მთავარი > ლიბერალიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალიზმი
ლიბერალიზმი12-09-2025, 14:26 |
ლიბერალიზმი (ლათ. Liberalis - თავისუფალი) - ახალი დროების ყველაზე გავრცელებული რევოლუციური იდეა, რომლის მიზანი „ახალი ადამიანის" შექმნით „თავისუფალი საზოგადოების" ფორმირებაა. ლიბერალიზმი მოძრავი და წინააღმდეგრობრივი პოლიტიკური იდეებისა და მცნებების კომპლექსია, დამახასიათებელი ღვთისაგან შორს, ყალბ ავტონომიაში მყოფი პიროვნებებისათვის. ამიტომ ყოველ თავის მისწრაფებას ამქვეყნიურისკენ წარმართავს. თავისუფლების იდეა ლიბერალიზმში მოკლებული დადებით შინაარსს. ამიტომ ის მთლიანად წინააღმდეგობრივია. ლიბერალური თავისუფლება არ არის ღვთაებრივი თავისუფლების შესატყვისი ცნება, ვინაიდან არ გამომდინარეობს ღვთის სწავლებისგან, ვით მარადიული საზომისგან. ლიბერალური თავისუფლება არც ადამიანური ბუნებისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მატერიალური თვალთახედვით შეზღუდულია და ხრწნადი. ლიბერალურ „თავისუფლებას" არ გააჩნია მყარი საფუძვლები. ამიტომაც ის მტრულადაა განყოფილი ნებისმიერი თანმიმდევრულობისა და წესრიგის მიმართ. ლიბერალიზმში თავისუფლებას არ გააჩნია დოგმატური განსაზღვრება. აქედან გამომდინარე, ის არა უბრალოდ „თავისუფლების" იდეაა, არამედ თავად იდეაა ნებისმიერი „თავისუფალი" განსაზღვრებისთვის. მეტაფიზიკური მიზნების მიღწევას ლიბერალები პოლიტიკური (პრაქტიკული) გზით ცდილობენ. მათი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოქმედების კრედოა „თავისუფლებითა და უფლებამოსილებით მოქმედება". ლიბერალიზმში ყველაფერი, განყენებული იდეა თუ სარწმუნოება პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ისეთი საკვანძო სიტყვები, როგორიცაა „თავისუფლება", „თანასწორობა", „პროგრესი", „ტოლერანტობა", მათთვის პოლიტიკური ლოზუნგებია, ხშირად პირდაპირი პოლიტიკური ბრალდებაა კონსერვატორებისა და ანტიმოდერნისტების მისამართით გამოთქმული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი „თავისუფლება" წმინდა პოლიტიკური ფენომენია, ის თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, რელიგიაში, მეცნიერებასა და კულტურაშიც ცდილობს. შემდეგ, მსჯელობა და ქმედება იმგვარივე „უფლებამოსილებით" ლიბერალური კანონის სტატუსს იძენს და ეს კანონი საყოველთაოდ აღიარებული, ყველასათვის მისაღები და გასაგები უნდა იყოს. ამიტომ ლიბერალი პოლიტიკური და, იმავდროულად რელიგიური კანონმდებლობის პოზიციიდან გვესაუბრება. ცალკეულ შემთხვევებში ის ღვთაებრივის პრეტენზიასაც კი აცხადებს. ქრისტიანებსაც გააჩნიათ თავისუფლების ცნება. ისინი თავისუფლებას სხვაზე ნაკლებად არ აფასებენ. მაგრამ ქრისტიანმა უწყის, რომ თავისუფლება ღვთის საჩუქარია: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ". „უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ". (იონ. 8. 36. 31-32). ამრიგად, მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია თავისუფალი ყოველგვარი ცოდვისა და ამქვეყნიური საზრუნავებისაგან. თავისუფლება ადამიანის ნების თვისებაა, რომელმაც თავისი შემოქმედისა და მხსნელის ნებისამებრ უნდა იმოქმედოს. ამიტომაა, რომ თვითმკვლელი და თეისტი არ მოქმედებენ თავიანთი (ანუ ღვთისაგან ჩადებული) ნებისამებრ. თუ მოდერნიზმს ვაფასებთ, როგორც ქრისტიანული ტერმინებით გაფორმებულ ურწმუნოებას, თავის მხრივ ლიბერალიზმი პრაქტიკული და გამოცდილი სწავლება იმისა, როგორ იცხოვრო ანტიქრისტიანული ცივილიზაციისა და უწესრიგობის პირობებში. ლიბერალიზმი წინასწარ გრძნობს აპოკალიპსური ეპოქის დასაწყისს და საამისოდ ძლიერად ემზადება. ლიბერალიზმი ამქვეყნიურ უწესრიგობასა და ქაოსთან კარგადაა ადაპტირებული, ვინაიდან მისთვის ქაოსი არა სულის სიკვდილი, არამედ აღქმული სამყაროა. ამიტომ ის (ლიბერალი) მთლიანად ჩაფლულია ამქვეყნიურ საზრუნავში. ლიბერალურ - რელიგიური ცხოვრება მთლიანად და მხოლოდ ამსოფლიური სულისკვეთებით იკვებება. ამდენად, ლიბერალის თავისუფლება არ ეწინააღმდეგება ამსოფლიური სულის ზეგავლენას, არ ემიჯნება მას, არამედ მის მიერვე განხორციელებულ ქმედებაზეც კი პასუხისმგებლობას გაურბის. ლიბერალური ესქატოლოგიის თანახმად, ანტიქრისტიანულ დროში ნებისმიერი გადარჩება ქრისტიანული დოგმატების მაღიარებელის გარდა, იმიტომ რომ ლიბერალისთვის „ცხონება" ყოველგვარი ცვლილებასთან შეგუებას, საამისოდ მზადყოფნას ნიშნავს. ამგვრად და ასე შეიქმნება ანტიქრისტიანული საზოგადოება. ის ფაქტი, რომ ლიბერალურ „ცხონებაში" არაფერი ესაქმებათ „დოგმატიკოსებს", კიდევ ერთხელ ნათელს ჰფენს ახალი ადამიანის ფენომენს: ის საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტების საპირისპიროდ იმოქმედებს, იგი მისთვის გაუგებარი სიგნალებით იმართება, უპასუხისმგებლოდ იქცევა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი თავისუფლება. ძირითადი ბრალდება, რომელსაც ლიბერალები უყენებენ ქრისტიანობას, დოგმატიკურობაა. ლიბერალიზმი უარყოფს ღვთაებრივ გამოცხადებასა და დოგმატიკას, ვით ჭეშმარიტების აღქმის წყაროს, უარყოფს სულიერი განზომილებით ცხოვრებას. ლიბერალს თავი „თავისუფლებისათვის" მებრძოლი ჰგონია. მისთვის ბრძოლის ნებისმიერი ხერხია მისაღები. ლიბერალიზმის უნივერსალიზმი არა სამართლიანობის ცნებას, არამედ კოსმოპოლიტურ და ინტერნაციონალურ მსოფლმხედველობებს ემყარება. თუ შიდა საეკლესიო ლიბერალებზე ვისაუბრებთ, ისინიც განუწყვეტლივ იბრძვიან „ცრურწმენისა და ბოროტმოქმედების" წინააღმდეგ. (ა. კურაევი, მ. პ. მეშერინოვი და სხვა). ნ. ლეონტიევი ამბობდა: არსობრივად ლიბერალიზმის სისტემა, ყოველგვარი სისტემურობის არარსებობაა. ის მხოლოდ ყოველგვარი უკიდურესობის უარყოფაა, ყოველივე თანმიმდევრულისა და მოწესრიგებულობის შიშია. ლიბერალიზმი ყველგან მარტოა, ყველგან უარყოფილია, ყველგან ერთნაირად ლეგალურად და ნელ-ნელა ხრწნის ნაციას. ლიბერალიზმი უარყოფს წესრიგს. ფიქრობს, რომ ეს შეუფერებელია ღვთისთვის. ამის შემდეგ ლიბერალი უარყოფს ღმერთსაც, იმიტომ რომ, ის „არ არის ღირსი" ლიბერალის წარმოსახვაში არსებული ადამიანის. ამიტომაც ლიბერალი ასკვნის: ღმერთი არ არის აბსოლუტი, ის ფარდობითია სამყაროსა და ადამიანთან მიმართებაში.
Антимодернизм.ру. რომან ვერშილო Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |