მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ორი პიროვნების შეხვედრა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი III)

ორი პიროვნების შეხვედრა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი III)


30-08-2015, 00:00

 

   ლოცვა - ეს ურთიერთობაა. აქ, ამ ურთიერთობის იდეა, როგორც ახ-ალ ცხოვრებასთან შეხება, როგორც მადლით განწმედა, როგორც ორი, ცოცხალი პიროვნების შეხვედრა, იბინდება და ქრება: წმიდანმა კო-ნკრეტული საქმე უნდა გააკეთოს, აღმოუჩინოს დახმარება, რომელსაც ცნობარი მიაწერს; შემდეგ ის აღარ არის საჭირო მანამ, სანამ მსგავსი სიტუაცია არ განმეორდება. მაგრამ რა ემართება გონებას, წმიდანის სახელი რასთან ასოცირდება, ამას ცოტანი თუ უფიქრდებიან. წმიდა მამები წერდნენ, რომ სათნოებათა ქებით, სათნოებათა მოწილენი ვხდებით, რომ ლოცვა - ეს ერთ-ერთი გზაა იმასთან მიმსგავსებისა, ვის მიმართაც არის ის აღვლენილი. ახლა ლოცვა თავის მისტიკურ სიღრმეს თანდათან კარგავს: ვინ - უსარგებლო ხდება, რჩება მხოლოდ - რა.

   ბოლოხანს ასევე გაჩნდა მრავალი ლოცვა, არავინ იცის ვის მიერ შე-თხზული, რომელსაც სინამდვილეში ლოცვას ძნელად თუ დაარქმევ. ისინი სულიერ - მგრძნობელობით დონეზეა დაწერილი და მათი სტილი სრულიადაც არ პასუხობს ლოცვის შინაგან დინამიკას. სა-კმარისია, ისინი საეკლესიო ლოცვის მეტყველებას შევადაროთ და დავინახავთ, რომ თავიანთი აზრებით მედიტაციას ან არცთუ მაღალი ხარისხის პოეზიას ენათესავებიან.

   საეკლესიო ლოცვით მეტყველებებში სული საკუთარ თავს ჰპოვებს, ისინი წმიდანთა მისტიკური გამოცდილების გადაცემას, მის სიტყვიერ გამოხატვას წარმოადგენენ. ეს გამოცდილება იმდენად ღრმაა, რომ მისი წამკითხავი ადამიანი მათში თავისას და თავის თავს პოულობს. ეს ლოცვები არის გადაშლა მადლით განწმედილი გულისა, რომელიც დემონურ ძალასა და ცოდვის სიმძიმეს სწორედ ამის გამო გაცილებით ღრმად შეიგრძნობს. ეს ლოცვები თავის თავში უდიდეს სულიერ დაძაბულობას შეიცავენ, მაგრამ ამავე დროს მოკლებულნი არიან მგრძნობელობით აღტაცებასა და გარეგნულ დრამატიზმს. ამიტომ მათ მთელი ცხოვრება კითხულობენ, ისინი ნებისმიერ სულიერ ასაკს შეესაბამებიან, აღიქმებიან, როგორც ახალნი, ისინი სულისაგან და სულისაკენ - ადამიანური პიროვნების ღერძისაკენ არიან მიმარ-თულნი.

  ხოლო „ყოველი ცხოვრებისეული შემთხვევისათვის" შედგენილი, სხვადასხვა გარემოებებთან და საჭიროებებთან შესაბამისეული ლო-ცვები განსჯითაა დაწერილი და ამიტომ არა სულს, არამედ სამ-შვინველს ეხებიან. მათით იშვიათად ლოცულობს ადამიანი, სულის თვალს იშვიათად აღაპყრობს ღვთისადმი; ხშირად კითხულობს მათ, როგორც დარიგებას: რა უნდა აკეთოს, იფიქროს და განიცადოს ქრისტიანმა მოცემულ შემთხვევაში და აქ კვლავ რელიგიური გრძნობის დაქვეითება ხდება. ლოცვა, არა მხოლოდ თავისი ში-ნაარსით, სტრუქტურული ფრაზებით და სიტყვათა განლაგებითაც, ავტორების შინაგან მდგომარეობას ასახავს. და აქ, ამ თხრობით კილოში დაწერილ ლოცვებში, იმ საქმის არსის დაწვრილებით გა-დმოცემით, რასაც ღმერთს შესთხოვენ, აშკარა მოცურებაა სულისაგან სამშვინველისაკენ. ასეთ ლოცვებში ადამიანს საკუთარი თავის პოვნა არ შეუძლია, ასევე არ შეუძლია მათ თავისი სულის ხმა უწოდოს. ასეთი ლოცვის წამკითხველმა ადამიანმა ღმერთს და თავის თავს „აუხსნა", რა უნდა აკეთოს, მაგრამ მისმა სულმა ჩვეული თვლემიდან საეჭვოა, რომ გამოიღვიძოს.

   ლოცვის მეშვეობით ზეციურ ეკლესიაში, ღვთაებრივი მადლის სინა-თლის ველში ვერთვებით, ჩვენს ქმნილებრივ შეზღუდულობას ვლახავთ და სასიცოცხლოდ იმ სულიერ პოტენციალს მოვუხმობთ, რომელსაც ღვთის ხატება და მსგავსება ეწოდება. ჩვენს ყოფიერებას ვაღრმავებთ და ვაფართოებთ, უფრო სწორად არა ჩვენ, არამედ ღვთაებრივი ძალა, რომელსაც ადამიანი ლოცვის მეშვეობით თავის სულში მოქმედების საშუალებას აძლევს.

   ზოგიერთს უკვირს: რისთვის ვილოცოთ, როცა ღმერთმა უკეთ იცის რა გვჭირდება? ვინც ამას ამბობს, მას ლოცვის არსი არ გაეგება. ღმერთს სურს თავისი თავი გვიძღვნას, როგორც უდიდესი მადლი, მაგრამ ამ ძღვენის მიღება მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით არის შესაძლებელი. ჩვენ არა ღმერთი, არამედ საკუთარი თავი გვიყვარს. ეს ყველაზე საშინელი შედეგია ცოდვით დაცემისა. ცხოვრების საფუ-ძველი გახდა არა ღმერთი, არამედ თავისთავადობა, ამიტომ ღმე-რთისაკენ ჩვენი გულის მობრუნებაა საჭირო, საჭიროა ნების ძა-ლადატანებით ვეძებოთ დაკარგული, აღვადგინოთ დანგრეული, ვნებების ტყვეობიდან და მათ მიერ შექმნილი ილუზიებიდან იმ უმაღლესი ჭეშმარიტების სამყაროში გამოვიდეთ, რომელსაც სახარება გვიხსნის. თუმცაღა სინამდვილეში ამისი შესრულება არა ჩვენს გახრწნილ ბუნებას, არამედ ღვთაებრივ მადლს ძალუძს. მაგრამ მადლს სურს, რომ ჩვენ თვითონ, თავისუფლად, საკუთარი ნებით ვესწრაფოდეთ მის მოხვეჭას, მას ჩვენი გონება და გრძნობა დავუ-ქვემდებაროთ. აი აქ ხდება ურთიერთქმედება ადამიანური ნებისა და მადლისა, რომლის გონებით დაუფლება და სიტყვაში ჩატევა ძნელია: „მე არ შემიძლია, მაგრამ მე ვწყვეტ; მე უძლური ვარ, მაგრამ ჩემს გარეშე ღმერთი ვერ მაცხოვნებს; მე შემუსვრილი ვარ ცოდვით, რომელიც ჩემს ბუნებას ავადმყოფობასავით ჩაეზარდა, მაგრამ მე ვისწრაფი ღვთისაკენ; უძლური ვარ, მაგრამ აღვასრულებ; ღვთის შემწეობის გარეშე სიკეთეზე ფიქრიც კი არ შემიძლია და ამავე დროს საპუხისმგებელი ვარ ბოროტებაზე, რომელსაც ჩავდივარ ყოველივე ტყუილისა და ყოველი უწმინდური აზრის ჩათვლით. რაკი საკუთარ სულზე ვარ პასუხისმგებელი და სინდისი მეუბნება, რომ სიკეთესა და ბოროტებას არა აუცილებლობით, არამედ უნებურად ვაკეთებ, ეს ნიშნავს - არის ჩემში რაღაც ისეთი, რაც ჩემს სულში ცოდვის უფ-სკრულის პირას დგას. ჩემი ნება, ისევე როგორც ყველა გრძნობა - გახრწნილია, მაგრამ რაღა დარჩა ჩემში?

   ღირსი მაქსიმე აღმსარებელი განგვიმარტავს, რომ არსებობს ორი ნე-ბა: პირველი - ბუნებრივი ნდომა, მეორე კი მის მიერ გნომიკურად წოდებული ნება - ეს არის არჩევნის გაკეთების უნარი5. „თავიდან მე არ ვეძიებ ღმერთს, არამედ ღმერთი მეძიებს მე:, და აქ პასუხი ღვთის მოწოდებაზე გნომიკურმა ნებამ უნდა გასცეს: „არა - ვინ ვარ, არამედ - „ვინ მინდა ვიყო" და „ვის შეუძლია მისხნას". ხდება ურთიერთქმედება მადლისა და ნებისა, რასაც სინერგიზმი ჰქვია. მაგრამ ეს სიტყვა შესაძლოა არასწორად, რაღაც სინერგიზმი ჰქვია. მაგრამ ეს სიტყვა შესაძლოა არასწორად, რაღაც ნახევრად პელაგიანური მნიშვნელობით იყოს გაგებული, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ თანაბარი ძალების - ნებისა და მადლის ურთიერთქმედებაზე არ არის ლაპარაკი; აქ აღასრულებს მადლი, ის ქმნის, წმენდს, დაცემულ, ადამიანურ ბუნებას ძალებს აძლევს და განაახლებს, ხოლო ნება მადლისაკენ, როგორც ცხონების ერთადერთი სასუალებისკენ არის მიმართული, წარმოვი-დგინოთ სურათი: ადამიანი ჩავარდა მორევში, რომელიც მას ითრევს. მას არ შეუძლია წყლის მოძრაობას შეეწინააღმდეგოს. მაგრამ უცებ ნაპირიდან თოკი გადმოუდგეს. მან ორივე ხელი ჩაავლო და ის ნაპირზე ამიოყვანეს. ადამიანს არ შეეძლო საკუთარი ძალებით გა-დარჩენა, მაგრამ მან სწორი არჩევანი გააკეთა: წყალს, რომელიც მას ნაფოტივით აბრუნებდა, არ შეწინააღმდეგებია, ისე ჩაეჭიდა თოკს და მისი დახმარებით ნაპირს მიაღწია. ადამიანური ნებისა და მისი დახმარებით ნაპირს მიაღწია. ადამიანური ნებისა და მადლის ურ-თიერთქმედებაში რაღაც მსგავსი ხდება: უფალი ჩვენდამი სიყვა-რულის გამო გვაძლევს, შემდეგ კი გვართმევს თავის მადლს, უფრო სწორად კი მადლის აშკარა ქმედებას ფარავს, ის თითქოსდა სა-იდუმლოდ მოქმედებს. ჩვენ ისევ და ისევ უნდა ვეძიოთ, რადგან ვხედავთ ჩვენს უძლურებას და მთელ იმედებს მხოლოდ ღმერთზე ვამყარებთ. ასე ყალიბდება ადამიანის პიროვნება. ცხოველს პიროვნულობა არ გააჩნია, არამედ მხოლოდ ბუნება: ჯიში, სახეობა და რაღაც მიმართებაში - ინდივიდუალობა, ანუ თავისებურება. პირო-ვნულობა მხოლოდ ღვთაების, ანგელოზთა და ადამიანთა კუთვნი-ლებაა.

  მადლსა და ნებას შორის ურთიერთობა ყველაზე მეტად ლოცვაში განისაზღვრება. ლოცვა - ეს ღვთისადმი მიქცევაა. ლოცვაში მადლი ღვთის ხატებასა და მსგავსებას განაახლებს ადამიანში. მოუქნელი, თანამედროვე ენით რომ ითქვას, ააქტიურებს, დინამიურ მდგომა-რეობაში მოყავს ისინი, ხოლო ღვთის ხატის თავისებურებაა - თავის თავში პირველსახე აირეკლოს. ამიტომ ლოცვაში ადამიანი ღვთისა-დმი სიყვარულს ეჩვევა, მაგრამ სულიერი სიყვარული - ეს ასევე მოქმედება და ძღვენია მადლისა. ლოცვა განუყოფელია ადამიანის ცხოვრებისაგან. თუკი ადამიანი სწორად ლოცულობს, მაშინ სახა-რებისეული მცნებების შესრულება გაიშლება მისთვის, როგორც ჭე-შმარიტი ცხოვრება, მათი მეშვეობით შეიგრძნობს, რაოდენ მოწყალეა უფალი. ლოცვა, მცნებების შესრულების გარეშე, უნაყოფო შრომად გადაიქცევა. ამავე დროს სახარებისეული მცნებების შესრულებაც შეუძლებელია ლოცვის გარეშე. უფალმა ბრძანა: „თჳნიერ ჩემსა არარა ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15, 5), და ისევ, როცა ადამიანი დაუდევრად ეკიდება მცნებების შესრულებას, მაშინ ლოცვა ქვიან ნიადაგზე დარგულ ხეს ჰგავს, რომელსაც ფესვის გადგმა არ შეუძლია.

   ლოცვა - ეს ყველაზე დიდი ხელოვნება და მავე დროს ყველაზე იო-ლი რამ, როგორც ბავშვის ტიტინი, როცა ის ამბობს „დედა", გრძნობს მის იქ ყოფნას, სითბოს, მთელი არსებით გრძნობს, რომ დედის გარეშე მისი ცხოვრება შეუძლებელია. ლოცვაში ყველაზე მთავარია - არ დავკარგოთ ღმერთის, როგორც პიროვნების იქ მყოფობის გრძნობა, როცა არის ეს გრძნობა, მაშინ ლოცვისათვის არ არის გარეგანი მე-ქანიზმების აუცილებლობა, როცა ადამიანი თვით ლოცვის ნიჭისთვის მადლობს უფალს, იმისათვის, რომ შეუძლია თვალნი გულისანი იმ-ისაკენ აღაპყროს, ვისაც ანგელოზნი თრთოლვით ეთაყვანებიან.

 

 

 

 

 

 

 

5„ამგვარად ჩვენ ვფლობთ ბუნებით ნებას, რომლის რეალიზაცია გნო-მიკური ნებით განხორციელებულ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული. გნომიკური ნება ბუნების თვისებას არ წარმოადგენს არამედ პიროვნების კუთვნილებას შეადგენს" (Протоиерей Иоанн Мейендорф. Введение в свя-тоотеческое богословие. Клин. 2001. с. 365).

 



უკან დაბრუნება