მთავარი > ადოგმატიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ადოგმატიზმი

ადოგმატიზმი


13-09-2015, 00:02

 

   ადოგმატიზმი სწავლებაა ნებისმიერი მსოფლხედვის მიერ საკვანძო ქრისტიანული ჭეშმარიტების  მიუწვდომლობის შესახებ.

  ქრისტიანულისაგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშა მოდერნისტ-ული ღვთისმეტყველებისა ადოგმატიზმია. ის თანამედროვე სამყაროში გათავისებული კერძო ხედვაა - იცხოვრე, იმსჯელე... კანო-ნის გარეშე. უკანონობის დამკვიდრებას ვხედავთ საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მეცნიერებსა და კულტურაში.

   ქრისტიანული მხოფლმხედველობის თანახმად, ღმერთი თავისი არ-სით მიუწვდომელია. ამიტომ ღვთის შემეცნების ერთადერთი სა-შუალება მისი თვისებებისა წვდომაა ღვთის მადლის ქმედებით, სა-შუალებით, შემწეობით, წმინდა წერილისა და წმ. გადმოცემის შეს-წავლითა და განათლებით. „ღმერთის სახელწოდებები მისი ენერ-გიებისაგან გამომდინარეობს, ვინაიდან მისი (ღმერთის) ზეარსი მიუწვდომელია". წმინდა წერილისა და მრწამსის ზუსტი გადმოცემით ქრისტიანი იაზრებს, რომ სამება - მამა, ძე და სულიწმიდა ყო-ვლადმოწყალე და ყოვლისშემძლეა, რომ ღმერთი სწყალობს მარ-თლებს და სჯის ცოდვილებს, რომ ღმერთი ყოვლისმჭვრეტელი, ყველგანმყოფი და ყოვლადძლიერი სულია, შემოქმედია სამყაროსი, რომ ძე-ღმერთი განხორციელდა ქალწულ მარიამისაგან და ცოდვის, წყევლისა და სიკვდილისაგან ჯვარცმით გამოიხსნა ადამის ცოდვით დაცემული კაცობრიობა და კვლავ მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად.

   ადოგმატიზმი არ უარყოფს დოგმატების არსებობას. ის დოგმატების განახლების ლოზუნგითაა აღჭურვილი და უარყოფს დოგმატების ზუსტი ფორმულირების შესაძლებლობას. თითქოს შეუძლებელი იყოს სამება - ღმერთის ქრისტიანული სწავლების ზუსტი არსის გადმოცემა. წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის ჭეშმარიტებანი ისტორი-ულად დრომოჭმულ სწავლებად ცხადდება. შედეგად, ქრისტიანობა ღია რჩება თანამედროვე სულისკვეთებისამებრ შეცვლისა და დამა-ხინჯებისათვის. ზუსტი და უცვლელი განსაზღვრება დოგმატებისა მიუღებელია ადოგმატისტებისათვის - ეს ბოჭავს თავისუფალ და შემოქმედებით მიდგომას.

   დოგმატის შინაგანი მხარის განხილვისას ადოგმატიზმს შემოაქვს გა-ნუსაზღვრელობის თეზა, რითაც მრწამსის და ნებისმიერი კატეგო-რიული მდგომარეობის მიუწვდომელობას აცხადებს.

  ადოგმატურ სისტემაში ქრისტიანს შეუძლია სწამდეს ისე, როგორც სურს, დაამახინჯოს როგორც შინაარსი, ისე გარეგნული ფორმაც. საბოლოოდ „თავისუფლების" ცნებას ჭეშმარიტებისაგან განთავისუფ-ლებამდე მივყავართ.

   ადოგმატიზმი მჭიდრო კავშირია დოგმატიკის განვითარების შესა-ხებ მოდერნისტთა საერთო იდეასთან. მოდერნისტული ხედვით, როცა დოგმატი ურყევია, მაშინ პროგრესი არ არსებობს. ღვთის შე-მეცნება კი მხოლოდ დოგმატების შემეცნებითაა შესაძლებელი. მაგრამ თუ დოგმატის როგორც ფორმა, ისე შინაარსი შეიძლება თვით-ნებურად განიმარტოს, მაშინ ადვილი შესაძლებელია ის თანამედროვე ადამიანის „თავისუფალ", „შემოქმედებით" ცხოვრებას მიუსადაგო.

   ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების თავიანთი შეხედულებისამებრ გამოყენებას მოდერნისტები საკუთარ რელიგიურ მოწოდებად მიი-ჩნევენ. ისინი ცდილობენ ამგვარი მსოფლხედვა ყველა ქრისტიანს თავს მოახვიონ.

   იდეური თვალსაზრისით მოდერნიზმის წინამორბედები იყვნენ ან-ტიკური დროის სკეპტიკოსები. სკეპტიციზმის თანახმად, ნებისმიერ საგანზე შესაძლებელია ორი თანაბარი და ურთიერთსაპირისპირო თეზის გამოთქმა.

   უფრო გვიან ადოგმატიზმზე ზეგავლენა კაბალამ იქონია. მისი მიმ-დევრებისთვის მოსეს ხუთწიგნეული არაფერს ნიშნავს კონკრეტულს, ვინაიდან ის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაგვარად განიმარტება.

   მოდერნისტები სხვადასხვაგვარად, იმის მიხედვით რომელი მიმა-რთულებაც აქვთ არჩეული, ამჟღავნებენ თავიანთ ადოგმატიზმს.

   ადოგმატიზმი სხვადასხვა სახითა და განსხვავებული სახელწოდე-ბებით არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: სწავლება ანტინომებზე, აპოთატიკაზე, თეოლოგუმენზე, ნებისმიერ შეხედულე-ბათა პირობითობაზე.

 

 

 

 

 


 

Антимодернизм.ру.

რომან ვერშილო

 Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება