მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > სიყმაწვილის მგზნებარე წლები - წმ. თეოფანე დაყუდებული

სიყმაწვილის მგზნებარე წლები - წმ. თეოფანე დაყუდებული


13-09-2015, 00:05

სიყმაწვილის მგზნებარე წლები - წმ. თეოფანე დაყუდებული

 

   სიყმაწვილის მგზნებარე პერიოდის გავლის შემდეგ სამი ტიპის ადა-მიანები ყალიბდება. ერთნი - კეთილნი და ღვთისმოსავნი, მეორენი - ბოროტნი და გარყვნილნი, მესამენი კი მიილტვიან ხან სიკეთისაკენ, ხან ბოროტებისაკენ, როგორც გაფუჭებული საათი, რომელიც ხან სწორად მუშაობს, ხან კი წინ გარბის ან უკან რჩება.

   თავისთავად სიყმაწვილე სახიფათოა. მინდა გამოვყო ორი განსაკუ-თრებული მიდრეკილება, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ყმაწ-ვილებს. ეს გახლავთ შთაბეჭდილებების დაკმაყოფილების წყურვილი და ადამიანებთან ურთიერთობისაკენ მისწრაფება. ორივე ეს მიდრე-კილება წესს თუ არ დავუმორჩილეთ, სიკეთის ნაცვლად დიდ ზიანს მოგვაყენებს.

   შთაბეჭდილებების დასაკმაყოფილებლად ყმაწვილს სურს ყველაფ-ერი თვითონ გამოსცადოს, ყველაფერი ნახოს და გაიგოს. მას სახლში ვერ გააჩერებ. მისი სტიქია - გართობაა. მაგრამ ამითაც არ კმა-ყოფილდება და ცდილობს სხვისი განცდების გაზიარებას. იწყებს წიგნების განურჩევლად კითხვას. ერთი წიგნი არ დაუმთავრებია, მეორეზე გადადის. მისთვის მთავარია ეფექტი განიცადოს, არა აქვს მნიშვნელობა, რა სახის იქნება ის. რეალობა მას ბოჭავს და საზღვრებს უწესებს, მას კი ეს არ მოსწონს - თავისუფლება სურს. ის ხშირად ფანტაზიორობს. გონებაში წარმოესახება გმირობის სხვადასხვა ისტორიები. ყმაწვილი ახლა იწყებს ცხოვრებას. მის წინ იდუმალი მომავალია. მას მოუთმენლად სურს გაიგოს ვინ იქნება ის? ამგვარ ფიქრებში გართული მეოცნებე ხდება.

   ოცნება, მსუბუქი კითხვა და გართობა დიდ ზიანს აყენებს ყმაწვილს. ახალგაზრდა ყვავილი, რომელსაც ყველა მხრიდან ქარი უბერავს, მალე გახმება. ბალახი, რომელზეც ხშირად დადიან, არ გაიზრდება, იგივე დაემართება გულს, თუ მიეცემა ოცნებობას, უაზრო კითხვას ან გართობას.

   კარგია, როდესაც ყმაწვილი იზრდება მკაცრი დისციპლინით, ხელ-მძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ. ბედნიერია ის ყმაწვილი, რომ-ელსაც ასაკის დადგომამდე შეზღუდული აქვს თვითნებობა. ყველა მათგანს უნდა უხაროდეს, თუ ამ მდგომარეობაში იმყოფება. ყმაწვილი დიდ სიბრძნეს გამოიჩენს, თუ მიენდობა რჩევებს და მეტ დროს სახლში საქმიანობით გაატარებს. სისტემატიური გართობის ნაცვლად, შრომას შეიყვარებს, ოცნების ნაცვლად - სერიოზული საგნების შესწავლით დაკავდება, მოუწესრიგებელი კითხვა აუცილებლად მიზანდასახული, სულის სასარგებლო წიგნების კითხვით უნდა შეიცვალოს.

   მეორე მიდრეკილებაა - ურთიერთობისკენ მისწრაფება, რაც მეგო-ბრების ძიებაში და სიყვარულში გამოიხატება.

   სიყმაწვილის ასაკი ცოცხალი გრძნობების პერიოდია. გრძნობები და შთაბეჭდილებები ყმაწვილს იმდენი უგროვდება, რომ მას სურს სხვას გაუზიაროს ის. მოთხოვნილება ბუნებრივია, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს. ვისაც შენ გრძნობებს გაუმხელ, მას რაღაცნაირად შენზე ზემოქმედების ძალაუფლებას აძლევ. რა სიფრთხილე გვმართებს უახლოესი მეგობრის შერჩევისას! ისეთსაც შეხვდები, ჭეშმარიტ გზაზე რომ არ დგას და შენც უფსკრულისკენ წაგიყვანს. რა თქმა უნდა, კეთილი გული კეთილ გულს ეძებს. მაგრამ ხშირად გულალალობის გამო ვცდებით და ვტყუვდებით. კარგია არ დაუმეგობრდე, ვიდრე არ გამოცდი მეგობარს. უკეთესია მეგობრად მამა გყავდეს ან ახ-ლობელთაგან გამოცდილი და კეთილი ადამიანი. ქრისტიანულად ცხოვრების გზა ვინც აირჩია, მისთვის პირველი მეგობარი სულიერი მოძღვარი უნდა იყოს: მას ესაუბრე, მას გაუნდე საიდუმლო, მისგან იხელმძღვანელე. მოძღვრის ლოცვით, თუ საჭიროა, ღმერთი მოგმადლებს კიდევ სხვა მეგობარს.

   თუმცა ზიანი ხშირად არა მეგობრებისგან, არამედ სხვადასხვა ამხა-ნაგებისგანაა. ნამდვილ მეგობარს იშვიათად ვპოულობთ, ნაცნობებს და ახლობლებს კი ხშირად. აქ კი უამრავ ბოროტმოქმედებას ვა-წყდებით. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოროტი წესით ცხოვრობენ. არ გამოიჩენ სიფრთხილეს და მათი ბოროტი სულის თანაზიარი ხდები... თავის დაღწევა ამ წრიდან კი ძალიან ძნელია. ცრუ სირცხვილის და ცრუ ყვედრების გამო ყმაწვილები არ ამბობენ სიმართლეს. ქრისტიანულად ცხოვრება ვინც გადაწყვიტა, მან მხოლოდ ღვთისმოშიში ადამიანი უნდა აირჩიოს მეგობრად, სხვა დანარჩენს კი უნდა მოერიდოს.

   მან შეიძლება საერთოდ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგოს. პი-რველ ეტაპზე ყმაწვილს უჩნდება მშვენიერების მოთხოვნილება, საბოლოოდ კი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სურს. ყმაწვილი გონებაში ქმნის რაღაც სახეს, რომელიც მას არ შორდება. ამ ეტაპიდან ის ეძებს თითქოს მშვენიერს, იდეალურს, არა ამქვეყნიურს, სი-ნამდვილეში კი ჩვეულებრივ ადამიანურ ვნებას ხვდება და ცდუნდება. სწორედ ცდუნებას უნდა ერიდოს ყმაწვილი, რამეთუ ეს ავადმყოფობაა, თანაც ისეთი საშინელი, რომ ავადმყოფს სიგიჟემდე სურს დარჩეს ავად.

   როგორ მოვიშოროთ ეს წყლული? პირველ რიგში, ნუ ივლი იმ გზით, რომელსაც იქეთკენ მიჰყავხარ. ამ გზას აქვს სამი მიმართულება.

   1. თავდაპირველად ყმაწვილს, არ ვიცი რატომ და რისგან, უჩნდება მარტოობის გრძნობა. ამ გრძნობიდან იბადება ერთგვარი სიბრა-ლული, სიფაქიზე და თავისადმი ყურადღება. ადრე ის ისე ცხო-ვრობდა, თითქოს საერთოდ არ ამჩნევდა თავის თავს. ახლა კი ყურადღებას აქცევს და ასკვნის, რომ ის სულაც არ არის უკანასკ-ნელთაგანი. გრძნობს თავის სილამაზეს. იბადება თავმომწონეობა. ამ ეტაპიდან ყმაწვილი გარე სამყაროს მიმართავს.

   2. გარე სამყაროში გამოსვლით ის გრძნობს, რომ სხვას უნდა მოაწ-ონოს თავი, ის მხნედ გამოდის მოქმედების სარბიელზე, იწყებს ბოდიალს, ეცნობა ადამიანებს, ამასთანავე ცდილობს სხვას წარემატოს გონება-გამჭრიახობით, სასიამოვნო ურთიერთობით, ყურადღებიანო-ბით, ერთის სიტყვით, ყველაფრით, რითაც იმედი აქვს თავი მოაწონოს სხვას.

   3. ამ განწყობით ყმაწვილი სულ მალე პოულობს თავის ავადმყოფო-ბას. ლამაზი ქცევით ან განსაკუთრებულად სასიამოვნო ხმით მო-ხიბლული ყმაწვილი თავიდან გაშეშებული დგას, გონს რომ მოეგება ხვდება, რომ მთელი ყურადღება და გული მიმართულია ერთი საგნისაკენ და დაუძლეველი ძალით მისკენ მიილტვის. ამ დროიდან მის გულს სევდა ღრღნის. ყმაწვილი დაღვრემილია, თავის თავში ჩაფლული, თითქოს მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული. ეძებს, თითქოს რაღაც დაკარგა, და რასაც არ უნდა აკეთებდეს, ერთი პიროვნებისათვის აკეთებს. ის გონებაარეულია, ეკარგება ჭამის და ძილის სურვილი, ყოფიერი საქმეები ავიწყდება და მათი ხსენება აღიზიანებს. მისთვის არაფერია ძვირფასი. ის დაავადებულია ულ-მობელი ტკივილით, რომელიც გულზე სევდად აწევს, სუნთქვას უზღუდავს, სიცოცხლის ძალებს ართმევს. ასეთია ამ წყლულის შედეგი! ცხადია, თუ რა სიფრთხილე მართებს ყველა ყმაწვილს, რათა ამ სენით არ დაავადდეს.

   - ნუ ივლი ამ გზით! შეებრძოლე ამ წყლულის პირველივე ნიშნებს: მოიწყინე? - ნუ იოცნებებ, შეუდექი სერიოზულ საქმეს და გაგივლის. შენი თავის სიბრალული გაგიჩნდა? თავმომწონეობამ გძლია? - ნუ დაინდობ თავს, სიმკაცრე დაუპირისპირე. დაფიქრდი იმაზე, რა დაცემულია ის აზრი, რომელიც თავში გიტრიალებს. აქ თუ შეჩე-რდები, ჩათვალე, რომ გაიმარჯვე. არც თავმომწონეობის სურვილი გაგიჩნდება, არც პრანჭვის. საიმედო გალავანი ამ შემთხვევაში ფიზიკური და გონებრივი შრომაა. მოუმატე მეცადინეობას, იჯექი სახლში, ნუ გაიფანტები. გამოსვლა თუ დაგჭირდა - გრძნობები მოთოკე, სხვა სქესს მოერიდე, მთავარია - ილოცე.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება