მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მუდამ გვიხაროდეს - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
მუდამ გვიხაროდეს - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი12-09-2015, 00:02 |
თანამედროვე მსოფლმხედველობა იმაში მდგომარეობს, რომ ქვემოთ ვიყურებოდეთ და იქ მოვიძიოთ მიზეზები, რომლებიც მეორეხა-რისხოვანია. ქრისტიანული მსოფლმხედველობა - ეს ზემოთ ყურებაა, ამიტომ წმ. გრიგოლის მსგავს ადამიანებს, როგორც ამას მისი ნაწერების კითხვა გვაგრძნობინებს, თან მუდმივად სიხარული ახ-ლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რაღაც ზედაპირული, აღტაცებული გრძნობებით არიან ბედნიერნი, ისინი უფრო სწორედ ღრმა ბედნიერების მდგომარეობაში იმყოფებიან, იმიტომ რომ მათი მზერა მუდმივად ზემოთ მიისწრაფვის და მათი სულიერი გონება მუდმივად და გადაჭრით იმ განსაზღვრული ადგილისკენაა მიმ-ართული, რომლის მიღწევაც მათ სურთ ანუ ზეცისაკენ, ამიტომაც წუთისოფელში ყველა საგანს ისინი ამ თვალსაზრისით განიხილავენ. თუკი იმას, რასაც ისინი ხედავენ ბოროტებასთან, ეშმაკის ხრიკებთან, ამა სოფლის საცდურებთან, გარყვნილებასა და გახრწნასთან ან უბრალოდ ჩვულებრივ მატერიალურ ნივთებთან ან მოვლენებთან აქვს კავშირი, ყოველივე ეს მათ მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ და პირველ ადგილზე არასოდეს აყენებენ. წმინდა მამები გვასწავლიან, ჩვენ ყველაფერში რაღაც სასარგებლოს უნდა ვხედავდეთ ჩვენი სულის ცხონებისათვის. თუ თქვენ გაგაჩნიათ ამგვარი ხედვა, მაშინ შეგიძ-ლიათ ცხონება მოიპოვოთ. მოვიყვან ასეთ პროზაულ მაგალითს: თქვენ საბეჭდ მანქანასთან მუ-შაობთ და სიხარულით აკვირდებით, თუ როგორ სუფთად და აკურატულად გამოდიან მისგან დაბეჭდილი სტრიქონები. ეს სულში კმაყოფილების სასიამოვნო შეგრძნებას ბადებს და თქვენ ფართო მისიონერულ მოღვაწეობაზე და სხვადასხვა ქვეყნებში ასლების რაც შეიძლება მეტი რაოდენობის გაგზავნაზე ოცნებობთ. მაგრამ უცებ მანქანას რაღაც მოსდის. ის წყობიდან გმოდის და იწყებს გვერდების მარჯვნივ და მარცხნივ გადაყრას; გვერდები იჭმუჭნება, ერთმანეთს ხევს და თქვენი კმაყოფილების საგანი ტანჯვის მიზეზად იქცევა. თქვენ ხედავთ, რომ ყველა დამატებითმა ასლმა, რომლებზეც იმედს ამყარებდით, ერთმანეთი გაანადგურა და ბოლოს და ბოლოს, ის რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ - ესაა მანქანასთან დარჩენა, იესოს ლოცვის კითხვა და რაღაც გამოსწორების მცდელობა. მართალია, ეს სულს კმაყოფილებით არ ავსებს (როგორც მაშინ, როცა ახალთ-ახალი, აკურატულად დაბეჭდილი ფურცლები გამოდიოდნენ მანქანიდან), მაგრამ სულიერ პლანში ეს ყველაფერი შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს, რადგან იგი თქვენ ძალ-ღონისა და ყურადღების მოკრებას გაიძულებთ და ბრძოლისაკენ მოგიწოდებთ. ბრძოლის მოგება იმაზე კი არაა დამოკიდებული, საათში თუ რამდენ ასლს აკეთებს თქვენი მანქანა, არამედ იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია თქვენი სული.თუ თქვენს სულს შეუძლია, რომ ცხონდეს და ამავდროულად ბეჭდვითი სიტყვაც აწარმოოს, რომელსაც სხვების ხსნაც შეუძლია - მაშინ, მით უკეთესი. მაგრამ თუ თქვენ ბეჭდვით სიტყვას აწარმოებთ, რომელიც სხვას აცხოვნებს, მაგრამ ამავდროულად საკუთარ სულს ანგრევთ - ეს უკვე ცუდია.
წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს"
უკან დაბრუნება |