მთავარი > ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ისტორია

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ისტორია


15-09-2015, 00:10

 

 

   ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს - World Council of Churches) – XX ს. უმსხვილესი ეკუმენისტური ორგანიზაცია და გლობალისტური უტოპიის რეალიზების ერთ-ერთი მცდელობა გახლავთ.

   XX ს. გამოჩენილმა ეკუმენისტმა ნ. ნისიტიოსმა ეკუმენისტურ მოძ-რაობას ეკლესიებს შორის მადლმოსილი ნიჭების ურთიერთგაცვლის დინამიური პროცესი უწოდა. ის ირწმუნება, რომ ემს-ს ჩინოვნიკების მოღვაწეობა აახლოებს ეკლესიებს, რომ ამაში მდგომარეობს ემს-ეს ეკლესიოლოგიური მნიშვნელობა, რომელიც, მისი აზრით, სულთ-მოფენობის წმინდა გამოვლინებაა.

   მიტრ. იოანე პერგამელის თანახმად, ეკუმენისტური მოძრაობა თან-ამეგობრობაა, რომლის მეშვეობით, ანუ ერთობლივი თანაარსებობის, მუშაობის, საღვთისმეტყველო რეფლექსიის, მოწმობის შედეგად, ეკ-ლესიის არსის განსხვავებული ხედვის დასაძლევად, ემს-ეს მონაწი-ლეებს შეუძლიათ არა მხოლოდ ერთი ღმერთის, არამედ ერთიანი ეკლესიის აღიარებაც. ის მიიჩნევს, რომ თავად საუბრებს ღმერთსა და ეკლესიაზე საეკლესიო და სულიერი მნიშვნელობა გააჩნია, რელი-გიური ხედვის განსხვავების მიუხედავად.

   ეკუმენისტები გვიკიჟინებენ, რომ ემს-ეს ფარგლებში მართლმადი-დებლობის დამოწმება ხორციელდება. სინამდვილეში საბჭოში არასდროს მომხდარა პირდაპირი დოგმატური დიალოგი.

  „მართლმადიდებელი" ეკუმენისტები ირწმუნებიან, რომ მათთვის ემს-ე არ არის ეკლესია. ამასთან, იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ პროტესტანტი მონაწილეებისთვის ემს სწორედ რომ ზეეკლესიაა.

   „მართლმადიდებელი" ეკუმენისტები ემს-ში მონაწილეობას მიიჩნე-ვენ ერთგვარ გზად ქრისტიანული ეკლესიების სარწმუნოებრივად გასაერთიანებლად. მაგრამ ეკუმენისტურ - ადოგმატური ურთიერ-თობის ფორმატი არ იძლევა პროტესტანტული სარწმუნოების რწმენის გაბათილების საშუალებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ემს-მ უკვე მიაღწია ერთობას ლოცვასა და საიდუმლოებებში. ხოლო „მართლ-მადიდებელი" ეკუმენისტების მონაწილეობით პროტესტანტებს უმყა-რებენ თავის პოზიციას, სახელდობრ, რომ ემს-მ მიაღწია ეკლესიების ერთიანობას სარწმუნოებრივი განსხვავებების მიუხედავად.

 

 

ემს - ს ისტორია

 

   ემს XX საუკუნეში ორი წამყვანი ეკუმენისტური მოძრაობის - „რწმენა და ეკლესიის მოწყობა"-სა და „რწმენა და მოღვაწეობის" გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ნელ-ნელა ემს-ში სხვა ეკუმენისტური ორგანიზა-ციებიც გაწევრიანდა, როგორებიცაა: „ეკლესიების თანამეგობრობის საერთაშორისო ალიანსი", „საერთაშორისო მისიონერული საბჭო" და „ქრისტიანული განათლების მსოფლიო საბჭო".

   მთ. ეპ. გერმანე ფიატირელი და მ. გიორგი ფლოროვსკი ემს-ს საო-რგანიზაციო კომიტეტის წევრები, ანუ ფუძემდებლები გახდნენ.

   1948 წ. აგვისტოში ქ. ამსტერდამში ემს-ეს პირველი ასამბლეა შედგა, რომელშიც მონაწილეობა ორმა ადგილობრივმა ეკლესიამ: კონსტან-ტინოპოლის საპატრიარქომ და ელადის ეკლესიამ სხვა 44 ქვეყნიდან 145 სექტის წარმომადგენელთან ერთად მიიღო.

   ასამბლეაში მონაწილეობდნენ „მართლმადიდებელი" ეკუმენისტები: მთ. ეპ. გერმანე ფიატირელი, მ. გიორგი ფლოროვსკი, მ. ალექსანდრე შმემანი, მომ. მიტრ. გიორგი (ხოდრი) ალევიზატოსი, ნ. ნისიოტისი და სხვები. მ. გიორგი ფლოროვსკი და ალივიზატოსი ემს-ს ცენტრალური კომიტეტის წევრებად აირჩიეს. მ. ალექსანდრე შმემანი ემს-ს ახა-ლგაზრდული კომიტეტის ვიცე - პრეზიდენტი, ხოლო ხოდრი და ნისიოტისი ამ კომიტეტის წევრები გახდნენ. 1948 წლის სექტემბერში მათ მიაღწიეს იმას, რომ ემს-ს დაეფინანსებინა „სრულიად მართ-ლმადიდებელთა" ახალგაზრდული ორგანიზაცია „სინდესმოსი", რო-მელიც დღესაც ემს-ს პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა.

   1948 წ. ემს-ს საპირწონედ მოსკოვში ავტოკეფალური მართლმადი-დებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა, რომელზეც ეკუმენიზმი, ვით ქრისტიანული ცხოვრების მიზნებისთვის შეუფერ-ხებელ მოძრაობად იქნა აღიარებული. თათბირზე გადაწყვიტეს ამს-ტერდამში ემს-ს ასამბლეაზე მონაწილეობისაგან თავი შეეკავებინათ. უარი მოტივირებული იყო იმით, რომ თანამედროვე ეკუმენისტური მოძრაობა არ უზრუნველყოფს ეკლესიათა გაერთიანების საქმეს მადლმოსილი საშუალებებითა და გზებით.

   ამას ადასტურებს 1950 წ. ტორონტოში ემს-ს მიერ მიღებული დეკ-ლარაცია - „ეკლესია, ეკლესიები და კლესიათა მსოფლიო საბჭო". დეკლარაციაში ვკითხულობთ: მსოფლიო საბჭო ვერ დაამკვიდრებს ერთი რომელიმე ეკლესიის განსაზღვრულ კონცეფციას. ის ვერ გადაწყვეტს ეკლესიოლოგიურ პრობლემებს. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ნებისმიერი ეკლესიოლოგიისთვის მოიძებნება ადგილი, რომლებიც საერთო სარწმუნეობრივ ბაზისზე ეკუმენისტურ დიალო-გებში მიიღებენ მონაწილეობას.

   „ტორონტოს დეკლარაციის", ერთი შეხედვით, „მართლმადიდებე-ლი" ეკუმენისტები არ მისცემენ სხვას სარწმუნოებრივ საკითხებში ჩარევის უფლებას. მაგრამ იმავე ჩაურევლობის პრინციპით ხელმძ-ღვანელობენ ემს-ში მყოფი ურიცხვი ცდომილი წარმომადგენლები, რაც მართლმადიდებლები, რაც მართლმადიდებლების ემს-ში მონა-წილეობას ადოგმატურ საფუძველზე გადაჰყავს.

   1945 წ. ავასტონში (ა.შ.შ.) ემს-ს მე-2 ასამბლეაზე აქტიური მონაწი-ლენი გახდნენ: ჯ. დალესი, არქ. ეპ. იოანე (შახოვსკი), მ. გიორგი ფლოროვსკი, რომელიც ძირითადი მოხსენებით წარსდგა, ხოლო არქ. ეპ. იოაკობისი საბჭოს ერთ-ერთი - პრეზიდენტი.

   1955 წ. შამბეზში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ათინაგორა I-მა (შვეიცარია) ემს-ში საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლობა დაა-არსა.

   1961 წ. 18 ივლისს რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომაზე მიტრ. ნიკოდიმმა (როტოვი) ემს-ში გაწევრიანების აუცილებლობასა და დროულობაზე გააკეთა მოხსენება. იქვე გადაწყვიტეს ემს-ში გაწე-ვრიანებაც.

   1961 წ. ნიუ-დელისში (ინდოეთი) ემს-ს მე-3 გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ემს-ს წევრი გახდა, ხოლო მიტრ. ნიკოდიმი (როტოვი) ცეკას წევრად აღიარეს.

   1966 წ. ჟენევაში, ემს-ს ეგიდით შედგა მსოფლიო კონფერენცია: „ეკ-ლესია და საზოგადოება". მონაწილეობდნენ: მიტრ. ნიკოდიმი (როტოვი), მიტრ. ანტონი სუროჟელი, მიტრ. პიტირიმი (ნეჩაევი), არქ. ეპ. მიქაელ (მედიუგინი) და სხვები.

   1967-1975 წწ. მ. იოანე მეინდორფი ემს-ს კომისიის - „რწმენა და ეკ-ლესიის მოწყობა" მოდერატორი გახდა.

  ამ პერიოდში კიდევ უფრო ძლიერდება ეკუმენიზმის გაამსოფლი-ურებისა და „რევოლუციური ღვთისმეტყველები" დამკვიდრების ფორმები. შედეგად, 1968 წ. უფსალში (შვედეთი) ემს-ს მე-4 ასა-მბლეაზე ეკუმენიზმის რეალური სახე კიდევ უფრო წარმოჩინდა. მასში მონაწილეობდნენ: მიტრ. ნიკოდიმი (როტოვი), მიტრ. ანტონი სუროჟელი, არქ. ეპ. ვასილი (კრივოშეინი), მომ. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, მომ. ალექსანდრიის პატრიარქი პართენი და მრავალი სხვა. ემს-ს ც. კ. წევრები იყვნენ: მიტრ. ნიკოდიმი (როტოვი) და მიტრ. ანტონი სუროჟელი.

   1971 წ. იანვარში ადის - აბებაში შედგა ემს-ს კონფერენცია სახელ-წოდებით „დიალოგი სხვა რელიგიური შეხედულებების ადამიანებ-თან". საკვანძო იყო მიტრ. გიორგის (ხოდრა) მოხსენება თემაზე „ქრისტიანობა პლურალისტურ სამყაროში სულიწმიდის საქმეა". მან მოუწოდა ქრისტიანებს შეეცნოთ მოუნათლავების ჭეშმარიტი სულ-იერი ცხოვრება, გაემდიდრებინათ საკუთარი გამოცდილება მსოფლიო რელიგიური საზოგადოებების სულიერებით, თითქოს თავად ქრისტე აღიქმება, როდესაც მადლი ეწვევა ბრამინებს, ბუდისტებსა და მუსლიმებს თავისი წმინდა წერილის კითხვის დროს.

   1975 წ. 10 დეკემბერს ნაირობში (კენია) ემს-ს მე-5 გენერალური ასა-მბლეა შედგა. კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი ბართლომე კომისიის წევრი გახდება.

   1983 წ. ვანკუვერში ემს-ს მე-6 გენ-ასამბლეის ფარგლებში სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის ევქარისტიული თანამსახურება, ე.წ. „ლიმის ლიტურგია" შედგა, რომელზეც პროტესტანტული, კათოლი-კური და მართლმადიდებლური ღვთისმსახურებების კომპილაცია განხორციელდა. ასამბლეის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ეკლესიები ემს-ს ფარგლებში ამდიდრებენ ერთმანეთის ტრადიციას, რაც „სულიწმიდის ეკუმენისტურ მოქმედებდა" მოიაზრებოდა და, რომელიც ახალი „ეკუმენისტური ტრადიციის შექმნისკენ" იყო მიმართული. მონაწილეთა შორის იყვნენ: არქ. ეპ. იაკობისი, მიტრ. პიტირიმ (ნეჩაევი) კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი ბართ-ლომე, მ. ვიტალი ბოროვოი, ა. ოსიპოვი და სხვა.

   1991 წ. კანბერაში (ავსტრალია) ემს-ს მე-7 გენ-ასამბლეა შედგა. მომა-ვალში პატრიარქმა ბართლომემ უხელმძღვანელა „მართლმადიდე-ბელი" ეკუმენისტების დელეგაციას.

   ალექსანდრიის პატრიარქმა პართენიმ (1920 – 1996) ასამბლეის დე-ლეგატებს სიტყვით მიმართა: ჩვენ მივილტვით ხილული ერთო-ბისაკენ. ეს წმინდა მიზანია. ამისკენ მიილტვის ყველა ეკლესია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი გზა... მართლმადიდებლური ეკლესია თავიდანვე მონაწილეობდა ემს-ში და მუდამ მის წევრად დარჩება.

   ასამბლეაში მონაწილეობდნენ: მ. ვიტალი ბოროვოი. ა. ოსიპოვი.

   1993 წ. სანტიაგოში (ესპანეთი) ემს-მ ჩაატარა საერთაშორისო კონფ-ერენცია „რწმენა და ეკლესიის მოწყობა". მიტრ. გიორგიმ (ხოდრი) თავის გამოსვლაში განაცხადა: ქრისტიანების ქრისტესადმი ვით ჭეშმარიტებისადმი მიმდევრობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჭეშ-მარიტებას, რომელიც ჩვენ ირგვლივ სხვადასხვა რელიგიურ ტრა-დიციებშია მოფენილი. ყველა რელიგიის ჭეშმარიტებანი ერთი და იგივე ღვთაებრივი საწყისებიდანაა. დიალოგი ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა იმიტომ, რომ ღვთაებრივი ჭეშმარიტების ძიება, დაფარული სიტყვებსა და სიმბოლოებში შესაძლებლობას გვაძლევს რელიგიური ტრადიციების მიღმა გასვლის უფლებას... ჩვენ ვეთანხმებით იმავე ქრისტეს სხვადასხვა რელიგიებში მოგზაურობის დროს. კონფერენ-ციაში მონაწილეობდა მიტრ. იოანე პერგამელიც.

   1997 წ. ემს დატოვა საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადი-დებლურმა ეკლესიებმა, იმავეს აპირებდა სერბეთის ეკლესია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

   1998 წ. გაზაფხულზე თესალონიკში (საბერძნეთი) სრულიად მართ-ლმადიდებელთა შეკრება შედგა რუსეთი და სერბეთის მართლმადი-დებლური ეკლესიების ინიციატივით. კრების მონაწილეებმა დაა-დასტურეს, რომ ემს-ს არსებობის მანძილზე სარწმუნოებრივი და ზნეობრივი გაყოფა მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებ-ლებს შორის არა თუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა. კრებამ მოუწოდა მართლმადიდებელ მონაწილეებს თავი შეეკავათ ეკუმენისტურ ასამბლეებზე ერთობლივი ღვთისმსახურებებისაგან. ამის მიუხედავად, ემს-ს დოკუმენტში ხაზგასმით მოითხოვდნენ განეკითხათ „დესტრუქტული ანტიეკუმენიზმის" მომხრეები.

  1998 წ. ხარარში (ზიმბაბვე) ემს-ს მე-8 ასამბლეა შედგა. შემუშავდა დეკლარაცია „ურთიერთგაგებისა და ემს-ს ხედვისათვის". მასში აღინიშნა, რომ ემს-ს ეკლესია-წევრები ვერ მიაღწევენ კონსესუსს ყველა საკითხში. მთავარია ემს არის ეკლესიათა თანამეგობრობა დ არა ორგანიზაცია ან რომელიმე საეკლესიო ინსტიტუტი.

  ასამბლეის მსვლელობისას „მართლმადიდებელმა" ეკუმენისტებმა, ძირითადად, იგნორირება გაუკეთეს არამართლმადიდებლებთან ერ-თობლივი ლოცვის აკრძალვას. მონაწილეთა შორის იყვნენ: მ. ვლადიმერ შმალი, პ. ი. მეინდორფი და სხვები.

   2006 წ. პორტუ - ალეგრაში (ბრაზილია) ემს-ს მე-9 გენერალური ასა-მბლეა შედგა. მონაწილეთა შორის იყვნენ: ალბანეთის მართლ-მადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი არქ. ეპ. ანასტასი (იანუ-ლატისი), მიტრ. გენადი სასიმელი, ეპ. ეგნატე (მედიჩი), ეპ. ილარიონი (ალფეევი), მ. ვსევოლოდ ჩაპლინი და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Антимодернизм.rу

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება