მთავარი > სხვადასხვა, ახალი ადამიანი, მთავარი გვედის ფოტო > ახალი ადამიანი
ახალი ადამიანი2-10-2015, 00:01 |
ახალი ადამიანი (იგივე ზეადამიანი) ანთროპოლოგიური რევოლუ-ციის სიმბოლოა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ყველა გნოსტიკურმა იდეოლოგიამ იქადაგა. ამ ლოზუნგის არსი ადამიანის საკუთარ თავზე, აბსოლუტურ უფლებამოსილობაში თვით ბუნების შეცვლა-მდეც კი გამოიხატება. „ახალი ადამიანის" მითი ორი ასპექტისაგან შედგება, ერთი მხრივ, ის არის ზეადამიანი, ბელადი და იდეოლოგია, მეორე მხრივ, „მასების, ბრბოს ადამიანია". საბოლოოდ „ახალი ადამიანის" აბსოლუტური თავისუფლების მით-მა ყველა სხვა მითი უნდა დაჩრდილოს (XIX ს. გერმანელი იდ-ეალიზმი). ამ მითის თანახმად სუბიექტი საბოლოოდ იმტკიცებს უფლებამოსილებას შემეცნების საგნებზე. მითის კვალდაკვალ კ. მა-რქსი ამტკიცებდა: „ფილოსოფოსები სხვადასხვა ფორმით განგვი-მარტავენ სამყაროს არსს, მაგრამ ვითარება მის (სამყაროს) შეცვლას, ე.ი. მეტაფიზიკურ რევოლუციას მოითხოვსო. „ახალი ადამიანი" გარკვეულწილად ძველადაც იყო ცნობილი. თუმ-ცა, ღვთაებრივი სიბრძნე ყველა ადამიანს თავისკენ უხმობდა: „ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: მოდით და-პურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანურ გზით იარეთ" (იგავ. 9. 4-6). მოგეხსენებათ, ბრიყვი არ იწუხებს თავს თეორეტიკული შეკითხვე-ბით, არამედ იმგვარად მოქმედებს, თითქოს მისი უგუნურება მსო-ფლიოსთვის კანონი იყოს. ამაში მდგომარეობს „ავტონომიური პირ-ოვნების ცრუაღქმის" ფენომენი. ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ არსებობს სამი სახის ადამიანი: მცოდნე, უვიცი, მაგრამ მცოდნის მომსმენი და ისინი, ვინც უვიცობაში იმყოფებიან და სხვის რჩევა-დარიგებასაც არაფრად მიიჩნევენ. სწორედ ეს უკანასკნელია „ახალი ადამიანის", ცარიელი და უვარგისი ადამიანის ტიპი. „ახალი ადამიანის" იდეოლოგია პაროდიაა ახალი აღქმის სწავლებ-ისა, რომელიც მოწოდებულია ჩაანაცვლოს ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი: „და შეიმოსეთ ახლი იგი კაცი, ღმერთისა მიერ დაბა-დებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისათა" (ეფ. 4, 24). მარადიულ ცხოვრებაში მადლმოსილი ცხოვრების სანაცვლოდ შემო-თავაზებული აქტუალური პოლიტიკური ამოცანა: „შეიქმნას ადამია-ნის ახალი ტიპი". ამ ლოზუნგში აშკარად რევოლუციური აზრი დევს. ეს არის მოწო-დება იმისკენ, რომ რადიკალურად შეიცვალოს ადამიანის, საზო-გადოებისა და სამყაროს არსი. ახალი ადამიანი „ახალ მსოფლიოსთან" ერთად იბადება. ის ამქვეყნიური „სასწაულების" - რევოლუციის ან პროგრესის შედეგია. ჩვენ „ახალ ადამიანს" მითი ვუწოდეთ, ვინაიდან სინამდვილეში ის არასდროს იქნება. ადამიანის ბუნება არ იცვლება, არამედ რჩება ისეთი, როგორიც ღმერთმა შექმნა, მაგრამ ადამიანს შეუძლია უტ-ყუარი ჭეშმარიტებანი თავისი ახირებისამებრ განმარტოს ანუ - მას შეუძლია მოკლას საკუთარი სული, რაც „ახალია ადამიანის" შექმნის მიზანი გახლავთ. ა. ჰიტლერი ამბობდა: „ვინც ნაციონალ - სოციალიზმს მხოლოდ პო-ლიტიკურ ჭრილში განიხილავს, თითქმის ვერ ერკვევა მასში. ის რელიგიაზე მეტია: ეს არის ახალი ადამიანის შექმნის საშუალება". ლიბერალიზმის დიდი იდეოლოგი ა. ბერდიაევი წერს: „ჩემს ფილ-ოსოფიურ ბუნებას არა მარტო სამყაროს შეცნობა, არამედ მისი შეცვლის სურვილი ყოველთვის ამოძრავებდა". სინამდვილეში ლი-ბერალიზმი პრინციპულად ამბობს უარს სინამდვილის წვდომაზე და რადიკალურად ცვლის რეალობას. შედეგად, ადამიანი უგულებ-ელყოფს ღვთაებრიობის უფლებამოსილებას საკუთარ პიროვნებაზე და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ძალაუფლებას ამჯობინებს. „ახალი ადამიანის" შექმნის მიზნით განხორციელებული ანთროპო-ლოგიური რევოლუცია გახლავთ ჯანყი ღვთის წინააღმდეგ. ეს თვი-თგაღმერთებისა და თვითგადარჩენის სატანური მცდელობაა. ფოგელენის თანახმად, ზებუნებრივი ლოგოსი ადამიანის ცნობიე-რებაში ამქვეყნიური ლოგოსითაა ჩანაცვლებული. ანუ ადამიანი არა ღვთის შეწევნაზე, არამედ საკუთარ ძალაზე, ინტელექტსა და შესა-ძლებლობებზე აკეთებს არჩევანს. მ. ალექსანდრე შმემანის იდეოლოგიაშიც ადამიანი სიწმინდეს საკუ-თარი ძალისხმევით აღწევს იმიტომ, რომ ეს შეუძლია: „წმინდანები... ერთგვარ განყენებულ, რაღაც აბსტრაქტულ, ზეადამიანურ და ზებ-უნებრივ არსებებად გადაიქცნენ, რომლებიც ჩვენნაირი უბრალო მო-კვდავებისთვის მიუღწეველნი არიან. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ წმი-ნდანები, პირველ ყოვლისა, ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ". შმემანის „სულიერი ადამიანი" არაფერს ითხოვს ღვთისაგან, ის თა-ვად ფლობს „ჭეშმარიტებას, სიკეთესა და სილამაზეს": „მარადიულმა, სულიერმა ადამიანმა უწყის, რომ იმისათვის ცოცხლობს, რათა ჩა-წვდეს ჭეშმარიტებას, სიკეთესა და სილამაზეს, რათა ფლობდეს მას. ის არ ითხოვს ბედნიერებას, მაგრამ ამ შემეცნებითა და ცოდნით იძენს ყველაფერს. „ახალი ადამიანის" შექმნის მითი განუყრელია ახალი საზოგადოების შექმნის ამოცანისაგან. „ახალი ადამიანი" მხოლოდ ტოტალურ კო-ლექტივში იბადება. მასობრივ იდეოლოგიებს არ გააჩნიათ საერთო იდეალური ჭეშმარი-ტება, ამიტომ „ახალ ადამიანად" ყველა ადამიანის გარდასახვა სწა-დიათ. ნაციონალ - სოციალიზმსა და ფაშიზმში გზა ზეადამიანისაკენ ნაც-იასთან შერწყმის მეშვეობით იხსნება. ი. გებელსი თავის რომანში „მიქაელ, გერმანული ბედის დღიური" წერს: ახალი ადამიანი გმირად კოლექტივში ხდება, როდესაც მისი პიროვნული საზღვრები ნად-გურდება. მისი გმირი აცხადებს: მე აღარ ვარ ადამიანი, მე ტიტანი, ღმერთი ვარ! გებელსი გმირის პირით ამბობს: თუ გვსურს იმდენად ძლიერნი ვიყოთ, რომ ფორმა შევძინოთ ჩვენს დროებას, მანამდე საკუთარ ცხოვრებას უნდა დავეუფლოთ. სამყაროს ახალი აღქმის, შრომის დრო დგება, რეალიზებული ბრძოლაში, სულისკვეთებაში, რომელიც შრომის შედეგია. ახალი დროის გნოსტიკური იდეოლოგია არა პიროვნულ, არამედ კოლექტიურ გადარჩენას გვპირდება. გნოსტიკური თვალთახედვით „ცხონება" მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი. შედეგად „ახალი ადამიანი" რომ საბოლოოდ დაიბადოს, ღვთის ხატად შექმნილი თუგინდ ერთი „ძველი ადამიანიც" არ უნდა არსებობდეს საზო-გადოებაში. ამრიგად, „ახალი ადამიანისთვის" ბრძოლას ყოველთვის თან სდევს „ძველის" განადგურება. მ. ა. შმემანიც უყოყმანოდ დასძენს: „ეკლესიის ზრუნვის ობიექტი ადამიანი და სამყაროა და არა ერთეული, ხელოვნური და „ფსე-ვდორელიგიური" სამყაროსაგან იზოლირებული ადამიანი. სამყაროც ვით ერთი მთლიანობა, რომელშიც ადამიანი მისი ნაწილი უნდა იყოს. მართლმადიდებლური ევანგელიზაციის იდეა თავისუფალია ინდივი-დუალისტური და სპირიტისტული ობერტონებისაგან. ეკლესია, როგორც ქრისტეს საიდუმლო სულსაც არ არის „რელიგიური სა-ზოგადოება", ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია ადამიანის „რელიგიური" მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ". ამრიგად, მას სულის ცხონება და მარადიული ცხოვრება ერთდროულად უარ-ყოფილი აქვს როგორც „ინდივიდუალიზმი" და „სპირიტუალიზმი". მასობრივი „ახალი ადამიანი" სულაც არ არის „მასების მონა", ის იდ-ეური რევოლუციონერია, ეთაყვანება მასებს, როგორც საკუთარ ანა-რეკლს, გაგრძელებას მათში. საბოლოოდ, ყოველივე ამას როგორც ბელადის, ასევე ბრბოს გაღმერთებამდე მივყავართ. ჰიტლერისა ან ელცინის პიროვნებებმა შეასრულა თავისი „მისია". ე.ი. შინაგანი საზღვარი სიკეთესა და ბოროტებას, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შო-რის მოიშალა. არაფერი დარჩა, მხოლოდ ანარეკლი მასებში და მასები საკუთარ თავში. საბოლოოდ იქმნება აზრი, რომ სამართლიანი საზოგადოებრივი წეს-რიგი შესაძლებელია მხოლოდ „ახალი ადამიანის" შექმნის შემთხ-ვევაში.
რომან ვერშილო Антимодернизм.ру. Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |