მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მასობრივი კულტურა (ნაწილი I)

მასობრივი კულტურა (ნაწილი I)


16-09-2015, 00:04

მასობრივი კულტურა (ნაწილი I)

 

   მასობრივი კულტურა (popular mass culture, მას-კულტურა) იგივე ვუ-ლგარული კულტურა, მოხმარების კულტურა, ცალმხრივი იდეო-ლოგიური კომუნიკაციისა და პროპაგანდის საშუალებაა.

  ახალი დროის საზოგადოებაში მას-კულტურა იდეების ტოტალურ ინდოკრენაციას ახორციელებს და შეუთავსებლის შეთავსების პრო-პაგანდით ვლინდება.

   მას-კულტურა XIX – XX ს.ს. ახალი დროის ეპოქაში მასობრივ საზო-გადოებასთან, ახალ ბიზნესებთან და გლობალური ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებთან ერთდროულად (დაიბადა) გაჩნდა.

   მას-კულტურის სახეობებია: ტელევიზია, რადიო, კინო, „ყვითელი" პრესა, სპორტი, სწრაფი კვება, ვულგარული ლიტერატურა, პოპ-მუსიკა, კომპიუტერული თამაშები, მასობრივი გართობის საშუ-ალებები, აღლუმები, აქციები, დემონსტრაციები და ა.შ.

   მას-კულტურა ახალი დროის ისეთი მოვლენების გვერდიგვერდ მო-იაზრება, როგორებიცაა მასობრივი რელიგია (მაგ. ცრუმესიანერობა, მოდერნიზმი, ეკუმენიზმი), მასობრივი ერთფეროვანი პოლიტიკა, მეცნიერება და განათლება.

   მას-კულტურა, ისევე როგორც იდეოლოგიის სხვა სახეობები, არ არ-ის დაკავებული ჭეშმარიტების გამოკვლევის საკითხით. აქედან გამომდინარე მისი ძირითადი საზრუნავია: „რა სურს ადამიანს და შემდეგ დავაკმაყოფილოთ წადილი". თავად მას-კულტურა ადამიანს თვითგადრჩენას, თვითკმარობას, ღმერთის გარეშე ცხოვრებასა და არსებობას შთააგონებს.

   მას-კულტურაში ახალი დროის ყოველგვარი მითის დამუშავებულ ვარიანტს ვაწყდებით, მათ შორის ადამიანის აბსოლუტური თა-ვისუფლების იდეასაც. მას-კულტურა, როგორც იდეოლოგია, ახალ ადამიანს ქმნის, ანუ ადამიანის აღზრდა ხორციელდება, რომელმაც ჭეშმარიტების გარეშე უნდა იცხოვროს. შედეგად, მათი მართვა სიცრუის ან მოჩვენებითი სიმართლით იოლად შეიძლება. მას-კულტურის ადამიანისთვის უცხოა ჭეშმარიტი სიყვარულის ცნება და ყოველგვარი საცდურისკენაა მიმართული (2 თეს. 2. 10).

  ადამიანის აბსოლუტური თავისუფლების იდეა XIX ს. გერმანულ იდეალიზმში გაჩნდა. ეს ახალი დროის საფუძვლიანი და საბოლოო მითია, ვინაიდან მოწოდებულია დაამარცხოს ყველა სხვა მითი თუ იდეოლოგია. ამის სანაცვლოდ იქმნება ერთი „აბსოლუტური" კერპი - ადამიანი.

   აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი, იგივე „ახალი" ადამიანი ან ზეადამიანი, ბელადი ან მასობრივი გნოსტიკური პოლიტიკის იდ-ეოლოგია. ეს გახლავთ ლიბერალი სუპერმენის სახე, „წმინდანის" კულტი, როგორებიც იყვნენ განდი ან მარტინ ლუთერ კინგი, სტალინი თუ ჰიტლერი თანამედროვე ზეადამიანები და ვარსკვლავები. ყველა ასეთი „ახალი ადამიანი" ანთროპოლოგიური რევოლუციის პროპაგან-დას ეწევა.

   მას-კულტურის წარმომადგენელია მასობრივი ადამიანი - ბიბლიუ-რი და ანტიკური თვლთახედვით უგუნურია ადამიანი, რომელიც მოკლებულია მართლაზროვნებასა და მართლქმედებას. უგუნურების წყალობით ღვთის ქმნილი ადამიანი თავის ბუნებრივ თვისებებს ეწინააღმდეგება, ხოლო მასობრივ ადამიანებთან მას არაბუნებრივად აახლოებს უგუნურება. ამაში მდგომარეობს მას-კულტურისთვის დამახასიათებელი უაზრობა და უგუნურება. (იგავ. 9. 13. 15-16).

   ადამიანის უგუნურებას საზღვარი არა აქვს, შედეგად, რაც უფრო მა-შტაბურია უგუნურება, მით უფრო მისაღები, გასაგები და მომგებიანია ის.

  მას-კულტურაში განსაკუთრებულად არაორდინალური კულტები იქმნება. მაგალითად ერთ-ერთი პირველი კუმირი მას-კულტურისა სემ პაჩმა იყო, რომელმაც გაითქვა სახელი ჩანჩქერებში ხტომით და XIX ს. მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მან პირველმა დაამტკიცა, რომ მას-კულტურის საშუალებით შეიძლება გახდე ცნობილი ადამიანი, ანუ ნებისმიერი სულელური რაღაც „ნიჭის" დემონსტრირებით პო-პულარული ხდება. (გავიხსენოთ ჩვენი „ნიჭიერები").

   მას კულტურა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან, იმიტომ რომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული პროპაგანდასთან. მას-კულტურა არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ მის ინტერპრეტაციასაც შთააგონებს ადამიანებს, რომელიც არ იძლევა ანალიზის თავისუფლებას.

  აქედან გამომდინარე პოლიტიკაც თეატრალიზებული გახდა. მისი თეატრალიზაცია ჯერ კიდევ ფრანგული რევოლუციისთვის იყო დამახასიათებელი, როდესაც მსახიობები პოლიტიკოსები ხდებოდნენ, ხოლო პოლიტიკოსები მსახიობები. მას-კულტურას შეგნებულად იყენებენ პოლიტიკაში ხალხის ჩაბმის მიზნით. ლენინი ამბობდა: „არ კმარა რელიგიის განადგურება, რელიგია უნდა ჩაინაცვლოს". რე-ლიგიის ადგილი თეატრმა დაიკავა, ცხადია, მისი ფართო გაგებით, ვინაიდან ხელოვნების სახეობებისაგან უმნიშვნელოვანესი კინო - სანახაობა. ჰიტლერიც ამბობდა: თეატრალური წარმოდგენა აუცი-ლებელი ილუზია მასებისთვის.

   ერთი შეხედვით, „უწყინარი" გართობის საშუალებებმა უნდა წარმა-რთოს იდეოლოგია. ნაცისტები მიიჩნევდნენ, რომ გართობა ხელსა-ყრელია რეჟიმისათვის, ვინაიდან საშუალებას იძლევა დაივიწყო უბედურება და ომში მიყენებული მარცხი.

   მას-კულტურა და პროპაგანდა ამყარებს სასურველ მსოფლმხედვე-ლობას და იმავე დროს ცვლის ადამიანს. გებელსი შენიშნავდა: თუგინდ ყველაზე „უწყინარი" გართობის საშუალებას შეუძლია ემსახუროს ნაციას: გააძლიეროს, გაართოს, მოადუნოს, დაეხმაროს ყოველდღიური ცხოვრების დრამის გადატანაში. ის ამბობდა: ჩვენ არ გვსურს გასართობი საშუალებების წარმოების შეჩერება, რათა და-ვძლიოთ მოწყენილობა და რთული ცხოვრება. არ გვსურს მთელი დრო პოლიტიკას დავუთმოთ. ჩვენ ერთობ მხიარულნი და არტის-ტულნი ვართ საამისოდ. (გებელსის სიტყვა 28 მაისი, 1933 წ.).

   მთლიანობაში, მსგავსი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მთელ მსოფ-ლიოში მომგებიანი აღმოჩნდა.

   მას-კულტურა იზიდავს ადამიანს როგორც სენსაციურობით (ინფო-რმაცია), ასევე ყოველდღიური ცხოვრების გაშუქებით. ისეთი პოპუ-ლარული სატელევიზიო გადაცემები, როგორებიცაა: სერიალი, რე-ალითი - შოუ, ახალი ინფორმაცია, თოკ - შოუ და სხვა, ცდილობს არა მხოლოდ დაატყვევოს მაყურებელი, არამედ გაამყაროს ამ ილუზიურ სამყაროში, ყოველდღიური ცხოვრების რიტმში ჩაბმულობით. (გაგ-რძელება იქნება...)

  

 

 

 

 

 

 

 

რომან ვერშილოს სტატიის მიხედვით

Массовая культура

მოამზადა Xareba.net - ის რედაქციამ 


უკან დაბრუნება