მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ნუ ვიქნებით ბრმები - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)
ნუ ვიქნებით ბრმები - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)8-09-2015, 00:01 |
ყოველივე ეს ზოგიერთი პრაქტიკული დასკვნის გაკეთების საშუა-ლებას გვაძლევს იმ თვისებების თაობაზე, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ სულიერი ცხოვრება უფრო აღმშენებლობითი და ნაყოფიერი იყოს. პირველ რიგში, უნდა შეგვეძლოს საგნები ისეთებად დავინახოთ, როგორნიც ისინი არის ანუ არ უნდა ვიყოთ ბრმები, არ უნდა მოვიქცეთ და ვიფიქროთ ბრმად, იმის თაობაზე, რაც წუ-თისოფელში ხდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა აპოსტასია (განდგომილება), რომ მსოფლიოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ ისინი ფრიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ხშირად მტრობენ ერთმანეთსაც და ჩვენც. და შეუძლებელია, რომ ყველა ისინი მარ-თლები იყვნენ და სწორ გზაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, თუ რამდენი დამახინჯების, მცდარი შეხედულებების, არა-სწორი მოქმედების თავზე მოხვევა სურდათ ქრისტიანებისათვის. ჩვენ მოწმენი ვართ თანამედროვე მსოფლიოში საშინელი რევოლუციური მოძრაობისა. ანუ ქრისტიანობისთვის აბსოლუტურად უცხო მოძრაო-ბისა, რომლის მიზანიც ათეიზმის მსოფლიო იმპერიაა და რომლის მაცნეც გახდა კომუნიზმი. ამასთან ამ მოძრაობას ადგილი აქვს არამარტო ურწმუნოებისა და არამართლმადიდებლების გარემოში, არამედ თავად მართლმადიდებლების გარემოშიც. თვალი მოვავლოთ ირგვლივ და ჩვენ დავინახავთ, რომ მრავალი მართლმადიდებელი უბრალოდ მთლიანად მიწიერია და თავისი რწმენის ამაღლებულ მხარეზე არ ფიქრობს. ისინი მას ისე ეპყრობიან, როგორც რაღაც თავისთავად გასაგებს. ისინი თითქოს ასე ამბობენ: „ჩვენს რელიგიაში ყველაფერი, რაც დადგენილია, ავტომატურად სრულდება. სადღაც ყოველთვის არსებობს მღვდელი. თუ იგი ამ ადგილას არაა, სხვაგან იქნება. ჩვენ უბრალოდ მივალთ მასთან და მივიღებთ იმას, რაც გვჭირდება. მერე დავბრუნდებით შინ. აი, სულ ეს არის... და ჩვენი რელიგიური მოთხოვნილებებიც დაკმაყოფილებულია". როცა წარსულში ქრისტიანების ცხოვრების შესახებ ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ ეს საკმარისად არ ითვლებოდა. მორწმუნეები დილით ძალიან ადრე დგებოდნენ. ნებისმიერ სოფელში ყოველდღიური ღვთისმსახურება სრულდებოდა. დილის 4-5 საათზე იწყებოდა ჟამნი, ადამიანები გამოღვიძებისთანავე ტაძარში მიდიოდნენ, საღამოთი კი - საღამოს ღვთისმსახურებაზე. როცა მრავალი წმიდანის ცხოვრებას ვკითხულობთ, ჩვენ ვიგებთ იმის შესახებ, თუ რა გრძნობით ისმე-ნდნენ ისინი ბავშვობაში საეკლესიო ზარების რეკვის ხმას. თუ ბავშვი ღმერთისადმი განსაკუთრებულ მოშურნეობას იჩენდა, დილაადრიან პირველი დგებოდა და მშობლებს აღვიძებდა, რათა ღვთისმსა-ხურებაზე წასულიყვნენ. თუ მამას არ შეეძლო წასვლა, რადგან მას მინდორში უნდა ემუშავა, მაშინ ბავშვი დედას აღვიძებდა და მასთან ერთად მიდიოდა ტაძარში. ზოგჯერ მარტოც მიდიოდა. მთელი ატმოსფერო ეკლესიური სულით იყო გაჟღენთილი. ჩვენი ატმოსფერო კი ამქვეყნიური სულითაა გაჟღენთილი. ჩვენ მთელს მსოფლიოში ძალიან ცოტას თუ ვიპოვით ისეთ ადგილს, სადაც ყოველდღიური ღვთისმსახურება მაინც სრულდება. ადამიანები იმ აზრსაც კი გადაეჩვივნენ, რომ ყოველდღიური საეკლესიო მსახურება აუცილე-ბელია. და აი, ყოველივე ამის გამო, ჩვენ თავისი მნიშვნელობით უდიდეს ფენომენს ვაწყდებით: იმ ადამიანების გამიწიერებულ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, რომლებიც ეკლესიის ზღუდის შიგნით იმყოფებიან. ჩვენ ეს ფენომენი რეალისტურად უნდა შევა-ფასოთ - ესაა გამიწიერება (გაამსოფლიურება) ისეთი მასშტაბით, როგორიც ადრე მსოფლიოს ისტორიაში არასოდეს არსებულა, ეს აპოსტასიაა (განდგომილება), დამახინჯებაა, ბოროტებაა, დემონური აქტიურობაა. ეს ყველაფერი ქვემოთ მიგვაქანებს, ხოლო მათ კი, ვინც ამ გზით მიდის, ცხონებამდე ვერ მიიყვანს. და აი, ფხიზლად ვაფასებ რა ყოველივე ამას, ჩვენ ომი ბოროტებ-ასთან სწორად უნდა ვაწარმოოთ და ამისათვის უნდა შეგვეძლოს ბრძოლის ველის სწორად ამორჩევაც. საჭიროა ყველამ ისწავლოს იმის შეტყობა, თუ სად და როგორ უნდა აწარმოოს საომარი მოქმედებანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საწყის სტადიაში ადვილია გზიდან სრულიად აცდენა, როცა შემთხვევით წავაწყდებით და წავიკითხავთ წიგნს, რომელშიც ლაპარაკია სულიერ ცხოვრებაზე, ისიქაზმზე (მდუმარე განმარტოებაზე) და ა.შ.
წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს"
უკან დაბრუნება |