მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > დროისაგან დამოუკიდებელი სულიერი ცხოვრება - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

დროისაგან დამოუკიდებელი სულიერი ცხოვრება - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)


6-09-2015, 00:02

დროისაგან დამოუკიდებელი სულიერი ცხოვრება - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

 

   ეს ყველაფერი ჩვენი სინამდვილის უარყოფითი მხარეებია, რომლებ-იც იმ ატმოსფეროს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, რითაც ჩვენ იძულებულნი ვართ ვისუნთქოთ.

  მეორეს მხრივ, ჩვენ მართლმადიდებლობის გადმოცემა გაგვაჩნია, ანუ გამოცხადება ღმერთისა თავისი ეკლესიისადმი. ეს გამოცხადება, რომელიც ჩვენ აი, უკვე 2000 წლის განმავლობაში გვეძლევა, ძალიან მდიდარია. იგი წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ქმნილებების მოწმობებს აერთიანებს. ის ჩვენ გვეხმარება, რომ გარკვეული სუ-ლიერი შეხედულება, სულიერი ცხოვრების გარკვეული კანონი გაგვაჩნდეს. სულიერი ცხოვრება და მისი კანონები დროის მიხედვით არ იცვლება. მართლაც, ჩვენ ვიცით, რომ სახარების პირველი ქადაგების მომენტიდან ამ დრომდე დედამიწის ყველა კუთხიდან ერთი და იგივე ქალაქის მოქალაქეები იკრიბებიან, რათა ზეციური სასუფევლის ძენი შეიქმნენ. ამ ქალაქის ყველა მოქალაქე ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობს, ყველა იცნობს ერთმანეთს, იმიტომ რომ მათ მართლმადიდებლობაში ერთი და იგივე ცხოვრება გაიარეს, სულიერი ცხოვრების კანონების მიხედვით ერთი და იგივე ბრძოლა გამოიარეს.

   წმინდა მამები ბოლო ჟამზე ლაპარაკობდნენ, როგორც სულიერად ძალიან სუსტ დროზე, როცა არ იქნება ისეთი დიდი სასწაულები, რომლებიც ძველ მოციქულთა დროს აღესრულებოდა და რომელსაც უდაბნოს პირველი ბერები აღასრულებდნენ, როცა ათასუელობით სასწაული მოხდა: დიდი მამები მკვდრებს აღადგენდნენ; ამრავი ზებუნებრივი მოვლენა ხდებოდა; და იგივე წმინდა მამები ამტ-კიცებდნენ, რომ მოვა დრო, როცა მსგავსი გასაოცარი სასწაულები შეწყდება, რომ სამყაროს აღსასრულის წინმსგავსი რამ თითქმის აღარ იქნება, რომ ისინი, ვინც ცხონების გზით ივლიან, სხვებისაგან გა-რეგნულად არაფრით იქნებიან გამორჩეულნი, გარდა იმისა, რომ მათში რაღაცნაირად არ ჩაკვდება ბრძოლა ყველა ამ განსაცდელის წინააღმდეგ. უბრალოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენის ცოცხალი ნაპერწკლის მარტოოდენ შენარჩუნებაც სასწაულების და საერთოდ განსაკუთრებული რამის ჩადენის გარეშეც, თუკი ისინი ამას ბო-ლომდე დაითმენენ, მათ ისეთივე დიდს ან შეიძლება უფრო დიდსაც კი გახდის, ვიდრე ის მამები იყვნენ, რომლებიც ზებუნებრივ სა-სწაულებს ახდენდნენ.

   როგორც ჩანს, ჩვენს დროში მართლმადიდებელი ქრისტიანებისათ-ვის, წარსულ დროსთან შედარებით გარეგნული აქტიურობა ფრიად შეზღუდულია. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს ასეა და მაინც, მათთვის, ვინც ბრძოლას თავს არ არიდებს შინაგანი სულიერი აქტივობა ისევეა შესაძლებელი, როგორც ეს ადრე იყო. და მართლაც, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ჩვენ ფრიად შთამბეჭდავ მაგალითებს დავინახავთ: წმ. იოანე კრონშტანდტელს, რომელმაც ათასობით სასწაული მოახდინა, შეიძლება უფრო მეტი, ვიდრე ვინმეს მოუხდენია ეკლესიის ის-ტორიაში; განმანათლებელ ნექტარიოსს საბერძნეთში - ფრიად თავ-მდაბალ ადამიანს - რომელიც ათვალისწინებული იყო თავისი ეპარქიის ცუდი ადმინისტრაციული მართვის გამო, მაგრამ იგი სა-სწაულთმოქმედია. და განსაკუთრებულად ჩვენი არქიეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი), სან-ფრანცისკოს არქიეპისკოპოსი, ღირსი გერ-მანე ალიასკელის საძმოს დამაარსებელი, რომელშიც მოღვაწეობდა მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი - მთარგმნ.)), რომელიც ამ მიწაზე ცხოვრობდა და დააბიჯებდა, აკურთხებდა რა მთელს ამ მხარეს, განსაკუთრებით კი - კურსკის ღვთისმშობლის ხატით. ჩვენც, როცა ამ ადამიანებს ვუყურებთ და მათში სულიერი ცხოვრების გიგანტებს ვხედავთ, ვრწმუნდებით, რომ ჩვენ ავბედით დროშიც კი შესაძლებელია რაღაცის გაკეთება.

 

 

 

 

წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს" 



უკან დაბრუნება