მთავარი > აბსურდიზმი, მთავარი გვედის ფოტო > აბსურდიზმი (ნაწილი I) - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)
აბსურდიზმი (ნაწილი I) - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)31-08-2015, 16:35 |
ჩვენი საუკუნე, არსობრივად, აბსურდის საუკუნეა. პოეტები და დრა-მატურგები, მხატვრები და მოქანდაკენი გაიძახიან, რომ სამყარო არაორგანიზებული ქაოსია და ამგვარად გამოხატავენ მას თავიანთ შემოქმედებაში. ნებისმიერი პოლიტიკოსი - მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტი - ცდილობს სამყაროში არსებულ ქაოსს მოწესრი-გებულობის სუსტი ელფერი შესძინოს; პაცისტები და მილიტარ-ისტები, აბსურდის რწმენით განმსჭვალულნი, ერთხმად გაიძახიან, რომ ადამიანური ძალისხმევით შეუძლიათ პრობლემატური სიტუა-ციების გადალახვა. ფილოსოფოსები და ერთი შეხედვით, პასუხ-ისმგებლიანი ხალხი, მმართველები, მეცნიერები და საეკლესიო წრეების წარმომადგენლები მხოლოდ ადასტურებენ თანამედროვე ადამიანის არანორმალურობის თეზას. ხოლო მის (ადამიანის) მიერ შექმნილ სამყაროში გვთავაზობენ ჰუმანურ ოპტიმიზმს, უიმედო სტოიციზმს, ბრმა ექსპერიმენტალიზმს ან ირაციონალიზმს და რეკო-მენდაციას გვაძლევენ მივეცეთ თვითმკვლელ სარწმუნოებას - "სა-კუთარ რწმენას". ჩვენი დროის ხელოვნება, პოლიტიკა თუ ფილოსოფია ჩვენი ცხოვ-რების ანარეკლია. ის, რომ ისინი დაზიანებულია აბსურდიზმით, მეტწილად იმის შედეგია, რომ თავად ცხოვრება გახდა აბსურდული. აბსურდიზმის ყველაზე ნიშანდობლივ ნიმუშს, რა თქმა უნდა, ა. ჰიტლერის "ახალი წესრიგი" წარმოადგენდა, როდესაც "ნორმალური", "ცივილიზებული" ადამიანი ერთდროულად ბახის ფაქიზი შემსრუ-ლებელი და მილიონობით ადამიანის მაღალკვალიფიცირებული კალათი შეიძლება ყოფილიყო. თავად ჰიტლერი იყო აბსურდი, რომელიც არარაობიდან მსოფლიო ბატონობამდე აღზევებული, კვლავ არარაობა გახდა. მან შეძრწუნებული სამყარო დატოვა. თავისი "მიღ-წევებით", უცარიელეს ადამიანებს შორის თავისი დროების სიცა-რიელის განხორციელება იყო. ჰიტლერის სიურეალისტური სამყარო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მსოფლიო მაინც ვერ გამოვიდა აბსურდულობის პერიოდიდან. პი-რიქით, ის კიდევ უფრო დასნეულდა. ადამიანებმა გამოიგონეს ისეთი იარაღი, რომელიც ნაცისტური "სახარების" მსგავსად ნიჰილიზმის დამანგრეველ ანარეკლს წარმოადგენს, რომელიც გაბატონდა ადამი-ანების სულებში. თითქოს სამყარო ორ ნაწილად გაიყო: ერთნი, ვინც უაზრო, დამღუპველი ცხოვრების სტილით არსებობენ და ვერ აც-ნობიერებენ ამას, და ისინი, ვინც გაიაზრეს ეს მდგომარეობა, შეი-შალნენ ჭკუიდან და თავი მოიკლეს. ჩვენი დრო - აბსურდის დროა, როდესაც ერთ ადამიანში ურთიერ-თსაპირისპირო შეხედულება გვერდიგვერდ არსებობს; როდესაც ყველაფერი უაზრობად გვეჩვენება, ყველაფერი ინგრევა, იმიტომ რომ დაკარგულია ცენტრი, რომელიც "აკავშირებს" ყოველივეს. ცხადია, ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება, თუმცა ეჭვს იწვევს მისი დაჩქარებული ტემპი. ადამიანს ეჩვენება, თითქოს შეუ-ძლია "გაუძლოს" არანორმალური ცხოვრების რიტმს. ამისთვის ბრალს ვერ დასდებ მას. თანამედროვე ცხოვრება რთული და ნაკლებ სასი-ამოვნოა, მაგრამ ვინც სიღრმისეულად დაფიქრდება, სინამდვილეში რა ხდება თანამედროვე სამყაროს ნიღაბქვეშ, დაინახავს მის "არა-ნორმალურობას".
••• სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, "არანორმალურია". თანამედროვე პოეტებს, მხატვრებს და მოაზროვნეებს, ხილული სამყაროს რაგვარ განმარტებასაც არ უნდა გვთავაზობდნენ, ერთში ნამდვილად დავე-თანხმებით: თანამედროვე სამყაროში რაღაც "არ არის რიგზე (მწყო-ბრში)". პირველი, რაც შეგვიძლია ვისწავლოთ აბსურდიზმისაგან: აბსურდ-იზმი - სიმპტომია, რომელიც გვაუწყებს, რაგვარ სულიერ მდგო-მარეობაში იმყოფება თანამედროვე ადამიანი. შეიძლება კი აბსურ-დიზმის გაგება? თავისი არსით ის ან უპასუხისმგებლო, ან სოფისტურ მიდგომად გვევლინება. ამგვარ შეფასებას არა მხოლოდ მხატვრებთან, არამედ სერიოზულ მოაზროვნეებთან და კრიტიკოსებთან ვხვდებით, რომლებიც ცდილობენ განმარტონ ან გაამართლონ აბსურდი. თუმც მისი გაგება თავისი ტერმინოლოგიის მიხედვით ერთობ რთულია, იმიტომ რომ გაგება გააზრებას ნიშნავს, ხოლო გააზრება აბსურდის საპირისპირო მოვლენა გახლავთ. ერთი სიტყვით, აბსურდი სარწ-მუნოებრივ ჭრილში უნდა გაანალიზდეს..., თავს დავესხათ აბსურ-დიზმს ჭეშმარიტების სახელით და აღმოვაჩენთ, რომ იგი, მისდა უნებურად, ადასტურებს, რომ ქრისტიანული რწმენა ჭეშმარიტია. ქრისტიანობა, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით, არის გააზრება (coherence), იმიტომ რომ ქრისტიანების ღმერთია სამყაროს ბატონ - პატრონი. ის ყოველი ქმნილების ანი და ბანია. ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი ნათლად ხედავს ამ ღვთაებრივ კავშირს ცხოვრების ყველა სფეროში. ხოლო აბსურდისთვის ყველაფერი ინგრევა, მათ შორის საკუთარი ფილოსოფიაც, რომელიც ხანმოკლეა. მეორე გართულება, რომელიც ახლავს აბსურდიზმის კვლევას: არ არის საკმარისი უარვყოთ ის მხოლოდ თავისი წინააღმდეგობრიობისა და სიმცდარის გამო. არც ერთი კომპეტენტური ადამიანი არ დაიწყებს აბსურდიზმის განხილვას ჭეშმარიტების ჭრილში. ის ნებისმიერი მხრიდან ეწინააღმდეგება თავის თავს. იმისათვის რომ ამტკიცო სრული უაზრობა, თავად უნდა გწამდეს აღნიშნული ფრაზის არსი. ამიტომ, აბსურდიზმს ვერ განვიხილავთ როგორც სერიოზულ ფილ-ოსოფიას. ყველა მისი მტკიცებულება სუბიექტურად უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან აბსურდიზმი არა ინტელექტის ნაყოფი, არა-მედ ნებელობითი სისტემის პროდუქტია. (გაგრძელება იქნება...)
Антимодернизм.rу. იბეჭდება შემოკლებით. Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |