მთავარი > აბსურდიზმი, მთავარი გვედის ფოტო > აბსურდიზმი (ნაწილი II) - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

აბსურდიზმი (ნაწილი II) - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)


1-09-2015, 00:00

 

•••

   აბსურდის ფილოსოფია მრავალ თანამედროვე შემოქმედებით ნაშრ-ომში ფიგურირებს, მაგრამ თითქმის არსად გადმოცემულა მთელი სიცხადით. ყველაზე მკაფიოდ მისი აზრი გადმოსცა ნიცშემ. ნიჰი-ლიზმი ის ფესვია, რომლისგანაც აღმოცენდა აბსურდიზმის ხე. ნიცშეს შემოქმედებაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ ამ ფილოსოფიის არსი. ხოლო დოსტოევსკის ნაშრომებში აბსურდიზმის შედეგების აღწერას ვხედავთ. ქრისტიანული ჭეშმარიტების უვიცნი ვერ წვდებიან მის სიღრმისეულ არსს. გარდამავალ ეპოქაში ორ სამყაროს შორის მცხო-ვრებმა ამ ორმა მწერალმა აღნიშნა:

    1) ქრისტიანობაზე დაფუძნებული სამყარო შეირყა;

  2) აბსურდის სამყარო იწყებს არსებობას, რომელიც ჭეშმარიტების უარყოფაზეა აგებული.

   აქ ჩვენ ვპოულობთ პრაქტიკულად ყველა ნიუანსს აბსურდიზმის გა-ანალიზებისთვის.

   აბსურდიზმის არსი, რომელიც კულისებში დიდი ხანი მწიფდებოდა, ნიცშემ ორ შოკირებად ფრაზაში გამოავლინა:

   1) "ღმერთი მკვდარია" - რაც ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე ადამ-იანების გულებში ღვთის რწმენა მოკვდა.

   2) "ჭეშმარიტება არ არსებობს" - რაც ნიშნავს, რომ მიატოვა ღვთივ-ბოძებული ჭეშმარიტება, რომელზეც ოდესღაც აგებული იყო ევრ-ოპელი ადამიანის აზროვნება და საზოგადოებრივი მმართველობა. ორივე შეხედულება მისაღებია ათეისტებისა და სატანისტებისათვის, რომლებიც ერთობ კმაყოფილნი არიან რწმენისა და ჭეშმარიტების უარყოფით.

   ნიცშემ, "ძალაუფლების" მოპოვების ჟინით აღვსილმა, ნიჰილიზმის არსი შემდეგნაირად გამოხატა: "რას ნიშნავს ნიჰილიზმი? იმას, რომ უზენაესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას. აღარ არსებობს მიზანი, აღარ არსებობს პასუხი კითხვაზე: "რატომ?""

   ერთი სიტყვით, ყველაფერი ფარდობითია. მაგრამ სულ სხვაგვარ სი-მტკიცეს ვპოულობთ წმ. მამათა და ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანში, ვინაიდან მათი ყოველი აზრი, ცხოვრება ღმერთთან კა-ვშირშია, როდესაც ყველგან ჩანს ღმერთი ვით ანი და ჰოი, როდესაც ყველაფერში ღვთის ნებას ხედავენ. სწორედ ეს რწმენა და სიმტკიცე არ აძლევს სამყაროს, საზოგადოებას, ადამიანს ნგრევის საშუალებას. დღეს ყოველივე ეს გაქრა. ხოლო კითხვები, რომლებზეც ადამიანები ღვთისაგან იღებდნენ პასუხს, დღეს უმრავლესობას აღარ გააჩნია.

   "ღმერთი მოკვდა", "ჭეშმარიტება აღარ არსებობს" - ორივე ფრაზა სამ-ყაროს აბსურდულობას ადასტურებს, რომლის ცენტრში არა ღმერთი, არამედ არარაობაა.

   შემდეგ ნიცშე ამბობს: "ჩვენ მოვკალით ის (ღმერთი), მე და შენ! ჩვენ - ყველანი ღვთის მკვლელები ვართ! მაგრამ როგორ მოვახერხეთ ეს? შეგვიძლია ზღვის შესმა? სად ვიპოვოთ ისეთი საშლელი, რომ მთელი ჰორიზონტი წავშალოთ? საით მივფრინავთ? შორს ყველანაირი სინ-ათლისაგან?... ხომ არ ვიმყოფებით უსასრულო არარაობაში? ხომ არ გვიბერავს სახეში სიცარიელე? განა უფრო ძლიერ არ აცივდა?"

  ამგვარია აბსურდული პეიზაჟი, რომელშიც არ არის არც უზენაესი ჭეშმარიტება, არც სიმართლე, არც სიცრუე, არც მართალი, არც მცდარი, იმიტომ რომ საყოველთაოდ აღიარებული ორიენტირია და-კარგული.

   სხვაგვარი, უფრო პირდაპირი, გამოხატულება აბსურდისა ივანე ყარ-ამაზოვის სიტყვებში წარმოჩინდა: "თუ უკვდავება არ არსებობს, ყვე-ლაფერი ნებადართულია". ზოგიერთს ეს თავისუფლების გამოვ-ლინებად ეჩვენება, მაგრამ ყველა ღრმად მოაზროვნე ადამიანმა საკ-უთარი გამოცდილებით უწყის ამ სიტყვების სიყალბე. აბსურდისტი, მართალია, უარყოფს უკვდავებას, მაგრამ მაინც აღიარებს, რომ ეს საკვანძო საკითხია, რაზეც არ გააჩნია პასუხი ჰუმანისტს. ამ საკი-თხისადმი გულგრილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ადამიანი, როცა არ გააჩნია ჭეშმარიტების სიყვარული და ის (სიყვარული) შელახულია მაცდური და წარმავალი საგნებით; ადამიანი ამქვეყნიურით იწყებს ტკბობას, ბიზნესის კეთებას, ცოდნის შეძენას და მისთ. თვით ად-ამიანის ცხოვრება დამოკიდებულია ამმსოფლიურ მისწრაფებებზე.

 

•••

   აბსურდისტმა იცის, რომ ეს ცრუ სწავლებაა და რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამყარო ასეთი უცნაურია. აბსურდიზმში არ არის იმედი, სიკვდილი უზენაესი ღვთაებაა მის სამყაროში.

   ნამდვილად, თუ "უკვდავება არ არის", შესაბამისად, სამყაროა აბსუ-რდული და "ყველაფერი ნებადართულია". არაფრის კეთებაც არ ღირს საერთოდ; ნამდვილად ჯობს არ არსებობდეს ასეთი სამყარო. ცხო-ვრებაში აღარაფერს: არც სიყვარულს, არც ქადაგებას, არც სიწმინდეს, არანაირი ფასი არა აქვს, მცირეოდენი მნიშვნელობაც კი დაკარგულია, თუკი ადამიანი არ განიცდის ამქვეყნიურ დასასრულის მოპოვებას. ადამიანი უკვდავია, ამიტომ რასაც აკეთებს ის თავისი ცხოვრების მანძილზე, ყოველი კეთილი თუ ბოროტი ნაბიჯი გახლავთ თესლი, რომელიც ამქვეყნად იზრდება, მაგრამ ნაყოფს მომავალ ცხოვრებაში გვაძლევს. მეორე მხრივ, ისინი, ვინც დარწმუნებულნი არიან, რომ სათნოება აქვე, დედამიწაზე, იწყება და სრულდება, პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებიან სათნოების უარმყოფელი ადამიანებისაგან. მათ ერთმანეთისგან ერთი ნაბიჯი ჰყოფს, როგორც დღეს ამბობენ, ლოგიკური ნაბიჯი, რომელსაც ადამიანი იოლად დგამს...

  ევროპა ხუთი ასწლეულის მანძილზე იტყუილებს თავს, როდესაც ცდილობს ჰუმანიზმის, ლიბერალიზმისა და ყალბი ქრისტიანული ფასეულობების დამკვიდრებას. თავისი მსოფლმხედველობის ქრისტ-იანული ჭეშმარიტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება წესად დაადგინა. აბსურდიზმი ამ გზის დასასრულია - ჭეშმარიტების კომპრომისამდე დაყვანის მცდელობაა, რათა შესაძლებელი გახადონ მისი შერიგება ამასოფლის ფასეულობებთან. ხოლო თუ ჭეშმარიტება და უკვდავება არ არსებობს, თუ "ღმერთი მკვდარია", მაშინ ეს სამყარო, თავის ნაჭუჭში შეზღუდული, აბსურდის სამყაროა, მაშინ ეს სამყარო ჯოჯოხეთია.

   აბსურდიზმი არ უნდა მივიჩნიოთ ზედაპირულ უაზრობად. ის გახ-ლავთ ნაწილი იმ მოსავლისა, რომლის თესლს ევროპელები საუკუ-ნეების მანძილზე თესავდნენ - ქრისტეს ჭეშმარიტების ღალატისა და კომპრომისის თესლი.

 

•••

   დავაჯამოთ დიაგნოზი, რომელიც დავუდგინეთ აბსურდიზმს: ეს იმ-ათი ცხოვრება და მსოფლმხედველობაა, ვისაც არ შეუძლია ან არ სურს ღმერთში დაინახოს დასაწყისი და დასასრული, უზენაესი არსი ცხოვრებისა; იმათი, რომლებსაც არ სწამთ განხორციელებული იესო ქრისტესი და არ აღიარებენ ზეციური სასუფეველის არსებობას, რო-მელიც გამზადებულია მართლებისთვის; მათი, ვინც ვერავის და-სდებს ბრალს თავის ურწმუნოებაში. მაგრამ რაში მდგომარეობს სნეულების მიზეზი? სად ვეძიო ჭეშმარიტი მიზეზი? აქამდე ჩვენ განვიხილეთ აბსურდიზმის ნეგატიური მხარე, რომელშიც ჭეშმარიტი ორიენტირების დაკარგვაზეა საუბარი, რომელშიც ცხოვრობს თანა-მედროვე ადამიანი. მაგრამ პოზიტიური მხარეც უნდა აღვნიშნოთ.

   აბსურდისტი სულაც არ არის ბედნიერი იმით, რომ სამყარო აბსუ-რდული გახდა: მათ ამის სწამთ, მაგრამ ვერ ეგუებიან. მათი ხე-ლოვნებისა და ფილოსოფიის სურვილია გადალახონ აბსურდიზმი. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა იმედგაცრუებულ და მიტოვებულ ადა-მიანებს მაინც რაღაც გამოუთქმელის, უხილავის იმედი აქვთ, რამაც უნდა დაუბრუნოს მათ ცხოვრების არსი. ხალხს არ შეუძლია იმედის გარეშე ცხოვრება თუგინდ მთლიანად იმედგაცრუებულ მდგომარე-ობაში იმყოფებოდეს.

   ეს იმას ნიშნავს, აბსურდიზმის სიცარიელე არ გახლავთ მისი ჭეშ-მარიტი სნეულება, არამედ მხოლოდ მისი მწვავე სიმპტომია.

   აბსურდიზმის ნამდვილი სახე გასაიდუმლოებულია, რისი განმარ-ტება, გააზრება დაუბრუნებს ცხოვრებას არსს.

   აბსურდული საუკუნის "წინასწარმეტყველებს" - ნიცშესა და დოსტ-ოევსკის ეს გარემოება მთელი სიცხადით აქვთ გამოხატული. თავიანთ ნაშრომებში აბსურდიზმის თავად არსს ვპოულობთ: "ყველა ღმერთი მკვდარია, - ამბობს ნიცშესეული ზარატუსტრა, - აწ იცხოვროს ზე-ადამიანმა". ნიცშესეული გიჟი ღვთის მკვლელობაზე დასძენს: "ძალიან დიდი საქმე ხომ არ არის ეს ჩვენთვის? ჩვენ თავად ხომ არ უნდა გავხდეთ ღმერთები? დოსტოევსკის "ეშმაკში" კირილოვმა იცის: "თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ მე ვარ ღმერთი".

   კაცობრიობის ტრაგედიის მიზეზი ადამის პირველქმნილ ცოდვაშია "იყვენით ვითარცა ღმერთნი". ეს არის ის, რასაც ნიცშე უწოდებს ზეადამიანს, დოსტოევსკი ადამიან ღმერთს, სინამდვილეში კი სა-კუთარი "მეს" გაღმერთება გახლავთ, რითაც ეშმაკი ოდითგანვე აც-დუნებდა ადამიანს. "მე" - ერთადერთი ცნებაა, რისი თაყვანისცემაც შეუძლია ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელ ადამიანს. ”ძველმა მცნე-ბამ "შენ ვალდებული ხარ", მოჭამა თავისი დრო" - ამბობს ზარ-ატუსტრა, ახალი მცნებაა - "მე მინდა" კირილოვის სატანური ლოგიკის თანახმად, "ჩემი ღვთაებრიობის ატრიბუტი - თვითნებობაა". ახალი რელიგია, რომელმაც უნდა შეცვალოს "ძველი" ქრისტიანობა, რომ-ელსაც, თანამედროვე ადამიანის აზრით, სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული, ჯერ მთელი სისავსით არ განცხადებულა. არსობრივად, ეს საკუთარი თავის თაყვანისცემაა.

   აი, საითკენ მივყავართ აბსურდიზმს და ჩვენი დროის ამაო ექსპე-რიმენტებს. ამრიგად, აბსურდიზმი სტადიაა. გაჩნდა ფარული წი-ნათგრძნობა მოახლოებული სატანური ქაოსისა, რასაც მოჰყვება და-სასრული.

  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება აბსურდიზმის ისტორიული კულმინაცია. ეს უკვე ანტიქრისტეს მეუფება და ჯოჯოხეთია, ვინა-იდან აბსურდიზმი, ზუსტი განსაზღვრებით, ჯოჯოხეთის შემოჭრაა ჩვენს ცხოვრებაში. თანამედროვე ადამიანს არ სურს ჯოჯოხეთზე ფიქრი და გაურბის მას, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო ძლიერ მიილტვის მისკენ. პირველად ქრისტიანობის ისტორიაში, როდესაც ადამიანმა სრულიად დაკარგა ჯოჯოხეთის არსებობის რწმენა, კაც-ობრიობა მთლიანად შთანთქმულია ჯოჯოხეთური სულისკვეთებით.

   რატომ არ სწამთ ადამიანებს ჯოჯოხეთის არსებობის? იმიტომ, რომ მათ არ სწამთ სამოთხის, ანუ დაკარგეს ცოცხალი ღმერთის რწმენა. ღვთის შემოქმედებას აბსურდს უწოდებენ და სურთ, რომ ის (ღმერთი) არ არსებობდეს.

   ჩვენ კვლავ ქრისტიანები უნდა გავხდეთ. შესაძლოა "ზეაბსურდუ-ლი" ეპოქაც დადგეს... მაგრამ ქრისტიანებიც უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. შესაძლოა ქრისტიანებმა ჭეშმარიტების დაცვა, დადასტურება მოწამეობრივი ღვაწლის შედეგად განახორციელონ.

   ეს არა იმედგაცრუების, არამედ სიხარულის დასაბამი იქნება, იმიტ-ომ რომ ქრისტიანი არა ამქვეყნიურ მეუფებას, არამედ სასუფეველს ელის, რომელიც არაამასოფლისაგანია.

 

 

 

Антимодернизм.rу. იბეჭდება შემოკლებით.

 Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება