მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > პროფ. ა. ი. ოსიპოვის მსოფლმხედველობა - შინაარსობრივი გაყალბების შესახებ
პროფ. ა. ი. ოსიპოვის მსოფლმხედველობა - შინაარსობრივი გაყალბების შესახებ6-09-2015, 00:10 |
პროფ. ა. ოსიპოვის ლექციებში ხშირად შეხვდებით ისეთ ფაქტს, მა-მებისეული ტექსტების შინაარსობრივი გაყალბება რომ ჰქვია. თავისი საღვთისმეტყველო კონცეფციის გამართლების მიზნით, ა. ოსიპოვი უხვად იყენებს მამებისეულ ტექსტებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, ადასტურებენ მის შეხედულებას. როდესაც პროფესორი ვერ ახერხებს მოარგოს ეკლესიის ზოგიერთი მამის აზრი თავის საღვთისმეტყველო სქემას, შემოაქვს ცნება: "წმინდა მამათა აზრი". მაგრამ მამათა თხზუ-ლებების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, როდესაც მამათა აზრი თითქოს ეწინააღმდეგება ერთმანეთს, დამახასიათებელია მხოლოდ დასავლური სქოლასტიკური ღვთისმეტყველებისათვის. პროფ. ა. ოსი-პოვის აზრით, წმინდა მამები ხშირად არ ეთანხმებიან ერთმანეთს და განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. კონკრეტულ შემთხვევაში თითქოს არამართლმადიდებელთა ცხონების შესახებ "განსხვავებულ შეხედულებას" ეკლესიის სხვადასხვა მამა გამოთქვამდა. ამ მიდგომის სიმცდარის დასადასტურებლად მოვიშველიებთ VII მსოფლიო კრებაზე, 787 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის წმ. ტარასის მიერ თქმულს: "შევნიშნეთ, რომ მამები არაფერში ეწინაა-ღმდეგებიან ერთმანეთს, პირიქით, ყველანი, თითქოს ერთი სული აქვთო, ერთი და იმავეს ქადაგებენ, ერთსა და იმავეს ასწავლიან".20 რომ არ გადავიტვირთოთ ა. ოსიპოვის წიგნის ერთი პარაგრაფის კრიტიკული მიმოხილვით, შინაარსობრივი გაყალბების მხოლოდ ერთ მაგალითს მოვუხმოთ. მასში არამართლმადიდებლური სწავლება ეკლესიის უდიდეს მამას მღვდელმოწამე ირინეოსს ლეონელს ბრალ-დება. ა. ოსიპოვი შეგნებული დანაწევრებით ციტირებს წმ. ირინეოსს და ამტკიცებს, რომ ქრისტე მოვიდა: ა) არა მხოლოდ მათთვის, ვინც ირწმუნა მისი, ბ) არამედ საერთოდ ყველა ადამიანისათვის, რომელთაც სურდათ ქრისტეს ხილვა და მოსმენა. გ) ყველა მათგანს ქრისტე მეორედ მოსვლის დროს წინასწარ აღად-გენს და თავის მეუფებას მიჰმადლებს (გვ. 131). სინამდვილეში რაზე საუბრობს მღვდელმოწამე ირინეოს ლეონელი? "ქრისტე არა მარტო მათთვის მოვიდა, რომლებმაც კეისარ ტიბერი-უსის დროს ირწმუნეს მისი და მამა ღმერთმაც თავისი მზრუნველობა არა მხოლოდ იმჟამად მცხოვრებთათვის, არამედ ყველა ადამიანი-სთვის ინება, რომლებსაც თავიანთ ეპოქებში შეძლებისამებრ ეშინო-დათ ღვთისა, სამართლიანად და კეთილსინდისიერად იქცეოდნენ მოყვასთან დამოკიდებულებაში და ქრისტეს ხილვა და მოსმენა სურდათ. ამდენად, ყველა მათგანი, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, გაიღვიძებს ძილისაგან და როგორც ისინი, ასევე სხვებიც, რომლებსაც მართებთ მსჯავრი დაადგენ თავის სამეფოში".21 მაშასადამე წმინდანმა ბრძანა: ა) ქრისტე არა მხოლოდ იმპერატორ ტიბერიუსის დროს მცხოვრებთ-ათვის მოვიდა; ბ) მამა ღმერთმა თავისი მზრუნველობა არა მხოლოდ ამჟამად მცხო-ვრები ადამიანებისათვის ინება; გ) არამედ ყველა ადამიანისათვის, რომლებიც სამართლიანად და კე-თილსინდისიერად ცხოვრობდნენ და ქრისტეს ხილვა და მოსმენა სურდათ; დ) ასეთებს მაცხოვარი აღადგენს მეორედ მოსვლის დროს და თავისი მეუფების მკვიდრს ჰყოფს. ამრიგად, ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს ისინი ცხონდებიან, რომ-ლებიც სამართლიანად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდნენ, რომლებ-საც "სურდათ ქრისტეს ხილვა და მოსმენა" ყველა თაობასა და ეპოქაში. ყველა ადამიანზე ღვთის განსაკუთრებული განგებულება მოქმედ-ებს. ყველა ადამიანზე ის განსხვავებულად ხორციელდება. ამ თვა-ლსაზრისით ვეთანხმებით პროფ. ა. ოსიპოვს, რომ "კადნიერად არ ვამბობთ, რომ ყველა არამართლმადიდებელი უიმედოდ წარწყმდება" (გვ. 138). არ წარწყმდება, ვამბობთ ხაზგასმით, თუკი იცხოვრებს სინდისის კანონის მიხედვით, მართალი და ღვთისმოშიში ცხოვრებით სათნო ეყოფა ღმერთს, ღვთის შეწევნით გახდება კათოლიკე მართ-ლმადიდებელი ეკლესიის წევრი ანუ მოინათლება. ამის შესაძლებ-ლობა მრავალს გააჩნია. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი ხშირად სხვა-გვარად აღიქვამს ჭეშმარიტებას, ამიტომ მისი ცხონება თავისუფალი ნების მართებულ გამოყენებაზეა დამოკიდებული. დავასკვნით, რომ პროფ. ა. ოსიპოვის მიერ შემოთავაზებულია ეკლ-ესიის ცნობიერებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი სწავლება. მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გამსჭვალულია პროტესტანტული და სინკრიტიკული იდეებით. მიგვაჩნია, რომ განხილული საკით-ხებიც საკმარისია, რათა წიგნი ამოღებულ იქნეს გაყიდვიდან, როგორც საცდურის მთესველი, ის სასულიერო პირებსა თუ ერისკაცებს შთა-აგონებს ცრუ და ერეტიკულ თეორიებსა და იდეებს, რასაც მამებ-ისეულ სწავლებად ასაღებს.
Редакция "Православного Апологета"; Существует ли спасание вне Церкви и где границы Церкви? Xareba.net - ის რედაქცია
20Собор VII. Продолжение первого Деяния святых Вселенских Соборов. Казань. 1909. Т 7. გვ. 55. 21Против ересей. Св. Иринеос Лионский. Кн. 4. гл. 23. გვ. 38. უკან დაბრუნება |