მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > რელიგიური ცნობიერების გლობალიზაცია
რელიგიური ცნობიერების გლობალიზაცია20-12-2020, 21:18 |
გლობალიზმ-მონდალიზმი უწინდელი კომუნისტური უტოპიური იდეის ნაცვლად მოგვევლინა ახალი ალტერნატიული ლიბერალური იდეით. კაცობრიობა ცხადდება ერთიან ბიოლოგიურ პოპულაციად საერთო ისტორიული წარსულით, შესაბამისად, საერთო ისტორიული მომავლით. ერთიან მსოფლიო საზოგადოებას კი სჭირდება ერთიანი საზოგადოებრივი რელიგიური ორგანიზაცია. ჩვენთვის კარგად ცნობილი სურათი დაგვიხატეს: ღმერთი უხილავია და მოშორებულია მატერიალურ სამყაროს, რომელიც ვითარდება ადამიანებით: ლოკალურად, თავისუფლად, უსასრულოდ. აბსოლუტური ჭეშმარიტება კი მიმალულია და მხოლოდ თანდათან განცხადდება, მეზობლური ერებისა და მათი ბრძენი მმართველების ძალისხმევით. ამიტომ, გლობალიზაცია არ იქნება შედეგიანი, თუ ყოველი რელიგია უარს არ იტყვის მოსაზრებაზე, რომ მხოლოდ ის ფლობს ჭეშმარიტებას და სანამ ყველა რელიგია არ დათანხმდება, შექმნას ერთიანი ზერელიგია. ამიტომ დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რაც წარმოუდგენელი იყო ადრე: ქრისტიანები, იუდეველები, მუსლიმანები, ბუდისტები და წარმართები ერთად ლოცულობენ - "საყოველთაო მშვიდობისათვის", მონაწილეობენ რელიგიათა შორის დიალოგებში, და აცხადებენ, რომ ყველას, განსაკუთრებით მონოთეისტურ რელიგიებს "საერთო ღმერთი" ჰყავთ. ამ დიალოგებში, სამწუხაროდ, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და ერისკაცები მონაწილეობენ. უნდა ვიცოდეთ, რომ გლობალიზაცია, რომელიც ჩვენს დროში იგეგმება, ამზადებს არა მხოლოდ ქრისტეს გარეშე არსებულ სამყაროს, არამედ ისეთ მსოფლიოს, რომელიც ქრისტეს მოწინააღმდეგე იქნება. ამიტომ, ანტიქრისტიანული გლობალიზაციის დღის წესრიგში დგას საკითხი ყველა რელიგიის გლობალური კონტროლის შესახებ. ყველა მსოფლიო რელიგიების კონტროლისა და მართვის მცდელობის ისტორია ღრმა საუკუნეებში გადადის. საიდუმლო იუდაურმა მთავრობამ (სინედრიონმა) გადადგა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, როდესაც ზემოქმედებას ახდენდა როგორც ეგვიპტესა და ბაბილონის მოგვებზე, ასევე ქრისტიანულ და მუსულმანურ იერარქებზე. ეს მცდელობა ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა. მსგავსი ვითარება XVIII-ე საუკუნის ბოლოს შეიქმნა, როდესაც დასავლეთ ევროპაში მასონური ლოჟების მძლავრი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელიც ფარულად ზემოქმედებდა საზოგადოების სულიერ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ამ მექანიზმის ჩარჩოებში იგეგმება მსოფლიო რელიგიების კონტროლის პირველი ორგანიზებული მცდელობა. 1893 წელს ზენაციონალური ელიტის მოღვაწენი ქმნიან მსოფლიო რელიგიების პარლამენტს, რომელმაც პირველად დააყენა ღიად გაერთიანებული რელიგიური ორგანიზაციების შექმნის საკითხი. მაგრამ მსოფლიო წესრიგის ორგანიზატორების წინააღმდეგ კაცობრიობის ყველა ჯანსაღმა ძალამ გაილაშქრა. 1919 წელს სექტანტური მოძრაობის "New Age" - ის ლიდერმა ელის ბეილიმ განაცხადა, რომ "მსოფლიო ეკლესია, ოკულტიზმის, ქრისტიანობისა და სხვა რელიგიური მიმდინარეობების კავშირი ამ საუკუნოს ბოლოს გაჩნდება". 50-იან წლებში მათ რელიგიების მსოფლიო ალიანსის შექმნა მოახერხეს, რომელმაც რამდენიმე კონფერენცია გამართა. მაგრამ გავლენიანი რელიგიური ძალების წარმომადგენლების რიცხვი იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ ეს იდეა თავისთავად არ განვითარდა. შემდეგი ნაბიჯი რელიგიების ანტიქრისტიანული გლობალიზაციისა იყო 1960 წელს. ეგრეთწოდებული "ურთიერთგაგების ტაძარის" ჩამოყალიბება. მისი ფუძემდებელი ა.შ.შ.-ს პრეზიდენტის დ. რუზველტის მეუღლე ელიონორა რუზველტი იყო. მათი მიზანი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ურთიერთგაგების მიღწევა იყო. ზენაციონალური ელიტის გააქტიურება გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაციის შექმნის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. მსოფლიო რელიგიების პარლამენტის შემდეგი შეხვედრა 1993 წელს ჩიკაგოში შედგა. მისი დამახასიათებელი ნიშანთვისება გახდა ის, რომ მას არ ესწრებოდნენ ყველაზე დიდი მსოფლიო რელიგიების ოფიციალური წარმომადგენლები. სამაგიეროდ, ამ ასამბლეაზე სრული შემადგენლობით იყვნენ სატანისტები, სექტანტები, ოკულტური საზოგადოებები და ჯადოქრები. ამავე წელს სან-ფრანცისკოში გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაციის შექმნის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. მისი მთავარი ხელმძღვანელი ამერიკელი ეპისკოპალური ეკლესიის ეპისკოპოსი ვ. სვინგი და სსრკ-ს ყოფილი გენერალური მდივანი მ. გორბაჩოვი იყვნენ. 1993-1997 წლებში ვ. სვინგმა მოიარა მრავალი ქვეყანა ძირითადი მსოფლიო რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით. ეს მოგზაურობები სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. მსოფლიოს უმსხვილესი რელიგიების არც ერთმა იერარქმა გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაციაში (შემდეგში გ. რ. ო.) მონაწილეობის ოფიციალური თანხმობა არ მისცა. ერთი წლის შემდეგ სან-ფრანცისკოში გ. რ. ო. - ს შემდეგი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 55 სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წევრები მონაწილეობდნენ. რომელზეც მსოფლიო რელიგიების გლობალური კონტროლის გეგმა შეიმუშავეს. ყოველი ამგვარი მცდელობის მიუხედავად, მათი მიზნები დღემდე განუხორციელებელი რჩება. არც ერთი დიდი მსოფლიო რელიგია არ დათანხმდა ოფიციალურად ამ ორგანიზაციაში შესვლაზე. მასში მონაწილე სასულიერო პირები მხოლოდ კერძო პირს წარმოადგენენ. ოფიციალურად ამ ორგანიზაციაში მხოლოდ სექტები, ჯადოქრები და სატანისტები არიან გაწევრიანებული. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ანტიქრისტიანული გლობალიზაცია რელიგიის სფეროში უშედეგო აღმოჩნდა. უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფენ, რომ ისეთი მსოფლიო რელიგიები, როგორებიცაა ქრისტიანობა (უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობა) და მუსლიმანობა, გახდა მძლავრი ბასტიონი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების გზაზე. ანტიქრისტიანული გლობალიზაცია, რომელმაც გარკვეულ შედეგებს მიაღწია ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში, რელიგიურ სფეროში აშკარად ნაკლებად შედეგიან აღმოჩნდა.
Xareba.net-ის რედაქცია უკან დაბრუნება |