მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ორი პიროვნების შეხვედრა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)

ორი პიროვნების შეხვედრა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)


28-08-2015, 00:01

ორი პიროვნების შეხვედრა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი I)

 

   რას ნიშნავს სიტყვა „წმიდანი", რომელსაც არა მხოლოდ ლიტურგიკ-ულ, არამედ სადაგ დღეებშიც ვიყენებთ? სარწმუნოებრივ მოღვაწეთა კანონიზირებას ეკლესია რის საფუძველზე ახდენს, მათ წმიდანობას რის მიხედვით დაამოწმებს და ნებას გვრთავს, ლოცვით მივმართოთ?

   ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს თუ ვკითხავთ, მათ შორის ეკლესი-ურად მცხოვრებ ქრისტიანებს, თუ რას ნიშნავს „წმიდა ადამიანი", არაერთგვაროვან პასუხებს მივიღებთ. ერთნი იტყვიან, რომ წმიდანი - ეს არის ადამიანი, სუფთა და უმწიკვლო ცხოვრებით, სხვები დაიწ-ყებენ მტკიცებას, რომ წმიდანობა - ეს თავგანწირული და უანგარო სამსახურია ხალხისა, მესამენი მის ისეთ ნიშნებზე მიგვითითებენ, როგორიცაა გულმოწყალება, თანაგრძნობა, გულშემატკივრობა. ანუ ადამიანთა უმრავლესობისათვის წმიდანობა - ეს მაღალი ზნეობრივი ღირსებების არსებობაა. თუმცაღა ყველა ეს ღირსება და თავისებურება წმიდანობისა, სინამდვილეში არის მისი გამომჟღავნება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და გარემოებებში, და არა თავად წმი-დანობა. ყველა ჩამოთვლილი ღირსება ადამიანისა ერთობლიობაშიც კი არ იძლევა ამომწურავ წარმოდგენას იმაზე, რისი განსაზღვრაც ჩვენ გვინდა.

  სიტყვა „წმიდანობა" თავისი მნიშვნელობით ბევრად უფრო ღრმაა. წმიდანობა ნამდვილად არ არის ხარისხი, ჩვენ ვერც ერთი მისი სი-ნონიმი ვერ მოვიძიეთ. წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი, - ეს არის ად-ამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლი-საგან გაბრწყინებული სხივია. აქ, დედამიწაზე, შესაძლოა მადლის მოხვეჭა და დაკარგვა. უდიდეს მოღვაწეთა ცხოვრებაც კი მადლისა და ადამიანურ ნებას შორის, წმიდანობასა და ცოდვას შორის მუდმივად ცვალებად ურთიერთდამოკიდებულებას წარმოადგენდა - იმ მდგომა-რეობას, რომელსაც ასკეტებთან უხილავი ბრძოლა ჰქვია. მარადი-სობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმა-რისობას შეავსებსდა ადამიანის სულთან განუყრელად, სამუდამოდ შეერთდება; აღდგომის შემდეგ კი ის წმიდანთა სხეულებს ფერს უცვლის და განასულიერებს. მეტიც, მარადიულ ცხოვრებაში წმიდა-ნობა - ეს არ არის სტატიკა, არამედ ღვთაებრიობისადმი საუკუნო მიახლებაა, სულიერ საფეხურებზე მარადიული აღსვლაა, ღვთაებრივი ნათლით საუკუნო გაბრწყინებაა (ის, რასაც ასკეტიკის ენაზე განღმრ-თობა ეწოდება) მეტი ძალითა და ინტენსივობით. ამ ნათელში ად-ამიანი ფერს იცვლის და სულ უფრო უნარიანი ხდება ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტისა. ამის გამო თვითონაც გაცილებით მშვენიერ-დება კრისტალივით, რომელშიც ამომავალი მზის სხივები ირეკლება და ციმციმებს.

   რატომ განვავდიდებთ წმინდანებს? უფრო ზუტად, რას განვადიდ-ებთ წმინდანებში? განმანათლებელი გრიგოლ პალამა - ისიქაზმის ეს შთაგონებული პოეტი, რომელსაც ყველაზე მეტად მდუმარება უყვა-რდა, ერეტიკოსებთან ბრძოლაში იძულებული შეიქნა აღმოსავლეთის მოღვაწეთა მისტიკური გამოცდილება განსაზღვრულ საღვთისმეტ-ყველო - ფილოსოფიურ კატეგორიებში განეზოგადებინა. ამ მხრივ ის წარმოდგა, როგორც დიდ კაბადოკიელთა2 ღვთისმეტყველების გამგ-რძელებელი, რომლებმაც თავიანთ ნაწარმოებებში მისტიკური ჭვრე-ტის გამოცდილება ფილოსოფიის ბრწყინვალე ცოდნას შეუსაბამეს. წმიდა გრიგოლ პალამა, ხატოვნად რომ ვთქვათ, თაბორის ნათელზე თაბორის ნათელში წერდა. წინადაუსაბამო, დროისა და სივრცის გარეშე მყოფ ღმერთს აქვს ყოფიერება. ეს ღვთაებრიობის შინაგანი ცხოვრებაა, რომელიც აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს. ის დაფარული და მიუწვდომელია ანგელოზთათვის. ეს თვით ღვთაე-ბრივი ბუნებაა, მიუდგომელ ნათელში მყოფი. მაგრამ არის ის, რასაც მადლს, უქმნელ ღვთაებრივ ენერგიას ვუწოდებთ - ძალები, რომლ-ებიც ასევე წინადაუსაბამოა, მაგრამ შეუძლიათ ქმნილ სამყაროსთან შეერთდნენ და ჩვენს მიერ აღიქმებიან, როგორც თვისება და მოქ-მედება ღვთაებრიობისა. გრიგოლ განმანათლებელი წერს, რომ ღვთა-ებრივ მადლს შეიძლება ღვთაება უწოდო. წმიდანი ღვთაებრივი მადლის ზიარი ხდება, ხოლო იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივი მადლი ღვთაებრივი ბუნებისაგან განუყოფელია და განუშორებელი, წმიდანები ერთგვარი მიუწვდომელი და სახით ამ ბუნების თანა-ზიარნი ხდებიან და ამავდროულად ბუნებით სხვანი რჩებიან. ამიტომ წმიდანთა განდიდებით, უპირველეს ყოვლისა განვავდიდებთ ღმერთს, რომელმაც ისინი გამოირჩია, განწმიდა და მათში, როგორც თავის ხელთუქმნელ ტაძრებში ჰგიებს.

   შემდგომ თვით წმიდანის პიროვნებას განვადიდებთ, რომელიც მად-ლის მეშვეობით, მაგრამ თავისი თავისუფალი ნებით მასში მყოფ ცოდვას, თავისი სულისა და ხორცის ვნებებს, დემონურ ძალებსა და ამაყი და ღვთისმბრძოლი ქვეყნის წეს-ჩვეულებებს ებრძოდა. წმი-დანთა ცხოვრება - ეს სახარების შესრულებაა სხვადასხვა გარემოე-ბებსა და სიტუაციებში, ადამიანის მიერ შეძლებისდამიხედვით მისი შესრულება, იმდენად, რამდენადაც მცნებების მთელი სისავსით აღს-რულება შეუძლებელია3. მაშ ასე, წმიდანთა განდიდებით, ადამიანი-სადმი ღვთაებრივ სიყვარულს და ადამიანის ღვაწლს განვადიდებთ, ადამიანისა, რომელიც საკუთარ თავთან ბრძოლით ამ სიყვარულ-ისათვის განიხსნა.

   ლოცვაში წმიდანს მივმართავთ, როგორც პიროვნებას, რაღაც გაგებ-ით ნაცნობს (მისი ცხოვრების აღწერით). თუმცა ამ ცნობებით წმი-დანის შესახებ მისი პიროვნების დაფარული სიღრმე არ ამოიწურება. მისტიკური თვალსაზრისით წმიდანი ყოველთვის იმაზე გაცილებით მაღლა ვიდრე შეგვიძლია ვიცოდეთ ან ვიფიქროთ მის შესახებ. წმიდანების მიმართ ლოცვის საფუძველი - ეს პიროვნულობის ერ-თგვარი განცდაა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრივ ჩვენსა და წმიდანებს შორის უზარმაზარი ზნეობრივი დისტანციაა - მისი სიწმინდე და ჩვენი ცოდვები, მისი ღვაწლი და ჩვენი ვნებები, მისი ცეცხლოვანი შეუპოვრობა ღვთის სამსახურისათვის, რაც მისი ცხოვრების ღერძს წარმოადგენდა და ჩვენი გამუდმებული სისუსტე და მერყეობა.

   მეორე მხრივ - ჩვენ ახლოს ვართ წმიდანთან, რადგანაც მასთან ერ-თად ერთ ეკლესიაში ვართ იმიტომ, რომ ის, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარი, ჩვენ, ცოდვილებს და უბედურებს, თანაგ-ვიგრძნობს. პიროვნება თავის გამოვლინებების ხილულ თვისებებთან შედარებით ყოველთვის გაცილებით მაღალია და ფართო, ამიტომ წმიდანებთან ლოცვითი ურთიერთობის საფუძველს მოწიწების გრძნობა წარმოადგენს.

   ადამიანი - თანაზიარი არსებაა. ჩვენ გვიხარია ღირსეულ ადამიანთა წრეში ყოფნა, ბერთან ან მოღვაწესთან საუბარი ჩვენთვის ბედნი-ერებაა, ბედნიერებაა მის გვერდით მცირე ხნით ყოფნაც კი, რადგან თვით მისი იქ ყოფნა გულებს გვითბობს. ის თითქოსდა ლღვება ცოდვათა ყინულისაგნ და აქედან გამომდინარე, თვით შესაძლებელია ლოცვის მეშვეობით წმიდანებთან ურთიერთობისა, უკვეა უფრო დი-დი ძღვენი, ვიდრე ის, რასაც მათგან ლოცვით ვითხოვთ. (გაგრძელება იქნება...)

  

 

 

 

 

 

 

 

 

1ღირსი მაკარი დიდი ამტკიცებს, რომ თავიანთ მიწიერ ცხოვრებაში წმიდანებიც კი ვერ აღწევენ სრულყოფილების მდგომარეობას. ღირსი მაკარი ამის შესახებ თავის თხზულებებში ასე წერს: „აქამომდე არ ვიცი ერთი ქრისტიანი ადამიანი, სრულყოფილი ან თავისუფალი. ამის სა-პირისპიროდ, თუკი მადლით შემოსილი განისვენებს, საიდუმლოებებს და გამოცხადებებს სწვდება კიდეც და უდიდეს მადლისმიერ სიტკბოებას განიცდის, ამ დროსაც კი მასში თანამყოფობს ცოდვა" (ღირსი მაკარი ეგვიპტელი, სულიერი საუბრები, გვ. 71 - რედ.). ამიტომ ცხონება ყო-ველთვის ღვთის წყალობა და ძღვენია ადამიანისთვის. ამას ასევე მოწმობს კართაგენის კრება (განჩინება ესე: კართაგენის კრების წესი №129).

2 დიდ კაბადოკიელებად ჩვეულებრივ იხსენიებიან ბასილი დიდი, გრი-გოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი.

3„ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (ლკ. 17, 10). ასევე ამბობს მეფსალმუნე: „ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად" (118, 96). ადამიანის მიერ სახარების მცნება - ყველაზე სრული და უმწიკვლო შე-სრულებაც კი მათი კანონმდებელი ღმერთის სრულყოფილების წინაშე არ არის საკმარისი. სწორედ ასეთ გრძნობას განიცდიდნენ წმინდანები, რო-მელთა ცხოვრებაც ჩვენთვის ქრისტეს მცნებათა შესრულების მაგალითია. ასე მაგალითად, ღირსი აბბა აგათონი სიცოცხლეშივე დიდი (VI ს. ხსენება 1/15 მარტს), მომაკვდავი ეუბნებოდა მონაზვნებს: „რამდენიც შემეძლო ვიღვაწე ღვთის მცნებების შესრულებისთვის, მაგრამ მე ადმიანი ვარ; საიდან უნდა ვიცოდე საქმენი ჩემნი უფლისათვის სათნო იყო თუ არა? < . . . > ვერ მივხვდები, ვიდრე არ წარვსდგები წინაშე ღვთისა, რამეთუ სხვაა კაცთა სამსაჯავრო და სხვაა უფლისა" (ღირს შესანიშნავი გამონათქვამები წმინდანთა ღვაწლზე და ნეტარ მამათა შესახებ გვ. 67-68).


უკან დაბრუნება