მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ორი პიროვნების შეხვედრა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

ორი პიროვნების შეხვედრა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)


29-08-2015, 00:00

ორი პიროვნების შეხვედრა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

 

   ლიტურგიკული და საშინაო ლოცვა - ეს იმ ზეციური სიყვარულის სახეა, რომელიც ანგელოზებსა და წმიდანებს საუკუნო ცხოვრებაში აერთიანებს. სიყვარული პიროვნულია. საგანი შესაძლოა მოსაწონი იყოს, საგანს შეიძლება მიეჯაჭვო, მაგრამ რამდენადაც საგანი უპა-სუხოა, ის არ შეიძლება გიყვარდეს, ჩვენ სიტყვას „სიყვარული რაიმეს მიმართ", ხშირად არასწორად ვხმარობთ. ეს სიყვარული არ არის, არამედ პატრონობის, ფლობის სურვილია. სიყვარული შეიძლება არა „რაღაცის", არამედ „ვიღაცის" მიმართ. ამიტომ ლოცვა - ეს ღრმა შინაგანი ცხოვრებაა სულისა. როცა მას შევუდგებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ველაპარაკებით ცოცხალ პიროვნებას, რომელსაც სულიწმიდის მეშვეობით არა მხოლოდ ესმის ჩვენი, არამედ ჩვენი გულის სიღ-რმეებში აღწევს და ამიტომ ლოცვა არასდროს რცება უპასუხოდ. ის ჩვენი ცხოვრების ყველაზე ქმედით ძალად გვევლინება. და რაც მთავარია, ის იმ ოჯახის შინაურებად და ახლობლებად გვხდის სადაც მამა - უფალია, მისი შვილები კი - ანგელოზები და წმიდანები. ლოცვაში უნდა იყოს ორი გრძნობა - სინანული და იმედი. ლოცვა ღვთისადმი მადლიერების და მისი წმინდა ნებისადმი მორჩილებას ბადებს. სინანული და იმედი - ფესვებია ლოცვისა. ღვთისადმი მად-ლიერება და მორჩილება მისი ნებისადმი - ყვავილებია, ხოლო ღვთისა და წმიდანებისადმი სიყვარული - ნაყოფი.

  ადამიანი - ეს ერთიანი პიროვნებაა, რომელიც ორი ბუნებისაგან - სულისა და ხორცისაგან შედგება. ამიტომ ჩვენთვის ნებადართულია ვილოცოთ არა მხოლოდ მარადიულ სიკეთეებისთვის და ადამიანის მთავარი მიზნის - სულის ცხონებისათვის, არამედ ვილოცოთ საყო-ფაცხოვრებო და ჩვენი ხრწნილი სხეულის საჭიროებისთვისაც. ღრმაა ადამიანის პიროვნება. ჰიმნოგრაფიაში ის უფსკრულთან არის შედა-რებული. კიდევ უფრო ღრმაა მადლით გადასხვაფერებული წმიდანის პიროვნება. პიროვნების ამ საიდუმლოებაში, მის, როგორც ღვთის ხატისა და მსგავის სილამაზეში - სულიერი სიყვარულისა და იმ ენითუთქმელი გრძნობის საფუძველია, რომელსაც ლოცვის მისტიკურ თრთოლას, გულის წინათგრძნობას, იმათ გამოუთქმელ სიხარულს დავარქმევდით, ვინც ღმერთთანაა.

  ზოგი წმიდანთაგანი, განსაკუთრებით მოწამენი, სიკვდილისწინა ლოცვაში ღმერთს ევედრებოდნენ ნიჭს, რომლითაც ადამიანებს ამათუ იმ გარემოებებში დაეხმარებოდნენ. არის ძველი ჩვეულება, თხოვნა იოანე წინამორბედისადმი მონაზვნობისათვის კურთხევაზე, წმიდა გიორგისადმი - ომში შეწევნაზე, დიდმოწამე პანტელეიმონისადმი - სნეულებათაგან კურნებაზე და ა.შ. გადმოცემაზე დაფუძნებული ეს წეს-ჩვეულება ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაზე აისახა. არსებობს სასწაულმოქმედი ხატები, განსაკუთრებით ღვთისმეტყველებენ: „თა-ვდები ცოდვილთა", „მწუხარებასა და დარდში მანუგეშებელი", „და-ღუპულთა მომძიებელი" და სხვა მრავალი.

   არსებობს ასევე ხალხური გამოცდილება ადამიანი საჭიროებათა მი-ხედვით ამ თუ იმ წმიდანის მიმართ ლოცულობს. ასეთი შეხედ-ულებების მიმართ ეკლესიას ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა - არც აკურთხებდა და არც უარყოფდა. უფრო მეტიც - ზოგიერთი „დაკვირვება" საერთოდ ბგერითი ასოციაციების სფეროს განეკუთ-ვნება: მაგ. წინასწარმეტყველ ნაუმისადმი4 გონს მოსაყვანად ლოცულ-ობენ ანუ ქმედება გაუგებრობაზეა დაფუძნებული.

   ახლა მცირე გადახვევას გავაკეთებთ.

  თანამედროვე ადამიანის აზროვნება სულ უფრო დანაწევრებული და ანალიტიკური ხდება. მეცნიერებები სპეციალობებად იყოფა, რომლე-ბიც თავის მხრივ ჩვენს თვალწინ ნაწევრდებიან და იყოფიან. მაგ-ალითისათვის ავიღოთ მედიცინა. ძველად ექიმები პრაქტიკულად ყველა დაავადებას კურნავდა. არა მარტო უძველეს დროში, ასი წლის წინათაც კი ერობის ექიმები თანამედროვე თვალთახედვით მედი-ცინის ყველა სფეროში უნივერსალურ ცოდნას ფლობდნენ: ისინი იყვნენ დიაგნოსტიკოსებიც, თერაპევტებიც, ქირურგებიც, და რაც მთა-ვარია მათ თვალწინ იყო ცოცხალი ადამიანი, როგორც ერთიანი, მთლიანი ორგანიზმი. ახლა ასეთი ექიმები პრაქტიკულად აღარ არ-სებობენ. ისინი სპეციალისტებმა შეცვალეს. ავადმყოფმა კომპიუტ-ერული გამოკვლევის შედეგებით ხელში, კაბინეტიდან კაბინეტში უნდა იაროს. ავადმყოფი, როგორც ადამიანი, ექიმისათვის წყვეტს არსებობას: მასში მხოლოდ ანალიზების ცხრილს ხედავენ და თა-ნამედროვე ადამიანი ასეთ მდგომარეობას შეეგუა. ექიმი ავადმყოფს ხშირად არ აქცევს ყურადღებას, უფრო სწორად ის ერთგვარ ანა-ტომიურ და ფიზიოლოგიურ „ჯამს" ხედავს და მისი იმ ნაწილის მკურნალობას იწყებს, რომელიც მისი სპეციალობის ჩარჩოშია მო-ქცეული, დანარჩენი სულაც არ ეკითხება, იქ მთავრდება მისი კო-მპეტენცია - დაე ავადმყოფმა შემდეგი კაბინეტის კარზე დააკაკუნოს.

   ეს ანალიტიკური აზროვნება, სპეციალისტების ძებნის ეს ჩვევა, მო-ულოდნელად თანამედროვე ქრისტიანების რელიგიურ ცხოვრებაში გამოვლინდა. გაჩნდა სახელმძღვანელოები, რომელ წმიდანს უნდა მი-ვმართოთ ამა თუ იმ ავადმყოფობის დროს. ახლა წმიდანები გა-ნსაზღვრული ცხრილის თანახმად არიან „დამწკრივებულნი" და ვიღაცის მოგონილ რეგლამენტს ექვემდებარებიან - რა შემთხვევებში უნდა შეგვეწიონ, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა. მაგალითად, მუცლის დაავადებებს კურნავს წმიდა მოდესტოსი, თიაქარს დიდ-მოწამე არტემიოსი შველის, მოკლედ წმიდანები სპეციალობების მიხედვით იყოფიან. მსგავსი სახელმძღვანელოები დიდი ტირაჟებით გამოიცემა და სწრაფად იყიდება. ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე, თხუთმეტიოდე წლის წინ, საეკლესიო ლიტერატურაში მსგავსს ვე-რაფერს შეხვდებოდით. ამგვარ „გამოკვლევებს" ზოგჯერ ეთნოგრა-ფები თუ ატარებდნენ, რომლებიც ხალხურ წეს-ჩვეულებებზე, ნი-შნებზე აგროვებდნენ მასალებს. მაგრამ იმას, რაც ახლა ხდება, შეიძლება საეკლესიო გარდამოცემის და ხალხურ წეს-ჩვეულებათა რაღაც სპეკულაციით შეცვლა ეწოდოს. ამ წიგნების შემდგენლებს და გამომცემლებს საეკლესიო ლიტურგიკა ნაკლებად აინტერესებთ. ისინი თავიანთ წიგნებს შემდეგი სქემის მიხედვით ადგენენ: იღებენ წმიდანთა ცხოვრებას, იქიდან იწერენ ეპიზოდებს, სასწაულებს, რო-მელთაც ისინი აღასრულებდნენ და ერთგვარი ფორმალური მსგა-ვსებით თავიანთ ცნობარს ადგენენ. მაგალითად, წმიდანი იყო მე-ომარი - ესე იგი ის მეომრებს მფარველობს; თუ ხუროობას ეწეოდა - ის ამ საქმეშია შემწე; თუკი მას წამების დროს ფეხებზე რკინის ჩექმები ჩააცვეს - ეს ნიშნავს, რომ ფეხების ტკივილს შველის; თუ წმინდა ადგილებში მოგზაურობდა, ეს იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ იგი მოგზაურთა შემწედ ჩაითვალოს. თავად წმიდანებს ასეთი წიგნების ავტორებისთვის არ მიუნიჭებიათ სრული უფლება, მათ ნაცვლად მიეღოთ გადაწყვეტილება, რა შემთხვევებში და როგორ ეხმარებიან ისინი ადამიანებს. ამიტომ ასეთი საცნობარო მასალა უმეტესწილად ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. წმიდანთან დახ-მარებისთვის ავადმყოფი მივიდა, მანაც თვალები განუკურნა, მაგრამ ადამიანს სხვა დაავადება რომ ჰქონოდა, იგი მას ისევე განკურნავდა. ჩვენ აქ ვხედავთ წმიდანის პიროვნების შეზღუდვას რაღაც თავსმო-ხვეულ „პროფესიონალიზმამდე". ხდება რელიგიური გრძნობის შეც-ვლა სრულიად გაუმართლებელი პრაგმატიზმით. წმიდანი, როგორც პიროვნება, თითქოს წყვეტს არსებობას, მისგან მხოლოდ ვიწრო სპეციალობა რჩება. ლოცვა, როგორც სულიერი ურთიერთობა, როგ-ორც სწრაფვა ადმიანის სულისა მარადიული ნათლის სამეფოსაკენ, ქრება. წმიდანთან ბევრი არაფერი გვესაქმება. მისი სახელი იპოვეს რუბრიკაში „კბილის ტკივილი". კბილი რომ არ გვტკიებოდა, ისიც არ იქნებოდა საჭირო.

   ჩვენ სრულიადაც არა ვართ წინააღმდეგნი ლიტურგიკული გადმო-ცემისა და წეს-ჩვეულებებისაც კი, რომლებსაც მტკიცე საფუძველი აქვთ. მაგრამ აქ ლაპარაკია სწორედ გადმოცემის, მისი საკუთარი ვარაუდით შეცვლის შესახებ. წმიდანი ღმერთთან არის დაკავში-რებული, როგორც სხივი - მზესთან, არა თავისი ბუნებით, არამედ მადლით და ყოველ წმიდანს ლოცვითი კადნიერება აქვს ღვთისადმი. მეტწილად საწერ მაგიდასთან გამოგონილი ეს ვრცელი ცნობარები, რეკომენდაციებითა და რეცეპტებით, სხვადასხვა, განსაკუთრებით კი პროტესტანტული ყაიდის სექტების მხრიდან მართლმადიდებლობის უსამართლო და მწვავე კრიტიკის საგანს წარმოადგენს. სინამდვილეში ეს სრულიადაც არ არის ეკლესიის სწავლება, არამედ ფართო მო-ხმარების პროდუქციაა. წმიდანებს შეეძლოთ ღვთისათვის განსაკ-უთრებული ნიჭები ეთხოვათ, მაგრამ ჩვენ იმათი ხმების გაგონება გვინდა, რომელიც აგიოგრაფიასა და ლიტურგიკაშია შემონახული და არა იმათი, ვინც მათ „მოქმედების სფეროს" და სასწაულების „ხასი-ათს" მიაწერს. (გაგრძელება იქნება...)

 

 

  

 

4Ум – (რუს.) გონება.



უკან დაბრუნება