მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო > სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი

სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი


5-07-2016, 07:13

 

   კითხვა: ნამდვილად იცნეს თუ არა იესო ქრისტე, როგორც მაცხო-ვარი, იმ დროს, როდესაც იშვა და დედამიწაზე ცხოვრობდა?

   პასუხი: ბევრმა იცნო სხვადასხვა გზით. აღმოსავლელმა ბრძნებმა იგი იცნეს ვარსკვლავის საშუალებით, რომელიც მისი შობის წინ გამოჩნდა აღმოსავლეთში. ბეთლემელმა მწყემსებმა - ანგელოზებისგან გაიგეს, რომლებმაც მათ უთხრეს, რომ მაცხოვარი დავითის ქალაქში იშვებოდა. სვიმეონმა და ანამ სულიწმიდისგან განსაკუთრებული გამოცხადებით იცნეს, როდესაც შობიდან ორმოცი დღის შემდეგ იგი ტაძარში მიიყვანეს. იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეზე ნათლისღებისას იცნო განსაკუთრებული გამოცხადებით - მასზე მტრედის სახით სულიწმიდის გარდამოსვლით და მამა ღმერთის ზეციდან მოვლენილი ხმით: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე, 3, 17). მსგავსი ხმა მოესმათ მის შესახებ მოცი-ქულებს: პეტრეს, იაკობს და იოანეს თაბორის მთაზე ფერისცვალების დროს: "და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ" (მარკოზი, 9, 7). გარდა ამისა, ძალიან ბევრმა იცნო თავისი სწავლების უპირატესობითა და განსაკუთრებით მის მიერ აღსრუ-ლებული სასწაულებით. (გაგრძელება...)


 



უკან დაბრუნება