მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანული და ანტიქრისტიანული გლობალიზაცია

ქრისტიანული და ანტიქრისტიანული გლობალიზაცია


26-08-2015, 00:02

 

   გლობალიზაციის მთავარი საკითხი - ფასეულობათა საკითხია. მარ-თლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცხოვრების ძირითადი მიზანი სულის ცხონება, ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაა. "სოფელი ესე" და მისი თანედროვე იდეოლოგიები ცდილობენ სხვა სწავლება და-ნერგონ. მათთვის სიმდიდრის, ძალაუფლების, კომფორტის და "თა-ვისუფლების" პროპაგანდა ერთადერთი ფასეულობაა. ცოდვა, თუ იგი სხვა ადამიანს ზიანს არ მოიტანს, ნორმად არის მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას.

   ამიტომ, ჩვენ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ: მართლმადიდებლური და ანტიქრისტიანული გლობალიზაცია პრინციპულად განსხვავდება ერ-თმანეთისგან:

   მართლმადიდებელი ქრისტიანები ვამბობთ, რომ ადამიანი ყველან-აირი საშუალებით უნდა განერიდოს ცოდვას. ჩვენი ოპონენტები კი პირიქით ებრძვიან ყოველგვარ აკრძალვასა და შეზღუდვას.

   ქრისტიანი ყველა ადამიანს თავის ძმად მიიჩნევს, გლობალისტი კი თავისიანებად და სხვებად ჰყოფს მათ.

   ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რწმენის დასაცავად თავდაუზო-გავი ბრძოლაა საჭირო, მათთვის - რწმენისათვის თავდადება არაფერს ნიშნავს.

   ქრისტიანისთვის უმჯობესია მოკვდეს, ვიდრე უცხო სარწმუნოებას ეზიაროს, მათთვის კი ამსოფლიური ცხოვრებაა მნიშვნელოვანი და მის მიღმა არაფერი სწამთ.

   ქრისტიანი სიმდიდრისადმი ლტოლვას ცოდვად მიიჩნევს, ჩვენი ოპ-ონენტები სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით ნებისმიერ საშუალებას გა-მოიყენებენ.

   ანტიქრისტიანული გლობალიზაცია კაცობრიობას "რჩეულთა" ბატ-ონობისათვის ამზადებს, რომლებიც ფარისევლების მსოფლმხედველ-ობას იზიარებენ. ისინი კაცობრიობას ელიტად და დანარჩენებად ჰყოფენ. შეფარდება საზოგადოების ამ ორ ფენას შორის 20/80-ზეა. მმართველი ელიტა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ყველა სიამეს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, ყველა დანარჩენი სასტიკი ექსპ-ლუატაციის მსხვერპლი ხდება, რომელსაც არ ეძლევა ნორმალური ცხოვრების საშუალება.

 

 

 

Xareba.net-ის რედაქცია 

 



უკან დაბრუნება