მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ხელისუფლების გლობალიზაცია

ხელისუფლების გლობალიზაცია


21-08-2015, 13:32

 

 

  სრულიად სხვა შედეგებამდე მივყავართ პროცესს, რომელიც დღეს დომინირებს მსოფლიო საზოგადოებაში და მასობრივ პროპაგანდაში. საუბარია ხელისუფლების გლობალიზაციაზე, რასაც ტოტალიტა-რული მსოფლიო სახელმწიფოს შექმნისკენ მივყავართ. ქრისტია-ნისთვის ასეთი სისტემა ასოცირდება ანტიქრისტეს გამეფებასთან, რაც აღწერილია წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში.

  აქ არ იგულისხმება საზოგადოებრივი სტრუქტურის სრულყოფა "მთლიანობისა" თუ "კავშირების" გაფართოება. რის შესახებაც მას-ობრივი ინფორმაციის საშუალებები დაუღალავად გვარწმუნებენ. ხე-ლისუფლების გლობალიზაცია აბსოლუტურად ხელოვნური, ანუ ად-ამიანის გონებისა და ნების მიერ შექმნილი პროდუქტია, ამიტომ მისთვის უინტერესოა ყველაფერი ის, რაც ამ ტოტალიტარული მექა-ნიზმის მიღმა ხდება.

  თავდაპირველად ხორციელდება ძირითადი რესურსების მონოპო-ლია და კონტროლი: ფინანსური, სამხედრო, ინფორმაციული, ტექნო-ლოგიური, ენერგეტიკული და ა.შ. შემდეგ დაძალებით ან მოლაპა-რაკებით მას აცხადებენ "გლობალიზაციისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებად".

  ამ დროს ახალი წესრიგის დამაარსებლები გვთავაზობენ ყველაზე არადემოკრატიულ და მონურ სისტემას. თუმცა მას წარმოგვიდგენენ საუკეთესო ალტერნატივის ფორმით.

 

 

 

 

Xareba.net-ის რედაქცია 

 



უკან დაბრუნება