მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე ცხოვრების პირობები - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
თანამედროვე ცხოვრების პირობები - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი21-08-2015, 13:33 |
თანამედროვე მსოფლიოში ცხოვრების პირობები ფრიად განსხვავებ-ულია იმ პირობებისაგან, რაც წარსულში იყო. თავად აპოსტასიის ფენომენი ანუ ჭეშმარიტებისაგან განდგომის ფენომენი - მდგომარეობს იმაში, რომ ხალხს სახარების ხელახალი აღქმა არ შეუძლია. მათ მის შესახებ უკვე მოისმინეს და ისინი აცრილნი არიან მის საწინააღ-მდეგოდ. ამიტომაც მათ შორის, ვინც მოისმინა მართლმადიდებლო-ბის ქადაგება, ცოტა ვინმე თუ მოიქცევა. სხვა დამახასიათებელ ნიშან-თვისებას, რაც დროის სულისკვეთებას წარსულისაგან განასხვავებს, „მიკი მაუსის" ატმოსფერო წარმოადგენს. სერიოზულობა - აი, რა აკლია დროის სულისკვეთებას, სერიო-ზულობის ეს უქონლობა ჩვეულებად იქცა და ყოფიერებაში დამ-კვიდრდა. ამიტომაცაა, რომ ადამიანებიც ერთმანეთთან დამშვიდო-ბებისას, ამბობენ: „Take it easy” (ყველაფერს იოლად უყურე). ეს ნიშნავს: მოეშვი, ყველაფრისადმი მსუბუქი დამოკიდებულება იქონი-ეო. მნიშვნელოვანი არაფერი ხდებაო, რაც უნდა მოხდეს - გულთან ახლოს ნუ მიიტანო. ადრე ადამიანები განშორებისას ამბობდნენ: „God be with you” (ღმერთი იყოს შენთან). სიტყვა "goodbye” (ნახვამდის) წარმოდგება სიტყვისაგან „God” - ღმერთი. ჩვენი დროის ახალგაზრდობა ტელევიზიის ფანტასტიური სამყაროს მიერაა შთანთქმული. მიკი მაუსის პარკს, დისნეის მიწას, დისნეის სამყაროსაც კი უწოდებენ (Disneyland, Disney World). მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრება და თვით რელიგიური შეხედულებანიც კი ზოგჯერ ამ ატმოსფეროს ზემოქმედების ქვეშ ექცევა. ფლორიდაში ცხოვრობს ერთი ძალიან პატიოსანი და სერიოზული პროტესტანტი - ფუნდამენტალისტი. ის მიწის დიდ ნაკვეთს ფლობს სწორედ დი-სნეილენდის მეზობლად და მას განზრახული აქვს ამ მიწაზე იერუსალიმის ტაძრის ზუსტად მსგავსის აშენება იმისათვის, რომ დისნეილენდის მნახველების ყურადღება მოაცილოს მიწიერს და სულიერს მიაპყროს, ოღონდ იმავე დონეზე. მნახველები მრავალ გაკვირვების გამომხატველ სიტყვებს დახარჯავენ. ეს ხომ იმ ჯა-დოსნური ციხე-სიმაგრეების მსგავსი რამ იქნება, რომლებიც მათ დისნეილენდში ნახეს. მთელი ეს არარეალური, კინოსათვის დამახა-სიათებელი ატმოსფერო, ჩვენს სახლებში შემოვიდა. ის ბავშვების აღზრდის პრონციპებზე გავლენას ახდენს. თუმცა, ბავშვებს უკვე აღარც ზრდიან. თავად ის იდეა, რომ ისინი უნდა აღვზარდოთ განსაზღვრული სულისკვეთებით და პრინციპებით - არ არსებობს. ისინი თავისთავად იზრდებიან, გარემომცველი სამყაროს, ყოველ-გვარი გავლენის ქვეშ ექცევიან და შედეგად რაღაც ძალიან არასერიოზულს ვიღებთ. ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ როცა ბავშვები გაიზრდებიან, მრავალი მათგანი უბრალოდ ჭკუიდან იშლება, ეზიარება სხვადასხვა ველურ და საშინელ რელიგიას, ხდება ნარკომანი, დამნაშავე და უამრავ უაზრო საქციელს სჩადის. ბავ-შვობაში მათ არ ჰქონდათ კონტაქტი ჭეშმარიტ მიწიერ რეალობასთან, არც სულიერი ცხოვრებისა და უბრალოდ, არც იმ საკითხთან სერ-იოზული დამოკიდებულების პლანში, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ ყოველდღიურად. აი, ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას წარსულისაგან ესოდენ განსხვავებულსა და სულიერი საქმიანობისათვის გაცილებით უფრო ძნელს ხდის. სხვა მიზეზს თანამედროვე საყოფაცხოვრებო კეთილმოწყობილობანი წარმოადგენს, რომლებსაც, უეჭველია, პიროვ-ნებისა და ადამიანების დაკარგვამდე მივყავართ და ადამიანებს აიძულებს შეწუხდნენ არა ერთმანეთზე, არამედ - უფრო მეტად საგნებზე, მანქანებსა და კომფორტისათვის საჭირო მოწყობილობებზე. თავად ტელეფონის იდეა ნიძნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაუყო-ვნებლივ შეხვიდეთ კონტაქტში ადამიანთან მისთვის ცნობის გა-დასაცემად - ამაშიც ასევეა ადამიანობის დაკარგვის მომენტი. თუკი თქვენ დიდი მანძილის გავლა გჭირდებათ, იმისთვის რომ ადამიანი მოინახულოთ, მაშინ თქვენი სულის მდგომარეობა იქნება სხვაგვარი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა თქვენთვის ტელეფონის ნომრის აკრეფაც კი საკმარისია. ეს ყოველივე ჩვენს დროს ფრიად განს-ხვავებულს ხდის იმასთან შედარებით, რაც წარსულში იყო და აძნელებს ყოველგვარ სულიერ აქტიურობას - იქნება ეს მოციქულობა, მისიონერული მოძღვრება, მონაზვნური თუ უბრალოდ, ერისკაცის ჩვეულებრივი სულიერი ცხოვრება. ჩვენი დროის ატმოსფეროში არის კიდევ ერთი რამ, რისი გათვალის-წინებაც გვმართებს ჩვენ, მართლმადიდებლებს - ესაა ტრადიციის ძალა. თუკი ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ყველაფერი, რასაც ეკლესია გვაძლევს, თითქოს უკვე დასრულებულ, თავისთავში სრულყოფილსა და თვითკმარ რამედ წარმოადგენს, რომელიც ჩვენი მხრიდან არანაირ ძალისხმევას არ საჭიროებს (ანუ ისეთ რამეს, რომელიც ჩვენ შეგ-ვიძლია მივიღოთ, როგორც-თავისთავად გასაგები) - ამგვარი დამო-კიდებულება ჩვენ სულიერად გვკლავს. ყველაფერი, რაც არაა ამაღ-ლებული, საჭიროებს ბრძოლას, ძალისხმევას მის მისაღწევად. აი, ერთ-ერთი მიზეზთაგანი იმისა, თანამედროვე კეთილდღეობას რატომ მივყავართ პიროვნების დაკარგვამდე. მცდელობა იმისა, რომ მსოფ-ლიოში ყველაფერი უფრო მოსახერხებელი გახდეს, მსოფლიოს ბრძოლის ელემენტს ართმევს, რომელიც ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ყველა ზემოთ გადმოცემული მიზეზის გამო, სულიერი ცხოვრები-სათვის თანამედროვეობის ატმოსფერო დამთრგუნველია. დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ უილიამ ბატლერ იიტსის დროს ანუ 75 წლის წინათ - ყველა ეს პირობა უკვე დამკვიდრებული იყო და თესლიც უკვე ჩაგდებული იყო. XX საუკუნემ თითქმის არაფერი დაუმატა. მან მხოლოდ აამოქმედა ის მექანიზმები, რომლებიც XVII და XIX საუკუნეებში იქნა კონსტრუირებული და აგებული. შედეგად ჩვენ გასაკეთებელი არაფერი გვრჩება. ყველაფერი უკვე აღსრულდა. ეს კი ჩვენში უიმედობის გრძნობას შობს. უილიამ ბატლერ იიტსი, დახვეწილი და დაფიქრებული ირლანდიელი პოეტი, თავის პოემაში „მეორედ მოსვლა", ასე წერდა:1 „აი, შევარდენი, აკეთებს ფართო წრეებს და ვერ ხედავს პატრონის ხელით მინიშნებას, ასე აუჩქარებელია, მაგრამ დაუნდობლად ერთ-გულია. მიმდინარეობს ყველაფრის ნგრევა და აზრის ცენტრი დაკარგულია. სამყაროში ანარქიაა დაშვებული. გადაჭრილია ოჯახ-ური კავშირების კვანძები. უმანკოება, სიწმიდე არაა ყრუთათვის, რომლებიც უმსგავსოების ყოველგვარ სახეობას შეეჩვივენ. ღირსე-ულნი ვერ ხედავენ ცხოვრების აზრს, გარყვნილები თავიანთ ქელეხს მიელტვიან. ასე აშკარად ახლო გახდა რაღაცა. მეორედ მოსვლა - შემდგომ მარადისობაა. მეორედ მოსვლა - ამ სიტყვებს ენა ვერ ამოსთქვამს და მზადაა მათი მნიშვნელობა რომელიღაც არაფრის-მთქმელ და სულელურ ხუმრობაში დაფაროს, როცა მე მაშინებს საზარელი სახე: ქვიშნარებს შორის, გამოიარა საუკუნეების სიღრმეები და ამ საუკუნემდეც კი მოაღწია ქვის ლომმა ადამიანის თავით. გამომეტყველება ცივი და დაუნდობელია, როგორც მზისა... და თითქოს საშინელ სიზმარში, მე ვხედავ - გაინძრა იგი, ზანტად ამოძრავებს გვერდებს, ჰფენს რა ჩრდილს უსიცოცხლო ქვიშნარის სწორ კვლებს და სულს სევდით მივსებს... მხეცის სიზმარი უმოძრაო არ ყოფილა, არამედ ქვისა იყო აკვნის საიდუმლო და ახლა კი დაუნდობელი და უტყვია, მოვა ის მხეცი, რომელიც დაიბადება ბეთლემში". აი, ცხოვრებაზე რეალური შეხედულების მაგალითი: ცუდი ადამი-ანები უბრალოდ ცოდვიან ცხოვრებაში იფლობიან, ხოლო უკეთესნი - სულიერების უქონლობის გამო ცხოვრების აზრს კარგავენ. აღარა-ფერია, რისკენაც შეიძლება მიისწრაფვოდე, ყველაფერი წართმეულია, მატერიალიზმი ზეიმობს, წუთისოფელს აღარ რჩება იმედი და მოვა მხეცი, რათა ბეთლემში იშვას. წუთისოფელი უიმედოდ ქვემოთ მიექანება და აღარ არსებობს ამ მისრწაფების შეჩერების იმედი.
1(გთავაზობთ ლექსის შინაარსობრივ თარგმანს მისი რუსული თარგ-მანის მიხედვით - მთარგმნელი).
წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს" უკან დაბრუნება |