მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №6 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №6 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


26-09-2015, 00:02

 

   ბეჯითად და მოთმინებით იღვაწე ნეტარი მართას წილხვედრ ასპა-რეზზე,1 რომელიც თვით მაცხოვარს უმზადებდა ტრაპეზს, და სარ-წმუნოებით მოელოდა საზღაურს უფლისგან. საშინელ სამსჯავროზე იგი ეტყვის იმ ძმებს, მოთმინებით რომ აღასრულეს თავიანთი მსახურება: „ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცი-რეთაგანსა ძმასა ჩემსა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25, 40), და გაუღებს მათ საუკუნო განსასვენებლისა და სამოთხის ნეტარების კარს. გახსოვდეს, მწყურვალისათვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალიც არ დარჩება უსასყიდლოდ ცათა შინა, და არ გამოგრჩეს ამ სასყიდლის გაო-რმაგების შემთხვევა. იფიქრე, რომ ანელოზებს ემსახურები და არა ადამიანებს, და დაგიტკბება მსახურება. გიყვარდეს მოყვასი, ემსახურე მას ღმრთის გულისათვის და არა გრძნობის, გატაცების, გამორჩევის ან, მით უფრო, მიკერძოების გამო - მაშინ შენი მსახურება ბიწისაგან განიწმინდება და ღმრთის სათნო მსხვერპლად იქცევა.

   რაკი მენდობი და გჯერა ჩემი, ცოდვილისა, გეტყვი: შენი ახლანდე-ლი მორჩილება შენივე ხასიათის თავისებურებების გამო ყველაზე მეტად შეეწევა შენს ცხონებას. მაშ იღვაწე, ბეჯითად შეასრულე შენი მორჩილება, გწამდეს, რომ მისი მეშვეობით შენს სულს ცხონებას მოუპოვებ. განსაკუთრებით უფრთხილდი მოყვასისათვის გულის ტკენას. ანტონი დიდი ამბობს: „მოყვასისაგანაა შენი ცხონებაც და წარწყმედაც. თუ ძმას განუსვენებ, ღმერთს განუსვენებ, ხოლო თუ ძმას შეურაცხყოფ, თვით ქრისტეს სცოდავ." მაშ, გეშინოდეს ძმის შეუ-რაცხყოფისა! ყველაფერს, რასაც მოყვასს ვუკეთებთ - სამსახურსაც და შეურაცხყოფასაც, უფალი თავისად მიითვლის. როცა აუცილებელია, ძმას უარი უთხრა, მშვიდად და მტკიცედ გაკეთე ეს, თანაც აუხსენი, რომ მისი თხოვნის შესრულება შეუძლებელია. ხოლო თუკი რამეში შესცოდავ კაცთათვის ჩვეული უძლურების გამო, სასოს ნუ წარიკვეთ. პირიქით, უმალვე შეინანე ღმრთის წინაშე, ევედრე მიტევებას და ისიც მოგიტევებს. უფალი შენთანა! ილოცე ჩემთვის, ვისაც უფლისმიერი სიყვარულით უყვარხარ. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

1ეს წერილი მონასტრის კელარის (მეკუჭნავის) მიმართ არის მიწერილი (მთარგმნ.).

 

 

 

წიგნიდან „კრებული" 

 



უკან დაბრუნება