მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო, მთავარი გვედის ფოტო > სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი

სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი


2-07-2016, 00:00

 

  კითხვა: რომელი საღვთო განჭვრეტით იქნა მომზადებულის ის ნიშნები, რომლებითაც ადამიანები შესძლებდნენ, შეეცნოთ მათთვის განკაცებული მაცხოვარი?

   პასუხი: მრავალი ზუსტი წინასწარმეტყველებით, რომელიც დაკავ-შირებულია მისი შობის გარემოებებსა და მიწიერ ცხოვრებასთან.

   მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ მა-ცხოვარს ქალწული შობდა (იხ. ესაია, 7, 14).

   წინასწარმეტყველმა მიქიამ იწინასწარმეტყველა, რომ მაცხოვარი იშ-ვებოდა ბეთლემში და იუდეველებმა ეს მანამდე იცოდნენ, ვიდრე თვით მოვლენა მოხდებოდა (იხ. მათე, 2, 4-6).

  წინასწარმეტყველმა მალაქიამ, იერუსალიმის მეორე ტაძრის აგების შემდეგ, იწინასწარმეტყველა, რომ მაცხოვრის მოსვლა ახლოვდებოდა. იგი მივიდოდა იმ ტაძარში და მის წინ წარმოგზავნილი იქნებოდა ელიას მსგავსი წინამორბედი, რითაც აშკარად მიენიშნებოდა იოანე ნათლისმცემელზე (იხ. მალაქია, 3, 1, 4, 5).

   წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის საზე-იმო შესვლა იერუსალიმში (ზაქარია, 9, 9).

  ესაია წინასწარმეტყველმა საოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ვნებანი (ესაია, თავ. 53).

  წინასწარმეტყველმა დავითმა 21-ე ფსალმუნში მაცხოვრის ჯვარზე ვნება ისე მკაფიოდ აღწერა, თითქოს პირდაპირ ჯვართან დაწერა.

   წინასწარმეტყველმა დანიელმა 490 წლით ადრე იწინასწარმეტყველა მაცხოვრის მოსვლა, მისი ჯვარცმა, ამის შემდეგ - იერუსალიმის ტაძრის დანგრევა და ძველაღთქმისეული მსხვერპლის შეწყვეტა (და-ნიელი, თავ. 9). (გაგრძელება...)


 



უკან დაბრუნება