მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №5 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №5 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)25-09-2015, 00:02 |
ჩვენ, ვინც სოფელს განვუდექით და წმინდა მონასტრებს მივაშურეთ, ამ განდგომით სათავე დავუდეთ ჩვენს ხორციელ სიკვდილსა და ქრისტესმიერ ცხოვრებას. არსებობს უეცარი სიკვდილი, არსებობს სიკვდილი ხანგრძლივი სნეულების შემდეგ. ჩვენ კი მას მერე, რაც სოფელი მივატოვეთ, ყოველდღე ვკვდებით, როგორც პავლე მოცი-ქული იტყვის, და ამ სიკვდილში ვხედავთ ჭეშმარიტი ცხოვრების უცილობელ პირობას. ამ სოფლით განსვლისა და საუკუნო ცხოვრების დაწყების წუთი ჩვენთვის არ იქნება ისეთი უცხო და უცნაური, როგორიც მათთვის, ვინც სოფელში ცხოვრობს, მისი ხმაურითაა გაყრუებული და მასვე მიჯაჭვული გულითა და გონებით, ვისაც დავიწყნია სიკვდილის არსებობა, არ ახსოვს მარადისობა - გარ-დუვალი ხვედრი ყოველი კაცისა. ახლობლის სიკვდილის ამბებს რომ გაიგებთ, ნუ მიეცემით უნუგეშო გლოვას, ამა სოფლის მკვიდრთათვის ჩვეულს - ისინი ამით ამტკიცებენ, რომ სასოებას მხოლოდ ხორციელ ცხოვრებაზე ამყარებენ, თქვენი სასოება კი ქრისტეა! ცრემლი დაღვარეთ და იგლოვეთ შესვენებულთათვის, გულითა და გონებით კი ღმერთს შეუვრდით. მას, ერთადერთს, ძალუძს თქვენი ნუგე-შისცემა, და მის წინაშევე წარსდგებით თქვენც თქვენთვის წინას-წარგანჩინებულ ჟამს. ამა სოფლისა ნურაფერი გაგიტაცებთ: ასეთი ცრუ, მომხიბლავი გატაცების ნაყოფი ხრწნილება გახლავთ. მშვიდობა ქრისტესი იყოს თქვენთანა, მორჩილად მიენდეთ მის წმინდა ნებას - ამ ნებაში სრულადაა გაცხადებული ღმრთის სიბრძნე და სახიერება. მასვე მოვუდრიკოთ ქედი, თაყვანი ვცეთ და ჩვენი სულიცა და ხორციც მას შევვედროთ, ამინ. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული"
უკან დაბრუნება |