მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო, მთავარი გვედის ფოტო > სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი
სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი17-07-2016, 00:00 |
კითხვა: რაგვარად ხდება ჩვენთვის მაცხონებელი ქრისტეს სწავლე-ბა? პასუხი: როდესაც ვიღებთ მას მთელი გულით და ვცხოვრობთ მის შესაბამისად. რამეთუ, როგორც ეშმაკის ცრუ სიტყვა მიიღეს პირველმა ადამიანებმა და იგი მათში ცოდვისა და სიკვდილის თესლად იქცა, ასევე, პირიქით, ქრისტეს ჭეშმარიტი სიტყვა, ქრისტიანების მიერ გულითადად მიღებული, მათში სიწმინდისა და უკვდავი ცხოვრების თესლი ხდება. ამასათან დაკავშირებით პეტრე მოციქული ამბობს: "შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე" (1 პეტრე, 1, 23).
უკან დაბრუნება |