მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი ცხოვრების იმიტაცია - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

სულიერი ცხოვრების იმიტაცია - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


7-09-2015, 00:02

სულიერი ცხოვრების იმიტაცია - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

 

 

   ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული (†1895)1როცა წმიდა მამებს თარგმნიდა და მათ ციტირებას ახდენდა, შეგნებულად ტოვებდა იმ ადგილებს, სადაც ლოცვის ფიზიკურ ასპექტებზე იყო ლაპარაკი. იგი ასე იქცეოდა, რადგან შიშობდა, რომ თვით მის დროშიც - XIX საუკუნეში - მრავალი ამ ფიზიკურ ასპექტებს საბოლოო მიზნად მიიღებდა და ისე რომ არსში ვერ გაერკვეოდა, იმიტაციის განხო-რციელებას დაიწყებდა. ამიტომ ეპ. თეოფანემ თარგმანებში ეს ადგილები უბრალოდ გამორიცხა. თუმცა ახლა მრავალი ამ ნაშრომთა შორის გადათარგმნილია და დაწყებულია მათი გამოქვეყნება ინგ-ლისურ ენაზე და თქვენ შესაძლებლობა გაქვთ წაიკითხოთ იმის შესახებ, თუ როგორი პოზა შეგიძლიათ მიიღოთ სკამზე ჯდომისას თავჩაქინდრულმა და ა.შ. ადამიანებიც იწყებენ იმიტაციას. ისინი იწყებენ ფიქრს: „აი, ესაა, რაც მჭირდება!" და თუკი დიდხანს იმა-რხულებთ და გარკვეული ვარჯიშების კეთებას დაიწყებთ, თქვენ აუცილებლად რაღაცა დაგემართებათ, მაგრამ ეს არ არის სულიერი ცხოვრება. პირიქით, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ ეშმაკისეულ აქტიურობასთან გვაქვს საქმე, ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას ფესვები გაცილებით უფრო ღრმად აქვს გადგმული რეალობაში და მისი შეძენა მსგავსი ზედაპირული იმიტაციით არ შეიძლება. ჩვეულებრივ, ძნელი არაა იმ ადამიანების გამოცნობა, რომლებიც სულიერ ცხოვრებას არასერიოზულად ეკიდებიან და მის იმიტაციას ცდილობენ. ჩვენ ამის მაგალითიც გვაქვს საძმოს ისტო-რიიდან.

   სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელიც იესოს ლოცვის განუწყვეტლივ წარმოთქმის სურვილით აენთო. ის თან-დათანობით ზრდიდა ლოცვების რაოდენობას, სანამ 5000-მდე არ ავიდა. იგი ცხოვრობდა ერში, ხმაურიანი ქალაქის შუაგულში და დილაობით, სანამ რამე საქმეს შეუდგებოდა, საუზმემდე, აივანზე მდგომარე 5000-მდე იესოს ლოცვას წარმოსთქვამდა და თავს საოცრად განახლებულად და ამაღლებულად გრძნობდა. ერთხელ, მოხდა ისე, რომ დილით, როცა ის ბოლო ათასეულის ლოცვას შეუდგა, აივნის ქვეშ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეების კეთება დაიწყო. ჩვენი მლოცველი ამ ადამიანის გამოჩენამ იმდენად გამოიყვანა მოთმინებიდან, რომ ჭურჭლის სროლა დაუწყო. როგორ უნდა ვაფასებდეთ ადამიანის შინაგან მდგომარეობას, რომელიც სულიერი საქმიანობითა და იესოს ლოცვითაა დაკავებული, თუ ამ ლოცვის პროცესში შეუძლია ჭურჭლის სროლა დაიწყოს? ეს ნიშნავს, რომ მის შიგნით ვნებები აულაგმავი იყო, მას განსაკუთრებული სახის მაცდუნებელი იდეა ან შეხედულება ჰქონდა იმის თაობაზე, თუ რა არის სულიერი ცხოვრება. ისიც ამ შეხედულებიდან გამომდინარე მოქმედებდა და არა ფხიზლად, ანუ ცოდნაზე დაყრდნობით და პირველივე ფხიზელი შეხედულების მიხედვით, ყოველგვარი სიბ-რმავის გარეშე გვმართებს სულიერი ცხოვრების დაწყება, იმის გაცნობიერებით, რომ ამასოფლის ძალებით ვართ გარშემორტყმულნი და მათთან ბრძოლაში გონება მუდმივად ზემოთ უნდა გვქონდეს მიპყრობილი და არა-ქვემოთ, ანუ ვხედავდეთ ზეციურს და არ უნდა ჩავფლათ გონება მიწიერ საგნებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიაროთ ეკლესიის „ფორმალური წევრების" უმრავლესობით ფეხ-დაფეხ. ჩვენ სულ ცოტა უცნაურად მაინც, შეიძლება უბრალოდ არანორმალურებადაც კი ჩაგვთვალონ. მაგრამ ეს აუცილებელი და ძირეული პირობაა და მე ამას კიდევ დავუბრუნდები.

 

 

 

 

 

 

 

1†1895 - ნიშნავს გარდაცვალების წელს.

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს"

 



უკან დაბრუნება