მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ელექტრონული კონტროლი

ელექტრონული კონტროლი


23-08-2015, 12:09

ელექტრონული კონტროლი

 

   დღეს, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, კაცობრიობა გაება გლობალ-ისტების მიერ დაგებულ ყველა იდეოლოგიურ მახეში. გლობალი-სტურმა მოძრაობამ მოიცვა ყველა ქვეყანა და მისი ყველა სფერო. დღეს ხორციელდება კიდევ ერთი საშინელი პროექტი - ადამიანების იდ-ენტიფიკაციური, ელექტრონული ნომერაცია.

   რისთვის სჭირდება "ახალ მსოფლიო წესრიგს" პიროვნების ციფრუ-ლი იდენტიფიკაცია და რა საშიშროებას წარმოადგენს იგი კაცობრი-ობისათვის?

   უპირველესად, სუფთა პრაგმატული აზროვნებით, პირადული ნომ-ერი და კოდი არის ის ინსტრუმენტი სახელწიფოს ხელში, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება და იმართება ახალი მსოფლიო წესრიგი. როდესაც მონოპოლისტური კონტროლი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დაარღვევს ადამიანების ჩვეულ რიტმს, ტრადიციულ თუ კულტურულ ფასეულობებს, მაშინ ისინი აღმოჩნდებიან მეტად უსიამოვნო ალტერნატივის წინაშე - უნდა აირჩიოს! ან სიღატაკე, მისი საშინელი გამოვლინებებით, ან შენი ადამიანური ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი უნდა გადასცე მონოპოლისტს და აღარ იარსებებ, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. უმეტესობა, ბუნებრივია იძულებული იქნება აირჩიოს ეს უკანასკნელი. სწორედ მათთვის შეიქმნა მსოფლიო უნივერსალური კომპიუტერული სის-ტემა, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება ადამიანის ყველა მო-ქმედება.

  მეორე მხრივ, ელექტრონული კონტროლი წარმოუდგენელ ძალას მისცემს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მათ ხელთ ექნებათ აქტ-უალიზებული ცოცხალი ინფორმაცია მოსახლეობის შესახებ. ანუ კონტროლირებადი გახდება ყველა სოციალურ-ეკონომიკური სფერო გამონაკლისის გარეშე; ტერიტორია, დემოგრაფია, სოციალური სტრუ-ქტურები, ყველა ცალკეული ადამიანის შემოსავალი, საყოფაცხოვრებო პირობები.

  "ჩვენ უნდა ვიცოდეთ, - ამბობს მღვდელმონაზონი ქრისტოდულ მთაწმინდელი, - რომ მსოფლიოს ახალი მაკონტროლებელი სისტემა არ განხორციელდება ღიად, ანუ მისი დამფუძნებლები არასოდეს გვეტყვიან: "გსურს წაგართვათ თავისუფლება და დაგიდგინოთ სი-სტემატური კონტროლი", რადგან ამ შემთხვევაში ხალხი ხმას აღიმ-აღლებს, სისტემის შემქმნელები კი ვერსად დაიმალებიან. ამიტომ, თავდაპირველად, ისინი იმოქმედებენ დიპლომატიურად და მოამზ-ადებენ მყარ ნიადაგს მაკონტროლებელი სისტემის შემოღებისათვის... ადამიანები ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ მიდიან დასკვნა-მდე, რომ შეუძლებელია ამ სისტემასთან ბრძოლა. გვიჩვენებენ რა თავს მხსნელებად, გვთავაზობენ შენგენის ხელშეკრულებას, სადაც გვირჩევენ, ყველა ადამიანს მიენიჭოს მოქალაქეობრივი კოდური ნომერი, რომელიც გლობალიზაციის ბოლო სტადიაში დაისმება შუბლსა და ხელზე. თანაც განმარტავენ, რომ ბეჭედს იყენებენ, რათა თანამგზავრის საშუალებით იოლად მოინახოს ნებისმიერი ადამიანი...

   აუცილებლად წარმოგვიდგენენ შენგენის ხელშეკრულებას, როგორც მძიმე სიტუაციიდან გამოსავალ იდეალურ საშუალებას. იმედგაც-რუებული საზოგადოება კი ამ ალტერნატივას მიიღებს, როგორც უი-მედობისაგან განმანთავისუფლებელ გზას, მიიღებს მსოფლიოს მარ-თვის ახალ სისტემას - გლობალიზაციას. ამრიგად, თავიანთ პირო-ბების "გასაუმჯობესებლად" ხალხი დათანხმდება ახალ წესრიგს. მა-გრამ "გაუმჯობესება" თავისუფლებისა და ცხოვრების დაკარგვის ფა-სად მიეცემა მას".

 

 

 

 

Xareba.net-ის რედაქცია 



უკან დაბრუნება