მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > სრულიად მართლმადიდებელთა კრების სამზადისთან დაკავშირებით

სრულიად მართლმადიდებელთა კრების სამზადისთან დაკავშირებით


9-09-2015, 00:02

 

   წმინდა და დიდი კრებისადმი მზადება (რომელსაც სწორედ ამგვა-რად სახელდებენ და არა როგორც მსოფლიო კრება) უნდა დაიწყოს 2016 წელს. მას ორი სტადია გააჩნია: I და II - მოსამზადებელი სრუ-ლიად მართლმადიდებლური შეკრებები (1976 და 1986 წ. წ. შამბეზსა და ჟენევაში). პირველ სტადიაზე ერთხმად და საბოლოოდ ჩამო-ყალიბდა წმიდა და დიდი კრების თემატიკა და დღის წესრიგი, რომელმაც 10 საკითხი გამოყო. აღნიშნულ კრებაზე შეუძლებელი იქნება რომელიმე საკითხის დამატება, გამოკლება ან შეცვლა. გან-სახილველი საკითხებიდან გამორჩეული გახლდათ შემდეგი კრი-ტერიუმი: რომ "უშუალოდ ისინი აინტერესებს ეკლესიას". მეორე თათბირზე ერთხმად აღიარეს "სრულიად მართლმადიდებელთა შე-კრების კანონიერება".

   გასულ წელს მართლმადიდებლური ეკლესიების შეკრებაზე მოსკო-ვის პატრიარქმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი საკითხი დროის სული-სკვეთებისა და ახალი ფორმულირების შესაბამისად უნდა განიხილონ. ეს წინადადება კრებამ ერთხმად მიიღო. ასევე შეთანხმდნენ სპეც-იალური მართლმადიდებელთაშორისი კომისიის შექმნაზე, რომელ-მაც 2015 წლის განმავლობაში ლიტერატურაში უნდა ჩაასწორონ სხვა დოკუმენტებიც.

   გამოჩნდა ორი დოკუმენტის გადახედვის საჭიროება:

   1) "მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენისტური მოძრაობა".

   2) "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრი-სტიანულ სამყაროსთან", ხოლო ლიტერატურულ რედაქტირებას სა-ჭიროებს "ეკლესიის დადგენილება მარხვის შესახებ. ადაპტაცია თა-ნამედროვე პირობებში".

   აღნიშნული საკითხები ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმა-ტურ-ეკლესიოლოგიური და კანონიკური სამართლის ერთობ მნიშვ-ნელოვანი თემებია. "ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით".

  ამის მიუხედავად, ელადის ეკლესიის წარმომადგენელმა მესინიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა რომაულ-კათოლიკებთან საღვთის-მეტყველო დიალოგში განაცხადა: "საკითხების ნუსხა უცვლელი რჩება, როგორც იყო განსაზღვრული და ერთხმად მიღებული სრუ-ლიად მართლმადიდებელთა დონეზე, ხოლო წმიდა და დიდი კრების განხორციელების მიზანი მის ხასიათსაც განსაზღვრავს. ეს კრება არ იქნება მსოფლიო, არამედ წმინდა და დიდი კრება კათოლიკე მარ-თლმადიდებელი ეკლესიისა".

   მართლმადიდებლურ ღმერთკაცობრივი სისავსე ბუნებრივია ჯერო-ვან და აბსოლურურ პატივს მიაგებს როგორც საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიურ განსაზღვრებებს, ასევე დოგმატურ სწავლებას წმი-ნდა მსოფლიო და ადგილობრივ კრებებს, "რათა ისინი ავტორი-ტეტულად აღიქმებოდეს", იგივე ითქმის ღვთაებრივი დადგენილე-ბებისა და წმინდა კანონებთან მიმართებაშიც.

   საკითხები, რომლებიც კრძალავს საეკლესიო ურთიერთობას (ერთო-ბლივი ლოცვის ჩატარება და ერთობლივი მსახურება) ერეტიკო-სებთან, ვისთანაც ეკლესიას არ გააჩნია ურთიერთობა, კანონის დონ-ეზე იქნება "უარყოფილი ან განყენებული კრებაზე შემოთავაზებული საკითხების გამო, ამავე დროს ბრალს დასდებენ მათ, ვინც სამა-რთლიანად აცხადებს პროტესტს, მაშინ ზოგიერთი საკითხის გადა-წყვეტისა და განხილვის ნაცვლად უზარმაზარ გადაუჭრელ პრობ-ლემას გამოიწვევენ. ასევე ვშიშობთ, რაღაც მსგავსი არ მოხდეს ეკ-ლესიის წმინდა მარხვების დადგენილებოს გადახედვასთან მიმართ-ებაშიც. მდაბლად მივიჩნევ, რომ ღვთაებრივი და წმინდა კანონები ჩვენი წმინდა ეკლესიისა ფლობენ ძალას, ისინი განმარტებული და მართლმადიდებლურადაა გააზრებული, და მათ ძალუძთ პასუხი გასცენ კვლავ წამოჭრილ კანონიკურ საკითხებს, თუ ისეთივე სიტყვით არა, სულისკვეთებით უთუოდ.

   არსობრივად, არც ერთ კრებას არასდროს ჰქონია მინიჭებული უფლ-ებამოსილება, შემოეღო რაიმე ცვლილება ან დაემახინჯებინა რომე-ლიმე კანონიკური საკითხი, რის შედეგადაც ასეთი კრება წმინდა კანონებზე მაღლა დააყენებდა თავის თავს. გამონაკლისი შემთხვე-ვებია, როდესაც წმინდა კანონი მხოლოდ დროებითი, პერიოდული გამოყენებისთვის იყო მიღებული.

   ამრიგად, მოსალოდნელი წმინდა და დიდი კრება იქნება სრულიად მართლმადიდებლური, რაც ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობას მიი-ღებს ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგატების რაოდენობა, დაანონ-სებული შეზღუდვის გარეშე. სურვილი გვიჩნდება, შევახსენოთ მათ კანონიკური პრინციპი: "უმრავლესობის ხმამ იზეიმა" (როგორც ეს ხდებოდა წმიდა მსოფლიო კრებებზე). და არა ისე, რომ ყველა ეკლე-სიას უნდა ჰქონდეს ერთი ხმა და ის უთუოდ უნდა გამოხატავდეს თავისი წარმოდგენილი კორპუსის შეთანხმებულ პოზიციას.

 

 

Православный Апологет. 2015.

Интервью Преосвещеннейшего Митрополита Кифирского Серафима для интернет-портала "ΑΓΙΟΡΕΙΤΙΚΟ ΒΗΜΑ”.

Xareba.net - ისე რედაქცია 

 



უკან დაბრუნება