მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №2 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №2 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


5-09-2015, 00:00

წერილი №2 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

  აზრებსა და გრძნობებს დუმილის ბორკილს ვადებ და უსიტყვოდ ვდგავარ თქვენს წინაშე. ამას მასწავლიან ანგელოზები, რომლებიც, წმ. წერილის სიტყვით, მოწიწებით უმზერენ ქრისტეს მონათა ტანჯვას. მართლაც, საოცარი სანახავია: სისხლითა და ხორცით ითრგუნება სისხლი და ხორცი. თქვენს წმიდა ლოცვას ვავედრებ ჩემს თავს, რამეთუ „მახლობელ არს უფალი შემუსვრილთა გულითა და მდა-ბალნი სულითა აცხოვნნეს" (ფსალმ. 33,18).

   როდესაც მოსე სკიტელმა ყრმა ზაქარიაზე გარდამოსული სული იხ-ილა და მიხვდა, რომ ზაქარია სული წმიდით იტყოდა, სთხოვა მასწავლე, როგორ ვიცხოვროო. ზაქარიამ კუნკული მოიხადა, ფეხით შედგა ზედ და უთხრა, თუ კაცი ასე არ მოითელა, მონაზონი ვერ გახდებაო.

   ვისაც მუდამ ახსოვს სიკვდილი და მარადისობა - გარდუვალი ხვე-დრი ყოველი კაცისა, იმას სასაცილოდ ეჩვენება მწარე და ტკბილი ამა სოფლისა, ხოლო ვისაც მტერმა წარსტაცა ეს ხსოვნა, იმას წარმავალი ცხოვრება უსასრულოდ ესახება, მწუხარება კი უზარმაზარ, უძლეველ გოლიათებად. მონაზონს სიკვდილი რომ მოაგონდება, მაშინვე ემხო-ბიან ეს გოლიათები, მის თვალწინ იშლება დაფარული მარადისობა და ამაო სოფლის ამბები ბავშვურ თამაშად წარმოუდგება.

   მარადისობა, მარადისობა! მისკენ მივყავართ, მიგვაქანებს ცხოვრებ-ის გზა! უკან გვრჩება ყველაფერი - მწარეც და ტკბილიც, წარსული კი თითქოს არც ყოფილაო. მხოლოდ მარადისობა არ ემორჩილება დროს და ცვალებას, მხოლოდ მარადისობაა უეჭველი, მხოლოდ მარადისობა უნდა ვაქციოთ ჩვენი ზრუნვისა და ყურადღების ძირითად საგნად, რამეთუ ისაა ერთადერთი, რაც არასოდეს მთავრდება. თუმცა ეშმაკი ცდილობს გადაგვავიწყოს იგი და, როგორც კი ამას მიაღწევს უმალ მის ბადეში აღმოვჩნდებით გახვეულნი, ამიტომაც ვწვალობთ და ვაწყ-დებით აქეთ-იქით. მხოლოდ სულიერი განსჯა, ანუ სიმდაბლე არ-ღვევს ამ ბადეს. „ყოვლითა საქმითა შენითა მოიხსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა ჰსცოდო" (ზირ. 7,39) - არასოდეს შესცოდავ არც ქრისტეს ტკბილი უღლის ქვეშ დრტვინვით და არც მონაზვნური მოღვაწეობის სანატრელი სიმძიმის მოუთმენლობით. „რომელმან და-ითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მათე, 10,22). „და უკუეთუ იჯ-მნეთ <გაიქცეთ> მისგან, - ამბობს უფალი, - არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა"(ებრ. 10,38).

   და კვლავ თქვენს წმინდა ლოცვას შევვედრი ჩემს თავს. (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან „კრებული" 



უკან დაბრუნება