მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო, მთავარი გვედის ფოტო > სარწმუნოების სიმბოლოს პირველი წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი

სარწმუნოების სიმბოლოს პირველი წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი


25-09-2015, 00:00

სარწმუნოების სიმბოლოს პირველი წევრის შესახებ - წმიდა ფილარეტ მოსკოველი

 

   კითხვა: ყოველივე ეს ჩანს წმინდა წერილიდან?

   პასუხი: თავად იესო ქრისტემ თქვა, რომ "სულ არს ღმერთი" (იოანე, 4, 24).

   ღმერთის მარადიულობაზე საუბრობს დავითი: "პირველ მთათა და-ბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ" (ფსალმ. 89, 3).

   აპოკალიფსში იკითხება შემდეგი დიდებისმეტყველება ღმერთისად-მი: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლის მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს" (გამოცხად. 4, 8).

   პავლე მოციქული ამბობს, რომ სახარება გამოცხადებულია "ბრძა-ნებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა" (რომაელ. 14, 25).

   ღვთის სახიერების შესახებ თავად იესო ქრისტემ თქვა: "არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი" (მათე, 19, 17).

   იოანე მოციქული ამბობს: "ღმერთი სიყუარული არს" (1 იოანე, 4, 16).

   წინასწარმეტყველი დავითი ქებას აღავლენს: "შემწყნარებელ და მო-წყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდ-მოწყალე. ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა" (ფსალმ. 144, 8, 9).

   ღმერთის ყოვლისმცოდნეობაზე მოციქული იოანე ამბობს: "უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი" (1 იოანე, 3, 20).

   პავლე მოციქული შეჰღაღადებს: "ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრ-ძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!" (რომაელ. 11, 33).

   ღვთის მართლმსაჯულების შესახებ დავითი გალობს: "მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან" (ფსალმ. 10, 7).

   პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთმა "მიაგოს კაცად-კაცადსა სა-ქმეთა მისთაებრ, (და, რომ) არა არს თუალთღებაჲ ღმრთისა თანა" (რომაელ. 2, 6, 11).

   ღვთის ყოვლადძლიერების შესახებ ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს" (ფსალმ  32, 9).

  სახარებიდან მთავარანგელოზის სიტყვებია: "არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ." (ლუკა, 1, 37).

   ღვთის ყველგანმყოფობას დავითი ასე გამოხატავს: "ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი? აღ-თუ-ვჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა, და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. და ვთქუ: ბნელმან სამე და-მთრგუნოს მე და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი" (ფსალმ. 138, 7-12).

  იაკობ მოციქული ამბობს, რომ ნათლის მამისა "თანა არა არს ცვა-ლება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ" (იაკობ, 1, 17).

   პავლე მოციქულის თქმით, ღმერთი "არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო" (საქმე მოციქულთა, 17, 25).

   იგი, ასევე, ღმერთს უწოდებს ნეტარს, ერთადერთ ძლიერს, მეფეთა მეფეს, უფლებათა უფალს (შდრ. 1 ტიმოთ. 6, 15). (გაგრძელება იქნე-ბა...)


უკან დაბრუნება