მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > პროფ. ა. ი. ოსიპოვის მსოფლმხედველობა - მღვდლობასა და მღვდელმსახურებაზე

პროფ. ა. ი. ოსიპოვის მსოფლმხედველობა - მღვდლობასა და მღვდელმსახურებაზე


5-09-2015, 00:01

პროფ. ა. ი. ოსიპოვის მსოფლმხედველობა - მღვდლობასა და მღვდელმსახურებაზე

 

   პროფ. ა. ოსიპოვისთვის მღვდლობის საიდუმლო ადამიანის ცხონებ-ისათვის მეორეხარისხოვანი და არასავალდებულოა. ოსიპოვი მიი-ჩნევს, რომ "ისინი (ე.ი. მღვდლები - ავტ.) მხოლოდ აღასრულებენ რაღაც მღვდელმსახურებას, ხოლო მადლი დამოუკიდებლად მოქმე-დებს". ამ, ერთი შეხედვით მართებულ, ფორმულირებაში პროტე-სტანტული ეკლესიოლიგია იმალება, რომლის თანახმადაც მღვდლო-ბა არ არის საიდუმლო. ეპისკოპოსი და მღვდელი მხოლოდ მენ-ეჯერია, რომელიც "სოციალური საჭიროებისამებრ" ემსახურება სამწყ-სოს.

   მაგრამ ქრისტეს ეკლესია მღვდლობის საიდუმლოს ოდითგანვე მიი-ჩნევდა ეკლესიის მოწყობის უმნიშვნელოვანეს პრინციპად. პავლე მოციქული ეპისტოლეებში მოიხსენიებს პრესვიტერებს, ეპისკოპო-სებს, ვით მოციქულებრივი მსახურების მემკვიდრეებს. სწორედ ეპ-ისტოლეებში ვპოულობთ მღვდლობის მნიშვნელოვან განსაზღვრებას - "ღვთის საიდუმლოთა აღმშენებელნი".

   ეკლესიაში მღვდლობის საიდუმლოს მნიშვნელობა ფრთოვანი ფრა-ზით წარმოითქმოდა Episcopus est in Ecclesia, et Ecclesia in episcopo - ეპისკოპოსი ეკლესიაში და ეკლესია ეპისკოპოსში.14

   იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე, მოციქულებრივი მამა მღვდელმო-წამე ეგნატე ღმერთშემოსილი ცხადად ამბობს, რომ "მღვდლობის გა-რეშე არ არსებობს ეკლესია".15 წმ. იოანე ოქროპირი დაწვრილებით აღწერს, თუ რა ღვთაებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე მღვდლის მიერ ევქარისტიის აღსრულების დროს: "წარსდგება რა მღვდელი ლიტურ-გიაზე, გარდამოჰყავს არა ცეცხლი, არამედ, სულიწმიდა; აღასრულებს ხანგრძლივ ლოცვას საიმისოდ, რომ უსისხლო მსხვერპლზე გარდა-მოსულმა მადლმა კი არ დაწვას ძღვენი, არამედ აანთოს ადამიანთა სულები, განაბრწყინოს და გარდაქმნას ისინი, ვით ვერცხლისწყალში განწმენდილნი".16 კონსტანტინოპოლელი წმინდანის კიდევ ერთ სტრიქონს დავესესხებით: "ვინც გაიაზრებს, რომ ადამიანი, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, ნეტარი და უკვდავი არსების სიახლოვეს მყოფობს, ის მკაფიოდ დაინახავს, როგორი პატივის ღირსი გახადა სულიწმიდის მადლმა მღვდელმსახური". წმ. იოანე ოქროპირისთვის მღვდელი არ არის მანეკენი, არც მენეჯერი, ის ქრისტეს სამწყსოს მოძღვარია, მუდმივ ბრძოლაშია დემონებთან ღვთისაგან მიბარებული სამწყსოს ცხონებისათვის. რასაც ისინი დედამიწაზე აღასრულებენ, იმას ღმე-რთი დააგვირგვინებს ზეცაში, "რა უფლებამოსილება შეიძლება იყოს ამაზე დიდი?" - ღვთის შიშითა და კრძალვით საუბრობს მღვდე-ლობაზე წმინდა იოანე ოქროპირი.

   თუ პროფ. ა. ოსიპოვისთვის მღვდელმსახურება რაღაც ნაკლებმნი-შვნელოვანია, სულ სხვაგვარად განმარტავს მას ქრისტეს ეკლესია წმ. იოანე ოქროპირის მეშვეობით. მღვდელმსახურება "აუცილებელია ცხონებისათვის", ხოლო მღვდელი დაჯილდოებულია ღვთისაგან ისეთი უფლებამოსილებით, რომელიც "ღმერთმა არც ანგელოზებს, არც მთავარანგელოზებს არ მიანიჭა".17 მღვდელმსახურება და იერა-რქიული წყობა "თავად მანუგეშებელმა დაადგინა და არა ადამიანმა, ხოლო მისი აღმასრულებელნი უფალმა "ანგელოზებრივი მსახურების სწორ ჰყო".18

   ამრიგად, თუ ა. ოსიპოვი შეეცდება დაამციროს მღვდლის ღირსება, მაშინ წმ. იოანე ოქროპირი უღაღადებს: ”უარვყოთ მსგავსი უგუ-ნურება! ჭეშმარიტად უგუნურებაა პატივი არ მიაგო მღვდლის ხა-რისხს, რომლის გარეშე შეუძლებელია ცხონებისა და აღთქმული მადლის მოპოვება. ვერავინ შევა სასუფეველში, თუ არ იშვება წყლისაგან და სულისა (იონ. 3.5), თუ არ მიიღებს უფლის სისხლსა და ხორცს მოაკლდება მარადიულ ცხოვრებას (იონ. 6.53), ყოველივე ეს მღვდლის ხელით აღესრულება; უმისოდ, მისი მეშვეობის გარეშე როგორ შეგიძლია გადაურჩე გეენიის ცეცხლს და მიიღო გამზადე-ბული გვირგვინი?”19

   თუმცა პროფ. ა. ოსიპოვისთვის არც წმინდა წერილი ე.ი. ქრისტეს აბსოლუტური ჭეშმარიტების სიტყვები და არც მსოფლიოს უდიდესი მასწავლებელის სიტყვა არ აღმოჩნდა უდავო. მისთვის სახარებასა და მარადიულ ჭეშმარიტებაზე გაცილებით აღმატებულია საკუთარი იდ-ეა, პროტესტანტული ეკლესიოლოგიით გამსჭვალული. (გაგრძელება იქნება...)

 

Редакция "Православного Апологета";

Существует ли спасание вне Церкви и где границы Церкви?

Xareba.net - ის რედაქცია

 

 

14Св. муч. Квиприа Карфагенский. Epist LXVI/8. PL 4. 406 A.

15Св. муч. Игнатий Богоносец. Послание к траллийцам III. გვ. 677.

16Св. Иоанн Злотоуст. Творения. М. 1991. Т1. გვ. 425.

17იქვე გვ. 426.

18იქვე გვ. 425.

19იქვე გვ. 426.



უკან დაბრუნება