ანდრია რიკარდიმ (წმიდა ეგიდის საზოგადოების პრეზიდენტი), რომელმაც ილაპარაკა მშვიდობის იდეალებზე. სიტყვებით გამოვიდნენ აგრეთვე კარდინალი კამილო რუინი - იტალიელ კათოლიკე ეპისკოპოსთა სათათბიროს თავჯდომარე და იტალიის პრეზიდენტი ოსკარ ლუიჯი სკალფარო. შეხვედრის საქმიანი ნაწილის დამთავრების შემდეგ პარასკევს, 10 ოქტომბერს ჩატარდა რელიგიათა საერთაშორისო ლოცვა მშვიდობის-თვის. რელიგიათა წარმომადგენლებმა დაიკავეს თითოეული ჯგუ-ფისთვის მომზადებული ადგილი. ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების სახელით ქრისტეს მიმართ ერთად „ილოცეს" კარდინალმა კამილო რუინიმ და შვეიცარიის მაღალყოვლადუ-სამღვდელოესმა მიტროპოლიტმა. „ლოცვის" დამთავრების შემდეგ რელიგიათა წარმომადგენლები „მშვიდობის ლიტანიით" წარემართნენ რომის ტრასტევერეს სანტა მარიას მოედნისკენ, სადაც ჩატარდა ამ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი. პირველად სიტყვით გამოვიდა კარდინალი ანჯელო სოდანო, ვატიკანის სახელმწიფოს მდივანი. მან შეკრებილთ წაუკითხა რომის პაპის იოანე-პავლეს მიმართვა, რო-მელიც ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა ამ შეხვედრას. შეკრებილთა სახელით პაპს გაეგზავნა წერილი მისი სწრაფი გამოჯანმრთელების სურვილით.
1პირველი ასეთი შეხვედრა ჩატარდა 1986 წლის ოქტომბერში ასი-ზში - მთარგ.
წიგნიდან „ეკუმენიზმი და ეკუმენური მართლმადიდებლობა" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |