მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მასობრივი კულტურა (ნაწილი II)
მასობრივი კულტურა (ნაწილი II)17-09-2015, 00:04 |
XIX ს. 30-იან წლებში ევროპასა და ამერიკაში ახალი მასობრივი ბეჭდვითი ბუმი დაიწყო. გაზეთების ფურცლებზე უკვე, არა მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებსა, პოლიტიკოსებზე, არამედ უბრალო ადამიანებსა და ადგილობრივ ამბებზეც იბეჭდებოდა ინფორმაცია. სენსაციები ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდება ისე, რომ ადამიანებს პრესა ცხოვრებად ეჩვენება. გაზეთისა და ტელევიზიის მეშვეობით რეგულარურად აქვეყნებენ სხვადასხვაგვარ ინფორმაციას, მსოფლიო ამბებს: მცირე სკანდალებს, სატრანსპორტო შემთხვევებს, საშინელ კატასტროფებს, თვითმკვლელობებს, შეიარაღებულ თავდასხმებს, წყალდიდობებს, ხანძრებს, ადამიანების გატაცებებს თუ სხვა. ლენინი საბჭოთა გაზეთმწარმოებლებს მიმართავდა: ნაკლებად პო-ლიტიკაზე, უფრო მეტი იმაზე, თუ როგორ აშენებს მუშათა კლასი ახალ ცხოვრებას. კიდევ ერთი გამოვლინება მას-კულტურისა „ვულგარული კულტუ-რა", XVIII ს. - დან ცნობილია პარიზული ბულვარებიდან. ვულგარულ კულტურაში ბრბო ერთდროულად მსახიობიცაა და მაყურებელიც ამ უნივერსალურ თეატრში - „ნამდვილ ცხოვრებაში". მორალისტი ვანესა შვარცი აღნიშნავდა, რომ პარიზის კაფე-ბარებმა მაგიდები გარეთ გამოიტანა და ამით ადამიანი წარმავალისა და მარადცვალებადი სანახაობის ცენტრში დააყენა. კაფეებში მყოფთა თვალწინ სამყარო შოუდ იქცეოდა, რამაც წაშალა ზღვარი სანახაობასა და მაყურებელს შორის. თანამედროვე ტელე-შოუ, მაშტაბური საკონცერტო თუ საახალწლო გადაცემები ამის საუკეთესო დასტური გახლავთ. მას-კულტურაში ადამიანი იმ რეალობაში იძირება, რომელსაც თავ-ად ქმნის. „აბსოლუტურად თავისუფალი" ადამიანი ქმნის ისეთ სამყაროს, რომელიც სურს. ეს არის დაცემული სამყაროს რეალობა. ასე იქმნება „მეორე რეალობა", რომელიც ყოფით ცხოვრებას სიზმრად აქცევს. ამას ემსახურება თანამედროვე გართობის ყველა საშუალება. ამ სიზმრით ადამიანი მოწყვეტილია რეალურ სამყაროს, და უდავო ჭეშმარიტებას. კლასიკური და ქრისტიანული ეთიკის ფარგლებში უპირველესი სა-თნოება არის სიბრძნე. რეალობის ადეკვატური აღქმის გარეშე შე-უძლებელია ზნეობრივი მიზნის მიღწევა. გნოსტიკურ სამყაროში კი, პირიქით, რეალობის უღიარებლობა უპ-ირველესი კანონია. შედეგად, მოქმედება, რომელიც რეალურ სა-მყაროში არანორმლურადაა მიჩნეული და დამღუპველი შედეგის მომცემია, ოცნების სამყაროში ზნეობრივად მიიჩნევა, ვინაიდან მოგონილ სამყაროში ამას „მეორე რეალობაში", ანუ სიყალბესა და უაზრობაში გადაჰყავს ადამიანი. „მეორე რეალობაში" არ არსებობს პრობლემები, რომლებიც ადარდ-ებს რეალურ სამყაროს. იქ საერთოდ არ არსებობს არანაირი მორალი ან ინტელექტუალური გეგმა. მოგონილ სამყაროს მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს - ის არ არსებობს, ის მოჩვენება და სიზმარია. უცნაური სენი შეეყარა სამყაროს - გართობის ვნება. არასდროს ყოფ-ილა ასეთი ძლიერი მოთხოვნა გართობისა როგორც დღეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები გადაეჩვივნენ სერიოზულ ცხოვრებას, მოღვაწეობას, შინაგან სულიერ ცხოვრებას. შედეგად მოიწყინეს! სულიერ სიღრმისეულ, შინაარსობრივ ცხოვრებას ამჯობინებენ გართობას. როგორი უგუნურებაა! დღეს გართობა საზოგადოებრივი სენი გახდა. ჩვენ, სასულიერო პირებს, აქეთკენ გვმართებს ჯანსაღი საზოგადოების ყურადღების გადატანა, რომ აღმოიფხვრას ეს სენი. ჭეშმარიტებასა და რწმენასთან კონტაქტის დაკარგვამ იქამდე მოგ-ვიყვანა, რომ ადამიანის სიტყვა და საქმე აღარ შეესაბამება მის რეალურ ცხოვრებას. სამაგიეროდ, „მეორე რეალობის" მომხრეთა დამოკიდებულება კარგად მიესადაგება საზოგადოებაში არსებულ - ტოტალურ სიცრუესა და სიყალბეს. ამის საუკეთესო ნიმუშია ბენჟამენ ფრანკლინის ცნობილი ლოზუნგი: „დრო - ფულია". მასში მისტიკური თვალსაზრისით გაიგივებულია ცხოვრების, მოხმარებისა და მოგების ცნებები. მას-კულტურის სხვადასხვა სახეობა გადახლართულია ერთმანეთში და ერთობლივად ტოტალური შეგრძნების ადამიანს, ანუ ზეადმიანს ქმნის. ე.წ. სუპერმენის ფენომენი რომანტიზმის ეპოქაში გაჩნდა (ფაუსტი, დონ-ჟუანი). შემდეგ XIX ს. - ში პოპულარულ ნიცშესეულ ლიტერატურაში. ხოლო 1938 წლიდან სუპერმენი კომიქსში განხო-რციელდა, კომიქსიდან კი მულტიპლიკაციასა და კინოში გადაი-ნაცვლა, დაბოლოს, ნახევრადსერიოზულ ლიტერატურაში გამოვლინ-და. მას-კულტურის ტოტალურობა სივრცის მისტიკაშიც გამოიხატა. გას-ულ საუკუნეებში წარმოუდგენელი იყო სახლის მიღმა ყოფნის, მოგზაურობის, ტურიზმის არნახული მაშტაბების გამოვლინება. მას-კულტურა აგრეთვე კოლექტივის მისტიკაშიც ვლინდება, რაც სა-კუთარი პერსონის კოლექტიურ თაყვანისცემას გულისხმობს. ჯერ კიდევ ჟ. ჟ. რუსოსთან ვხვდებით ბრბოს თვითგაღმერთებისა და თვითთაყვანისცემის რეცეპტს. „როგორი უნდა იყოს სანახაობა? რა უნდა ვუჩვენოთ ხალხს? არა-ფერი... შუა მოედანზე დადგით ყვავილებით მორთული სტენდი, შეკრიბეთ მის ირგვლივ ხალხი და გექნებათ დღესასწაული. უფრო მეტს გეტყვით: გამოიყვანეთ მაყურებელი სცენაზე, აქციეთ ისინი მსახიობებად; დაე, ყველა ხედავდეს და უყვარდეს საკუთარი თავი სხვაში, რათა კიდევ უფრო მყარად შეიკრას საზოგადოება... თქვენ თავად შექმნით სანახობას ცისქვეშეთში". უგულებელყო რა მა-რადიული და ჭეშმარიტი - მას-კულტურის ფარგლებში ადამიანებს შორის ურთიერთობა სულ უფრო რთულდება. კომუნიკაციის საშუალებად პროპაგანდა, ანუ საინფორმაციო საშუალებების მიერ გეგმაზომიერად შემოთავაზებული ბრძანება ხდება. მას-კულტურის ყველაზე ძლიერი საშუალება ამ კუთხით რეკლამა გახლავთ: „ყველა აკეთებეს ამგვარად". რეკლამის საშუალებით, (ნებისმიერი რამის - ნივთის, შოუს, კინოფილმის, ა.შ.) გარკვეული სიგნალით, „ბრძა-ნებით", შესაძლებელი ხდება ბრბოს მართვა. წესიერი ადამიანი, დასნეულებული მას-კულტურის იდეოლოგიით, საკუთარ საღ აზრს კერძო მოსაზრებად, ხოლო იდეოლოგიების მიერ შემოთავაზებულ კოლექტიურ მსჯელობას ობიექტურ შეფასებად მიიჩნევს. ე.ი. საზო-გადოებრივი აზრისა და რეალური სიტუაციებიდან გამომდინარე, ვერ ეწინააღმდეგება იდეოლოგიურ ზეწოლას. სინამდვილეში იდეოლო-გიური პროპაგანდა გახლავთ მანიპულირებადი ქაოსი, რომლის საფრთხის შესახებაც გვაფრთხილებდნენ მორალისტები. ასეთი მეთოდით ნადგურდება ადამიანის ანალიტიკური, საღი აზროვნების უნარი. შემდეგ, რაღაც გაურკვეველი მიზნის მიღწევისაკენ წარმარ-თავენ აზრს: „საჭიროა აბსოლუტური ერთობისათვის გაერთიანება, კი ბატონო, თუ არ არის საჭირო, მაშინ იმავე ერთობისათვის მოვახ-დინოთ რევოლუცია". როდესაც ინგრევა ადამიანის საღი მსჯელობის უნარი, ასეთი ადა-მიანი ერთდროულად მართვადიც ხდება და უმართავიც. ის უმ-ართავია ჭეშმარიტების თვალსაზრისით, ვინაიდან უკვე ვეღარ იგებს ჭეშმარიტებას, მისთვის გაუგებარი გახდა ის, მაგრამ ძალიან მართვადი ხდება ამასოფლის იდეოლოგიების მიერ, ვინაიდან მხოლოდ ავხორ-ცულ ვნებებამდეა დაყვანილი ადამიანის აზროვნების უნარი. ამრიგად, შესაძლებელი ხდება მას-კულტურის იდეოლოგიის მიერ ადამიანის მართვა, მანიპულირება. მას-კულტურაში თავისთავად იგულისხმება მასობრივი ინფორმაც-იის საშუალებების პროპაგანდა. მან მთლიანად სახე უცვალა ჭეშმარიტ ფასეულობებს. ე.ი. ტოლობის ნიშანი დასვა კულტურასა და უკუ-ლტურობას, აზრობრივსა და უაზროს, ქრისტიანულსა და წარმარ-თულს შორის. ის ყველა ქვეყანაში აღწევს კულტურულსა თუ ველ-ურში. მას-კულტურის ათვისებისთვის არ არის საჭირო აზროვნება. მისი განმსაზღვრელია: გავრცელების სისწრაფე და ათვისების უბრალოება. სისწრაფე და უბრალოება - ერთი მედლის ორი მხარეა. ამდენად, მასმედია ანადგურებს ყოველგვარი აზროვნებისა და ანალიზის უნარს. ადამიანი არჩევანის წინაშე დგას: ან ვაკეთებთ ინფორმაციის ანალიზს და ვამხელთ მასმედიის ყალბ პროპაგანდას, ან ვხდებით გამავრცელებელი სიყალბისა და სიცრუის. ახალი დროის ეპოქაში კაცობრიობამ მეორე აირჩია. მას-კულტურის საბოლოო მიზანიც სწორედ ეს გახლავთ: „უშინაა-რსო ინფორმაციის" ზომბირებით (გარყვნილებისა და ძალადობის პრო-პაგანდით) მართვადი ბრბოს ჩამოყალიბება. ამრიგად, თუ ვიტყვით, რომ ტელე-ეკრანი დღეს მხოლოდ სანახაო-ბის ცქერის საშუალებაა, ეს იმავეს ნიშნავს ვთქვათ, რომ ტანკი მხოლოდ გადაადგილების საშუალებააო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ორგანიზებული მართვის ფორმებია, რომლებიც არა მარტო ინფორმაციას, არამედ თავად ადამიანს ცვლიან. ამიტომ, ქრისტიანის ვალია, არა მარტო შეიცნოს ჭეშმარიტება, არამედ ამხი-ლოს უსჯულოება, სიყალბე, რომელიც „ახალი ადამიანის" ჩამოყალი-ბების საქმეს ემსახურება.
რომან ვერშილოს სტატიის მიხედვით Массовая культура მოამზადა Xareba.net - ის რედაქციამ უკან დაბრუნება |