მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სასულიერო პირებისა და ერისკაცების გაამსოფლიურება

სასულიერო პირებისა და ერისკაცების გაამსოფლიურება


28-08-2015, 00:02

სასულიერო პირებისა და ერისკაცების გაამსოფლიურება

 

   სამყაროს მომხიბვლელობა და მიმზიდველობა გვიტაცებს, შედეგად „ვიწრო და ეკლიანი", სახარებისა და წმიდანების გზისაკენ მოშუ-რნეობითი და მებრძოლი სვლა სუსტდება. სარწმუნოებისადმი გუ-ლგრილი ქრისტიანებისაგან ხშირად მოისმენთ შემდეგს: „ეკლესია არასდროს დაზარალდება, ის უძლეველია, ნუ გეშინიათ". მართალია, ეკლესია არ განადგურდება, იმიტომ რომ ის სხეულია ქრისტესი, მას ცოცხალი ქრისტე ჰყავს, ეკლესია თავად ქრისტეა, რომელიც ჰგიეს უკუნისამდე. ჩვენ თავად ქრისტესაგან გვაქვს უტყუარი მტკიცებუ-ლება, რომ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16. 18). საფრთხე არა ეკლესიას ემუქრება, რომელიც უკუნისამდე იარსებებს, არამედ ეკლესიის წევრებს. მართლმადიდებლური რწმენის, მართლმა-დიდებლობის დაკარგვისა და ერესისა და ცრუშეხედულებების გა-ბატონების შემთხვევაში ადამიანს დაღუპვა ემუქრება. რაგინდ მოღ-ვაწე და წმინდა ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, მართალი სარწ-მუნოების დაკარგვის შემთხვევაში ვერ ცხონდება. ხოლო მართალი სარწმუნოებით, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მყოფი უდიდესი ცოდვილიც შენანების შემთხვევაში ცხონდება. ცოდვა დაიძლევა სინანულითა და აღსარებით, ხოლო ერესი - ვერაფრით, მას (ერესს) ერეტიკოსი უტყუარ წარწყმენდამდე მიჰყავს. თავად მაცხო-ვარმა მიგვითითა ცრუმოძღვართა საფრთხის შესახებ, რომლებიც ცდილობენ მრევლის ცდუნებას. მორწმუნე ვალდებულია არ ისმინოს „სასყიდლით - დადგინებულთა ხმის" იმ დროს, როდესაც მწყემსი კეთილი თავს სწირავს სამწყსოს გადარჩენისათვის. დაქირავებული მოძღვარი საფრთხის მოახლოებისას მყისიერად გარბის და მგლებს ე.ი. ერეტიკოსებს უტოვებს, და „მგელმან წარიტაცნეს და განიბნიან" (იონ. 10. 1-16). ამიტომ წმიდა მოციქულებიც და წმ. მამებიც არ იღლებოდნენ ჭეშმარიტების ქადაგებით, არ იმშვიდებდნენ თავს უმოქმედობით და ყალბი სიტყვებით: „ნუ გეშინიათ, ნუ დარდობთ, ეკლესია არ დაზარალდება". ყველა წმინდანის ცხოვრება, როგორც ეს ცხადი ხდება, მათი ეპისტოლეებიდან იყო განუწყვეტელი და ხანგ-რძლივი ბრძოლა, რათა გამეფებულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, რათა ერეტიკოსი დამარცხებულიყო სარწმუნოების შელახვის გამო, რომ არ ექადაგა სხვა სახარება, სხვა უსახო და ამასოფელს მორგებული ქრისტე. მრავალმა ქრისტიანმა თავი გასწირა, მოწამეობრივად აღე-სრულა „ქრისტესთვის, სარწმუნოებისთვის, სიწმინდისთვის". ეკლე-სიის უდიდესი მასწავლებლები და აღმსარებლები იყვნენ დევნილნი, შეურაცხყოფილნი, ცილწამებულნი, გაკიცხულნი და ყოველდღე იხოცებოდნენ სარწმუნოებისათვის. პავლე მოციქულმა ეფესელ პრე-სვიტერებს მოძღვრის უპირველეს ვალდებულებად საკუთარი თავისა და მრევლისათვის ლოცვა უანდერძა, ქრისტეს სამწყსოზე ზრუნვა არა გულგრილობით, ფილოსოფოსობით, ყალბი დამშვიდებით, ბრძანებ-ლობით; არა სოციალურ საკითხებზე და მოლხენილ ცხოვრებაზე ზრუნვით, არამედ, როგორც თავად მოგვცა მაგალითი - თავდადებით ვიდრე სიკვდილამდე. მოციქული გვიწინასწარმეტყველებდა, რომ „გამოჩნდებოდნენ მტაცებელი მგლები", ანუ ერეტიკოსები, და რაც ყველაზე დასანანი და სამწუხაროა, მათგან მრავალი სასულიერო პირი, ერეტიკოსი და მღვდელი იქნება. „თვით თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი" „იტყოდიან გულარძნილსა, რათა განადგინნენ მო-წაფენი" (საქმე 20. 30). ეს წინასწარმეტყველება მთელი ეკლესიის ცხო-ვრების მანძილზე სრულდებოდა და დღესაც სრულდება. მოციქული არ ამშვიდებდა მათ, არამედ ყურადღებისა და მღვიძარების საყვირით ხმამაღლა გაჰყვიროდა და ეუბნებოდა: „ამისთვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღისით არა დავსც-ხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად - კაცადისა თქუენისა" (საქმე 20. 31). პავლესეული „იფხიზლეთ!" გახლავთ მოწოდება, რომელიც უგუ-ლებელყოფილია დღეს. მრავალი სასულიერო პირი ავრცელებს ცრუ-შეხედულებებს, რითაც განაშორებენ მორწმუნეთ მართლმადიდებ-ლობის ჭეშმარიტებისაგან და ეკუმენიზმისა და პაპიზმის მაცდუ-ნებელ ხაფანგში ყრიან მათ.

   თვითდამშვიდების პოზიცია, რომ „ეკლესია არასდროს დაზარალ-დება" სწორია, მაგრამ ეს გარემოება უმოქმედობასა და უდრტვინ-ველობისაკენ არ უნდა გვიბიძგებდნენ. პირიქით, უნდა მოვუწოდოთ: იბრძოლეთ, იღვაწეთ, აღიარეთ ჭეშმარიტება და ღმერთი არ და-ტოვებს თავის ეკლესიას. ჩვენი თანამოქმედების (სინერგია) გარეშე, რაც გახლავთ ეკლესიის სწავლება, ღმერთი დაგვტოვებს, ვინაიდან საკუთარი სურვილის, მისდამი ლტოლვის გარეშე, ის არ გვაცხონებს. პროტესტანტული მცდარი სწავლებისაგან განსხვავებით, რომლის თანახმადაც წინასწარ განსაზღვრულია ადამიანის ცხონება, უნდა გვახსოვდეს მართლმადიდებლური სწავლება, მისი ისტორია ცხად-ყოფს, რომ მრავალი ძველი ადგილობრივი ეკლესია გაქრა, როგორც აპოკალიფსის პირასაა მისული ძირითად სარწმუნოებისაგან განდ-გომის, მოძღვრებისა და მათი მრევლის მხრიდან ღალატის გამო. მაგრამ ეკლესია არსებობს და ძლიერდება, მართლმადიდებლობა განდიდებული და გამრავლებულია სხვა ხალხების ხარჯზე, რომ-ლებმაც უერთგულეს ჭეშმარიტებას. ერეტიკულმა გაამაყებულმა დასავლეთმა, განიზრახა რა ვიწრო და ეკლიანი გზისაგან სრბოლა (რაც არსით ღვთაებრივი პედაგოგიკისა და ღვთის მადლის არსებობის ნიშანია), სრულიად განუდგა ქრისტეს. ეს სულიერი სიკვდილია, რომელიც სხეულით სიკვდილზე უარესია „გეშინოდენ მისა უფროს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა". (მათ. 10. 28). მთელი ევროპა ამ სიკვდილის სურნელით მო-ცული უკიდეგანო სამარეა. ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ მათ ვაჩვენოთ მართლმადიდებლობის ცხოველმყოფელი და მაცხოვნებელი ჭეშმარი-ტება, რათა გადავარჩინოთ მათი ხალხიც, პირიქით, პროვოცირებით ვაბნევთ და ეჭვს ვთესავთ ღვთივკურთხეულ ერში და წარწყმედისკენ ვუბიძგებთ მას, ვინაიდან ვანადგურებთ წმიდა მამათა დადგენი-ლებებს. ამიტომაც ძალიან იოლად გადადიან ჭეშმარიტებიდან ერ-ესში, სიცოცხლიდან - სიკვდილში. ძალიან მალე საბერძნეთში მართლმადიდებელი ბერძენის ძებნას დავიწყებთ და მას ვერ ვიპ-ოვით. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, უკვე ხელიდან გვეცლება ახლანდელი ახალგაზრდობა. ამ დროს, უმრავლესობა ვერ ხედავს საფრთხეს და სირაქლემას პოზაში ყოფნას ამჯობინებს. მართალია, ეკლესია არ გაქრება, ის იარსებებს თუგინდ სამი მართ-ლმადიდებელი დარჩეს. ათობით ათასი ადამიანის სული გაქრება. საფრთხის პირისპირ დარჩენილებმა უნდა გავაღვიძოთ უვიცობით მიძინებული მართლმადიდებელი ხალხი. როგორც ამბობდა პატრ-იარქი გენადი სქოლარი, უცქეროდა რა კონსტანტინოპოლის განად-გურების მოახლოებას: „აუცილებელია მიძინებული ქალაქის გაღვი-ძება, რომელიც ვერ იაზრებს მოახლოებულ ბოროტებას". დავემხოთ მუხლებზე და ვევედროთ ქრისტეს, რომელსაც ჩვენი უღირსების გამო სძინავს ნავში ქარიშხალის დროს, დაე, გაიღვიძოს, დააცხროს ქარ-ბუქი, განკურნოს განხეთქილება და დააბრუნოს დედაეკლესიაში ყველა შეცდომილი და ყველა ერეტიკოსი, იმიტომ რომ მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება შეიქმნას ჭეშმარიტი ერთობა. არ მოვიწყინოთ, არამედ მხიარულად დავითმინოთ ყოველივე და დაველოდოთ უფ-ალს, ვინაიდან საბოლოოდ გამარჯვება და ტრიუმფი ქრისტეს ექნება და არა ანტიქრისტეს.

 

 

პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი

Православный Апологет. 2015.

Xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება