მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ვიყუროთ ზემოთ - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
ვიყუროთ ზემოთ - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი9-09-2015, 00:02 |
წმიდა წერილი, წმ. მამათა ნაწერები, მათი ცხოვრება და საეკლესიო მსახურებანი - ეს ყოველივე მიზნად ჩვენი ყოველდღიური, ამსოფ-ლიური ცხოვრების კეთილმოწყობას კი არ ისახავს, არამედ ისინი ზეცისაკენ მიმავალ გზას მიგვითითებენ. თუკი ჩვენს მზერას ამ მაღალი მიზნისაკენ მივმართავთ, მაშინ მოშურნეობას (გულმოდგინე-ბას) ვიძენთ ანუ ამქვეყნიური ცხოვრების ამ რუტინაზე (რომელიც მოწყენილობას გვინერგავს, ძალას გვართმევს, გვაიძულებს სულით დავეცეთ და არსად არ მივყავართ) რაღაც უფრო ამაღლებულის ხედვის უნარს. მაგრამ ეს მოვლენები, უფრო მაღალი რიგისაა: წმიდა წერილი, წმ. მამების მიერ წმიდა წერილის განმარტებანი (რომლებიც დიდი სიღრმით გამოირჩევიან); საეკლესიო მსახურებანი, წმიდათა ცხოვრება; იმ ადამიანთა მონათხრობები, რომლებიც იმ სამყაროში იყვნენ და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეს დაუბრუნდნენ - ეს ყველაფერი ჩვენში მოშურნეობას აღანთებს, თუ შინაგანად ღვთის სიყვარულის ნაპერწკალი გაგვაჩნია. ჩვენ გვინდა მუდმივად ამ მდგომარეობაში დავრჩით, რათა ზეცა მოვიპოვოთ. მაგრამ ეს გულმოდგინება ვნებიანი აღტკინება არ უნდა იყოს, რომელიც შემდგომ განელდება. მისთვის უფრო ღრმა რაღაცისაგან წარ-მოშობილი ზომიერება უნდა იყოს დამახასიათებელი. ანუ ის, რასაც ღირსი სერაფიმე საროველი უწოდებს გამბედაობას, ანუ მოშურნეობას, რომელიც თქვენს სიცოცხლეში უცვლელად თანამყოფ ერთგვარ წერტილს წარმოადგენს. იგი თქვენ თვით წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი წინსვლას გაიძულებთ, ვინაიდან გრძნობთ, რომ არსებობს რაღაც უფრო ამაღლებული, რაღაც რომელსაც თქვენ მუდმივად უნდა ფლობდეთ. ესაა თქვენი გამბედაობა, ზეციურს რომ მიაღწიოთ. და ეს გამბედაობა, ან უფრო უკეთესი იქნებოდა გვეთქვა, ეს მოშურნეობა, რომელიც გამბედაობად იქცა, მუდმივი უნდა გახდეს, ანუ არც მაღლა უნდა აფრინდეს, არც დაბლა უნდა დაეცეს და არც უნდა დაიწვას. ყველაფერი, რაც ხდება, აუცილებლად ზეციური ან სულიერი მხარე უნდა დავინახოთ, იმიტომ, რომ, თუ ჩვენ ხან ზეციურს და ხან მიწიერს დავინახავთ, მაშინ ხან ზეცისაკენ დავიწყებთ სიარულს, ხან - ქვემოთ. ქვემოთა მხარე კი ძალიან ძლიერია. მან შეიძლება (ამას ჩვენ ქრისტიანობის ოქროს ხანაში წმ. პატერიკის ცხოვრების მაგალითზეც ვხედავთ) ეპისკოპოსების მხრიდანაც კი იმოქმედოს ანუ სწორედ მათგან ვინც, როგორც სავარაუდოა, პირველ რიგში უნდა იყვნენ ცათა სასუფეველისაკენ თავიანთი სამწყსოს წინამძღოლები. მაგრამ მათ შესაძლოა პირდაპირ საწინააღმდეგო მიმართულებით იმოქმედონ, იმიტომ რომ ისინიც ადამიანები არიან და შეიძლება ცოდვის ძალაუფლების ქვეშ მოექცნენ. ისინი შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვინც ადამიანების დემორალიზებას ახდენენ, აიძულებენ მათ სულით დაეცნენ, დაუძლურდნენ, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ და ჭეშმარიტებას გადაუხვიონ. ჩვენს დროში, რა თქმა უნდა, საქმე უფრო ცუდადაა. ამიტომ თუ დროდადრო ზემოთ დავიწყებთ ყურებას, დროდადრო კი - ქვემოთ, გავაკეთებთ რა ერთ ნაბიჯს წინ და ერთს უკან, შემდეგ კი ერთს წინ და ორს უკან, მაშინ ზეციური სასუფევლის კართან ვერასოდეს მივალთ. წაგიკითხავთ ერთ საინტერესო ციტატას აბბა დოროთეს ნაწერებიდან, რომელიც სულ ახლახან ტაძარში წავიკითხეთ. ის თქვენ ზემოთქმულის გაგებაში დაგეხმარებათ: „კარ-გია შენთვის, ძმაო ჩემო, როგორც მე ყოველთვის გმოძღვრავდი, რომ ყოველგვარ იმედს ყველა საქმეში ღმერთზე ამყარებდე და საკუთარ თავს ეუბნებოდე: ღვთის ნების გარეშე არაფერი არ ხდებაო. რა თქმა უნდა ღმერთმა იცის, თუ რა არის შენთვის კარგი და სასარგებლო და ამიტომაც აკეთებს ასე, თუმცა მომხდარს თავისი ხილული მიზეზიც გააჩნია. მაგალითად, მე შემიძლია ვთქვა საკუთარ თავზე, რომ ვინაიდან ვტრაპეზობ მომლოცველებთან და თავს ზომაზე მეტად დანაყრებას ვაიძულებ (იგი ზედმეტს ჭამდა), რათა არასტუმართ-მოყვარე არ ვიყო, კუჭი მიმძიმდება, ფეხები მიბუჟდება და თავს ავად ვგრძნობ. მე შემეძლო სხვა მიზეზიც მომეძებნა. მათთვის, ვინც მიზეზებს ეძებს - ისინი ყოველთვის საკმარისადაა. მაგრამ სასა-რგებლო და სწორი იქნებოდა საკუთარი თავისათვის ასე გვეთქვა: „ღმერთმა იცის, რომ ჩემი სულისათვის ესაა კარგი და სასარგებლო და ყველაფერი ასეც ამიტომ ხდება." რამეთუ ყვლაფერზე, რაც ღმერთმა შექმნა, შეიძლება ითქვას, რომ ის კარგია. ვინაიდან თავიდან მან ყველაფერი კეთილი შექმნა და ყველაფერი მართლაც კეთილი იყო. ამიტომაც არ გვმართებს წუხილი იმაზე, რაც თავს გადაგვხდება, არამედ ყველაფერი ღმერთის განგებას უნდა მივანდოთ და დავ-მშვიდდეთ". (აბბა დოროთეს რჩევა-დარიგებანი, ნაწ. 12).
წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს" უკან დაბრუნება |