მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენიზმი (რომან ვერშილო)
ეკუმენიზმი (რომან ვერშილო)29-06-2015, 00:08 |
ეკუმენიზმი (ბერძ. „ეკუმენე", მსოფლიო). „ეკუმენეს" განმარტება, როგორც ეკლესიათა შერიგების ფენომენი შვედი „ეპისკოპოსის" ნა-ტანა სედერბლომის (1866 – 1930) სახელთანაა დაკავშირებული. არს-ებითი სახელი „ეკუმენიზმი" პირველად 1937 წ. კათოლიკმა მოდერ-ნისტმა ივა კონგარსმა (1904 – 1995) გამოიყენა. ოფიციალური აღიარება ამ ტერმინმა II ვატიკანის კრებაზე Unutatis redintegration (1964) დეკრეტით მიიღო. ეკუმენიზმი პროტესტანტული, კათოლიკური და „მართლმადიდებ-ლური" მოდერნიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. მართ-ლმადიდებლების მხრივ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოების ღალატი ამქ-ვეყნიური ცხოვრების კეთილმოწყობისა და პრაქტიკული სარგებლის მიზნით. ეკუმენიზმი ორი ფორმით ვლინდება: 1) ქრისტიანული კონფესიების ერთიან ეკლესიაში გაერთიანების მო-ძრაობა დოგმატური განსხვავებების შენარჩუნებით. 2) თეორიული რწმენა იმისა, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში განსხ-ვავებების მიუხედავად, უკვე არსებობს ქრისტიანთა ერთობა, ყველა რელიგიის წარმომადგენელსა და საერთოდ ყველა ადამიანს შორის. პირველი ფორმა ეკუმენიზმისა გამოხატულია ეკუმენისტურ მოძრა-ობაში - კონფესიათაშორის და რელიგიათაშორის დიალოგში, ვით პრაქტიკული საქმიანობაში, სადაც ადამიანურ ძალისხმევას ძალუძს განსხვავებულ კონფესიებს შორის ერთიანობის, მშვიდობისა და ურთ-იერთგაგების მიღწევა. მეორე ფორმა „სულიერ" და თეორიულ ეკუ-მენიზმში ვლინდება, რაც სარწმუნოებრივი საფუძვლების თეორიულ ნგრევასა და მისი რელიგიური ინდიფერენტიზმით ჩანაცვლებას გუ-ლისხმობს. ეკუმენიზმის შიგნით ეკლესიათა გაერთიანების მრავალი პროექტი თანაარსებობს: უნიის ან ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, პრაქტიკული აქციები ურთიერთგაგების, მშვიდობისა და თანამშრომლობის მისაღ-წევად იმ ადამიანებს შორის, რომლებიც განსხვავებულ რელიგიებს მიეკუთვნებიან. ეკუმენიზმი რაკიღა ადოგმატიზმის გამოვლინებაა, პრინციპულად გაურბის თავის სწავლების ზუსტ განსაზღვრებას. ეს გარემოება ხელს აძლევს ზოგიერთ ეკუმენისტ - პრაქტიკოსს, მაგალითად მიტრ. ნიკო-დიმს (როტოვი) ან ა. ოსიპოვს, უარყონ რომ არიან თეორეტიკული ეკუმენიზმის მიმდევრები. არის პირიქითაც - ზოგიერთი ეკუმენისტ-პრაქტიკოსი, მაგალითად მ. გიორგი ფლოროვსკი ან მ. ვსევოლოდ შპილერი, თავიანთი სიტყვით განიკითხავენ ეკუმენიზმის პრაქტიკას. ასე რომ, პრაქტიკოსი ეკუმენისტები, ეკუმენისტური საქმიანობის ფარგლებში, ქრისტიანული საფუძვლების განადგურების პასუხისმ-გებლობას, ხოლო თეორეტიკოსი ეკუმენისტები ეკუმენისტური მოძ-რაობის უსახური რეალობის აღიარებას გაურბიან. ეკუმენიზმის მიმზიდველობა XX ს. - ში მისით გატაცება იმით აიხ-სნება, რომ იგი ადოგმატიზმისა და ამორალიზმის თანხლებით ლამობს უნივერსალური მიზნის მიღწევას - შექმნას ერთიანი რელ-იგია. მისი დროშაა „ურთიერთგაგება", ვით ქრისტეს ვნებების აღსრულ-ების საშუალება. ამგვარი „ურთიერთგაგება" საკუთარ თავში შეიცავს ბოროტ ინტერპრეტირებას მაცხოვრის სიტყვებისა: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაიცა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ". (იონ. 17. 21). იქ, სადაც მაცხოვარი სამება - ღმერთში ერთობაზე საუბრობს, ეკუმენიზმი ახალ მცნებას ადგენს, სახელდობრ: ერთმანეთთან არ ან ვერ შეთანხმებელი პირების მეგობრული ურთიერთობა უკვე ერთგვარი ერთიანობაა. ეკუმენიზმი ერთიანობის შესახებ ქრისტე-ღმერთის სიტყვებს განმა-რტავს, ვით ნებართვას ნებისმიერი გზით ერთობის მისაღწევად. თუ უწინ ერთიანობა ფიზიკური ძალის გამოყენებით მიიღწეოდა, (კა-თოლიციზმი, პროტესტანტიზმი), დღეს ამოცანას ჭეშმარიტებასა და სიკეთეზე ზნეობრივ და ინტელექტუალურ ძალთა ზეწოლით ასრუ-ლებენ. ეკუმენიზმი ერთდროულად ორი სახით მოქმედებს და შეგნებულად ურევს მათ ერთმანეთში: როგორც იდეალური სწავლება სულიერი ერთობის შესახებ, და როგორც უდავო რეალობის, უდავო სინამ-დვილის აღიარება. მსგავსი ინტელექტუალური სიყალბე ეკუმენიზმს ხელს აძლევს თავი დასახოს: 1) დიდ მიზნად: ყველა ქრისტიანი ოდესმე გაერთიანდება, ამისთვის საჭიროა ესა და ეს. 2) უკვე არსებულ იდეალურ სულიერ რეალობად. მართალია ეკუმენიზმს აქვს იდეალური სულიერი „ერთობის" (დაე, აღსრულდეს!) ამბიცია, მაგრამ საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ ირკ-ვევა, რომ ამ მიზანის მიღწევას ის ადამიანთა შორის ფსიქოლოგიური ურთიერთობების მეშვეობით ლამობს. ეკუმენისტური ლოგიკის თანა-ხმად, „ურთიერთგაგება" შესაძლებელი და აუცილებელია იმიტომ, რომ ეს ერთობა უკვე არსებობს. რთული არ არის ამ მსჯელობაში ინტელექტუალური და ზნეობრივი უსამართლობა შენიშნო. დაუშ-ვებელია ერთდროულად ამტკიცო, რომ ერთობა ოდესმე მიიღწევა ამა თუ იმ გზით, და იძახო, რომ ის (ერთობა) უკვე არსებობს და მის მიღწევას აღარ ვსაჭიროებთ. ეკუმენისტური „ერთობა" ერთდროულად ფაქტიც არის და პოსტო-ლატიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იდეა ყალბია. ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს მიღწეულიც და მისაღწევიც. ეკუმენიზმი აღიარებს ამას და მისტიკური, ალოგიკური, ადოგმატური ერთობის განუსაზ-ღვრელობაზე საუბრობს (მ. ს. ბულგაკოვი). ამგვარი „ერთობა" მართ-ლაც გაუგებარია. შეუძლებელია განმარტო, რაში გამოიხატება ის, შესაბამისად, ასეთი ერთობა არ არსებობს. თავისი ადოგმატიზმისა და ანტიინტელექტუალიზმის მიუხედავად ეკუმენიზმმა შესანიშნავად უწყის კონკრეტულად რომელი დოგმა-ტური, საღვთისმსახურო თუ კანონიკური განსაზღვრება უნდა მიეცეს დავიწყებას. „მართლმადიდებლური" ეკუმენიზმის პირველი დოკუმე-ნტი კონსტანტინოპოლის პატრიარქის (1920 წ. იანვარი) მრგვლივმო-ცული ეპისტოლე „ყველგან მყოფ ქრისტეს ეკლესიებს" გახლავთ. ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ ეკლესიების დაახლოება ერთიანი კალენდრის მიღებით, ყველა ეკლესიის მიერ ქრისტიანული დღე-სასწაულების ერთდროული აღნიშვნით, ყველგან არსებული და სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენელთა ახლო ურთიერთობებით, სხვადასხვა ეკლესიებში არსებული ტრადიციებისა და წეს-განგების ურთიერთპატივისცემით უნდა დაიწყოს. ურთიერთპატივისცემის მოთხოვნა გახლავთ საკვანძო საკითხი ეკუ-მენიზმში. ის მოწოდებულია შეინარჩუნოს - status quo. დეკლარირების დონეზე ეკუმენიზმი ადამიანური ძალისხმევით მი-ილტვის. სარწმუნოებებსა და ხალხებს შორის საბოლოო „მშვიდობისა და ურთიერთგაგებისაკენ". მაგრამ ეკუმენიზმში მოდერნისტ - პრა-გმატიკოსები მონაწილეობენ. მათთვის „მშვიდობა მსოფლიოსთვის" არსებული ვითარების შენარჩუნებამდეა დაყვანილი, კერძოდ: ყველა კონფესიის მოდერნისტი უარს ამბობს ერთმანეთთან კონკურენციაზე. აქედან მომდინარეობს ყველა ეკუმენისტური დიალოგის საფუძვ-ლიანი მოთხოვნა: შეწყდეს პროზელიტიზმი, მათ შორის არამართლ-მადიდებლების მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევაც. ჩვენი დროის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ეკუმენისტმა კონსტანტინო-პოლის პატრიარქმა ბართლომემ 2001 წ. 24 ნოემბერს განაცხადა: ჩვენ არ გვსურს წინასწარმეტყველის (მუჰამედის) შეურაცხყოფა, ისევე როგორ არ გვსურს შეურაცხყოფდნენ იესო ქრისტეს. ალექსანდრიის პატრიარქი პეტრე (1949 – 2004) ქრისტიანებსა და მუსლიმებს აკისრებს ვალდებულებას პატივი მიაგონ ერთმანეთის რელიგიურ შეხედუ-ლებებს და გადალახონ წინააღმდეგობრივი გრძნობები. ეკუმენისტური ანსამბლეების დღის წესრიგს იმთავითვე პროტესტ-ანტები განსაზღვრავდნენ და თავიანთ ნებას კარნახობდნენ „მართლ-მადიდებელ" წარმომადგენლებს. იმავე დამოკიდებულებას ვხედავთ „მართლმადიდებლურ" - კათოლიკურ დიალოგის შემთხვევაშიც - ინიციატივას მთლიანად კათოლიკები ფლობენ. ასე რომ, მათთვის ერთობის ძირითადი ხელშემშლელები „სქიზმა-ტები" ანუ მართლმადიდებლები არიან - ისინი ხომ არ აღიარებენ პაპის პირველობას, რაც განხილვის ცენტრალური პუნქტია. ხოლო კათოლიკური ეკლესიის ცდომილების ძირითადი პუნქტი - ფილი-ოქვე, მათთვის არცაა სადავო. შესაბამისად ფილიოქვეს უარყოფისა და სინანულის საკითხი არ განიხილება.
Антимодернизм.ру. Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |