მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ყოველდღიური სულიერი საზრდო - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

ყოველდღიური სულიერი საზრდო - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


14-09-2015, 00:01

ყოველდღიური სულიერი საზრდო - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   მე კვლავ იგივეს თქმა მინდა: აუცილებელია მზერა ზემოთ და არა ქვემოთ, მზერა ზეციურ სასუფეველს უნდა მივაპყროთ, და არა მიწიერი ცხოვრების დეტალებს. უფრო სწორად, მიწიერი ცხოვრების დეტალები მეორე პლანზე უნდა იდგნენ, ხოლო ზეცისკენ ლტოლვა კი მოშურნეობით, გამბედაობითა და მუდმივობით უნდა იყოს აღვსილი. მუდმივობა ეს ის თვისებაა, რომელიც წმინდა მამათა სიბრძნით ნასაზრდოვები სულიერი ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმითაა გამომუშავებული და არა ტრადიციის გამო ტრადიციაზე დგომით. სხვა სიტყვებით რომ ეს თვისება იმის ათვისებასა და ასიმილაციაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასაც წმინდა მამათა ღვთითშთა-გონებული სიბრძნე მათ წერილებში გვთავაზობს. მეორე მხრივ, ეს მუდმივობა ლოცვის მეოხებით გამომუშავდება. საღვთისმეტყველო ტექსტებში ჩვენამდე ყველა ძირითადმა ლოცვამ მოაღწია. რა თქმა უნდა უნდა, სხვადასხვა ადგილებსა და ვითარებაში ლოცვები მეტნაკლებად შესაძლებლობისა და ძალისამებრ აღესრულება.

   მუდმივობა სულიერი ლიტერატურის ხშირი კითხვით გამომუშავ-დება, მაგალითად, ტრაპეზის დროს, იმიტომ რომ დროის სულის-კვეთების წინააღმდეგ მუდმივი აცრა გვესაჭიროება. ჩვენ მუდმივად უნდა ვიღებდეთ ამ სულიერ საზრდოს, რომელიც საეკლესიო მსახურებებისა და კითხვისას მოგვეწოდება იმისათვის, რათა წუთი-სოფლის სულის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ, რომელიც გვთრგუნავს და ჩვენს დამორჩილებას ცდილობს. თუკი თუნდაც ერთი დღე ვწყვეტთ წმ. წერილისა და წმ. მამათა სიტყვების ინექციას - ეს ნიშნავს, რომ ჩვენში წუთისოფელი უპირატესობას იძენს, თუ ჩვენ მათ გარეშე ერთი დღე ვიცხოვრებთ, წუთისოფელი ჩვენში ფესვს იდგამს, ორი დღე - ის ჩვენ უფრო მეტად გვიპყრობს და მალე აღმოვაჩენთ, რომ სულ უფრო მეტად და მეტად ვიწყებთ ამქვეყნიურად აზროვნებას; და რაც უფრო მეტად ვიწყებთ ასეთნაირად აზროვნებას, მით უფრო მეტად ვკარგავთ სულიერ გონებას.

   სულიერი საზრდოს ეს ყოველდღიური ინექციები საქმის გარეგნულ მხარეს წარმოადგენს, შინაგანი მხარე კი ე.წ. სულიერი ცხოვრებაა. სულიერი ცხოვრება ღრუბლებში ყოფნას, მხოლოდ ბაგეებით იესოს ლოცვის წარმოთქმასა და სხეულის რაღაც მოძრაობების შესრულებას კი არ ნიშნავს, არამედ - სულიერი ცხოვრების კანონების ისეთ რაკურსში გახსნას, როგორშიც ის პირადად ჩვენს სიტუაციაში და პირობებში გამოგვადგება. ეს წლების განმავლობაში გამოგვიმუშავ-დება. წმ. მამების ყურადღებით წაკითხვით უბის წიგნაკთან ერთად, სადაც იმ ციტატებს ვიწერთ, რომლებიც ჩვენთვის უფრო მნიშვ-ნელოვნად გვეჩვენება, ვსწავლობთ მათ, ვარკვევთ თუ რამდენად მოგვესადაგება ისინი, აუცილებლობის შემთხვევაში სხვა წმ. მამებთან პარალელურ ადგილებს ვპოულობთ, ვადარებთ. ჩავუფიქრდებით, უფრო ღრმად ვწვდებით აზრს და ა.შ. თუკი თქვენ რაიმე საგანში მზა და ამომწურავი რეცეპტის მოძიებას მოისურვებთ და ამ მიზნით წმ. მამათა საფუძვლიან შესწავლას შეუდგებით, მაშინ თქვენი განზრახვა წარუმატებლობისთვისაა განწირული. მართალია წმ. მამათა ქმნილ-ებების რამდენიმე საძიებელი არსებობს. მაგრამ ეს არ არის სულიერი ცხოვრების შედგომის გზა. თქვენ მას ნელ-ნელა უნდა შეუდგეთ და წმ. მამათა მოძღვრება იმ ზომით უნდა აღიქვათ, როგორც შეგიძლიათ, თან დროთა განმავლობაში იმავე ტექსტებს უნდა დაუბრუნდეთ და მათი მნიშვნელობა უფრო ღრმად უნდა აღიქვათ და ბოლოსდაბოლოს იმის ნათელ გაგებამდე მიხვალთ, სულიერი ცხოვრების კანონის რომელი ფორმაა თქვენთვის გამოსადეგი. თუ თქვენ ასე მოიქცევით, მაშინ იმავე წმ. მამის კითხვისას სულ ახალსა და ახალს აღმოაჩენთ, სულ უფრო და უფრო ჩაუღრმავდებით მას.

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს"

 



უკან დაბრუნება