მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ეკუმენიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე14-05-2020, 19:58 |
მსოფლიო რელიგიების კონტროლისა და მართვის მცდელობა შორეულ საუკუნეებში იღებს სათავეს. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით საიდუმლო იუდაურმა მთავრობამ - (სინედრიონმა) გადადგა. ის ზემოქმედებას ახდენდა როგორც ეგვიპტესა და ბაბილონის მოგვებზე, ასევე ქრისტიანულ და მუსლიმ იერარქიებზე. ეს მცდელობა არც თუ ისე შედეგიანი აღმოჩნდა. მსგავსი ტენდენცია XVIII საუკუნის ბოლოსაც გამოიკვეთა, როდესაც ევროპაში გამოჩნდა ფარული ორგანიზაციები. ისინი გავლენას ახდენდნენ საზოგადოების სულიერ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ზემოქმედების მექანიზმის ამ ჩარჩოებში იგეგმებოდა მსოფლიო რელიგიათა კონტროლის პირველი ორგანიზებული ცდა. 1883 წელს ზენაციონალური ელიტის მოღვაწეებმა შექმნეს მსოფლიო რელიგიების პარლამენტი, რომელმაც პირველად დააყენა ღიად გაერთიანებული რელიგიური ორგანიზაციების შექმნის საკითხი. ამ ორგანიზაციის განვითარებას ხელი შეუშალა კაცობრიობის ყველა ჯანსაღმა ძალამ. XX საუკუნის 50-იან წლებში ზენაციონალური ელიტის მოღვაწეებმა რელიგიათა მსოფლიო ალიანსის შექმნა მოახერხეს, ამ მოძრაობას ლიდერებმა ეკუმენიზმი უწოდეს. ხსენებული მეტად მზაკვრული ერთობა საფუძვლიანად არის გაანალიზებული არქიმანდრიტების სერაფიმესა (ალექსიევი) და სერეგის (იაზაჯიევი) ნაშრომში. შეგვიძლია წავიკითხოთ ამ თხზულების ნაწყვეტები: „თანამედროვე ეკუმენისტურ მოძრაობას მსოფლიო მოძრაობის პრეტენზია აქვს, მაგრამ იგი ერთიანობას ჭეშმარიტი სარწმუნოების წიაღს განრიდებული, მართლმადიდებლობისაგან განდგომილი კონფესიების მექანიკური შეერთებით ცვლის, ამიტომ არის თანამედროვე ეკუმენიზმი სრულიად ახალი მოვლენა. ეკუმენიზმის იდეა XIX საუკუნის შუა წლებში ინგლსსა და ამერიკაში დაიბადა. იგი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობის გაერთიანებას, იმ აღმსარებლობების ერთობას, რომელსაც რატომღაც „ეკლესიის" სახელი ჰქვია. 1848 წელსსწორედ ამ მიზნით მიღწევას ცდილობდა ამსეტრდამის ასამბლეაზე შექმნილი „ეკლესიათა" მსოფლიო საბჭო (ემს), რომლის ცენტრი ჟენევაშია. ემს-ის მოღვაწეობის შესახებ საინტერესოა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადება. წმიდა სინოდის ეპისტოლე ემს-ის V ასამბლეას მისი შედეგების გამო სამართლიან ბრალდებებს უყენებს: „ქრისტიანულ ერთობასა და ეკუმენისტურ მოძრაობას დიდ საფრთხეს უქმნის ეკუმენისტური მოძრაობის ზოგიერთი მონაწილის აზრი, თითქოს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" შეუძლია მიაღწიოს თავისი წევრი ეკლესიების ისეთ დაახლოებას, რომ ემს-ს ერთ-ერთი მომავალი გენერალური ასამბლეა მსოფლიო ქრისტიანულ კრებად იქცეს. ეს უკვე იმის დაშვებას ნიშნავს, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მომავალში რაღაც „ზეეკლესია" გახდება"... ჟენევის ეკუმენიზმსა და წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულებებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ ამას თვით საღვთისმეტყველო საკითხებში გაუვითცნობიერებელი ქრისტიანებიც კი ხვდებიან. ეს განსხვავება მათში ეკუმენისტური მოძრაობისადმი სამართლიან უნდობლობას იწვევს. ყოველი არამართლმადიდებლური რელიგიური სწავლება დამღუპველია და საძაგელი ღვთის წინაშე, რადგან მაცხოვნებელ, ღმრთივგამოცხადებულ სწავლებას - მწვალებლური სიცრუით ცვლის. - ამით იგი განასახიარებს ღმერთს და განგვაშორებს მას. წმიდა წერილში ღმერთი არაერთხელ გვიმოწმებს, რომ მის რისხვას მხოლოდ ისინი როდი იწვევენ, ვინც ღმრთის ნაცვლად კერპებს სცემენ თაყვანს, არამედ ისინიც, ვინც არასწორად ქადაგებენ მის შესახებ. იობის წიგნში ვკითხულობთ: „სცოდე შენ და ორთა მეგობართა შენთა, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტისა ჩემ წინაშე არც ერთსა რას, ვითარ-იგი მსახური ჩემი იობ." (იობ. 42.)... მართლმადიდებლობის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ იგი, ერთადერთი ყველა ქრისტიანულ აღმსარებლობას შორის, ყოველთვის სწორად ასწავლიდა და ასწავლის ღმერთის, ქრისტეს, მის წმინდა ეკლესიისა და ყველა სხვა საღმრთო საიდუმლოს შესახებ; ეს მაშინ, როდესაც ყველა სხვა აღმსარებლობა შეიცავს „ჭეშმარიტებას სიცრუვით" (რომ. 1.18). დასაბამიდან დღემდე მართლმადიდებლობა უცვლელად ინახავს ღმრთივგამოცხადებულ სწავლებასა და წმიდა გადმოცემას... როგორც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიაა მარად ერთგული ღმრთისა და სწორად ასწავლის მის შესახებ, ასევე ეკლესიის ცალკეული წევრი უნდა იყოს ღმრთის ერთგული, მტკიცედ მისდიოს საეკლესიო სწავლებას, რათა არ დაეკარგოს ეკლესიას, არ მოაკლდეს საუკუნო ცხოვრებას. წმიდა ათანაზე დიდის სარწმუნოების სიმ-ბოლოში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს ცხონება სურს, პირველ ყოვლისა კათოლიკე სარწმუნოება უნდა დაიცვას. ხოლო თუ კაცი მას უვნებლად და განუხრწნელად არ ინახავს, საუკუნო წარწყმედა ელის!" საიდუმლოთა მცნობელი წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი გვიბრძანებს არაფერი შევცვალოთ და არც მივუმატოთ იმას, რაც სულიწმიდის მიერ მოგვეცა (გამოცხ. 22.18-19), თორემ მოვაკლდებით ქრისტესმიერ ცხოვრებას, რომლის ღირსნი გახდებიან მხოლოდ მორწუნენი ვიდრე სიკვდილამდე „ (გამოცხ. 2.10). იგივე იოამე. სიყვარულის მოციქული, მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ აღმსარებლობას: „რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღვრებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ" ნუ ეტყვით მას, რამეთუ რომელმან ჰქუას მას „გიხაროდენ", ეზიარების საქმეთა მისთა ბროტთა" (2 იოან. 1.10-11). და ამიტომ მოითხოვს: თქუენ უკუე, რომელი იგი გესმა პირველთაგან, თქუენ თანა ეგენ... თქვენცა ძისა თანა და მამისა და თანა ეგნეთ" (1 იოანე 2.24). ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ იმარხავს ღმრთივგამოცხადებულ სწავლებას, იესო ქრისტესაგან წმიდა მოციქულთა მეშვეობით გადმოცემულს, ის უცხოა ღვთაებრივი და ცხოველმყოველი სამებისათვის და საუკუნო წარწყმედა ელის..."1 როდესაც ეკუმენიზმსა და მის დამღუპველ გავლენას ვიკვლევთ, უნდა ვთქვათ: ახლანდელი ეკუმენიზმი ძველისძველ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შორდება და უფრო მეტიც, ებრძვის მას. ეს უდავოდ ახალი ბაბილონის გოდოლის მშენებლობაა. ამიტომ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ვისთვისაც სულის ცხონება ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განეშოროს ამ დამღუპველ სწავლებას და მტკიცედ დაიცვას მამებისეული სწავლება. წმიდა პავლე მოციქული მკაცრად გვიბრძანებს: „მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღვრებაი ესე, რომლიცა გისწავიეს გინა სიტყვათა გინა წიგნითა ჩუენით." (2 თეს. 2.15) და დავასრულებთ ჩვენ სათქმელს წმიდა მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით: „თუ ბოლო ხანს გაჩენილ სასახლეებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათ ბოროტების უკიდურეს ხარისხს მიაღწიეს. გავფრთხილდეთ, მშვიდობის საბაბით იმ განდგომილების მონაწილენი არ გავხდეთ, მოციქულმა რომ თქვა (2 თეს. 2. 3-4), ანტიქრისტეს მოსვლის წინამორბედი იქნებაო."2
1გაზ: ხარება #2 (40). 2004 წ. გვ. 14-15.
2იქვე გვ. 16.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |